ქუჩის დღეები (ონლაინ ფილმი) - 8 იანვარს 2011 - მოგესალმებათ
  • Dominion Template Release Jan10
    Allstarashvili says:
    არ დაგავიწყდეს რომ შეყვარებული გყავს! შენთვის ნაშები ხიხიაა...
  • 6 Preset Styles - 18 Combinations
    Allstarashvili says:  Skype Me დამაSkypდი დოინჯით :))
  • RTL Support
    Allstarashvili says:
    არ დაგავიწყდეს ვისი ნეკნისა ხარ.....

მთავარი » 2011 » იანვარი » 8 » ქუჩის დღეები (ონლაინ ფილმი)
0:39 AM
ქუჩის დღეები (ონლაინ ფილმი)
2515copy.jpg (567×340)

საკუთარი თავის მიკვირს, როგორ არ მეზარება ფილმის შესახებ რევიუს დაწერა. ამასთან ბავშვური ცნობისმოყვარეობით მაინტერესებს, რამდენად შეძლებს მიმოხილვის დაწერას კინოკრიტიკოს როჯერ ებერტის რიგითი მკითხველი.

ქართველი რეჟისორებისგან განებივრებული ვართ ფილმებს ნარკომანი გმირებისა და შორენა ბეგაშვილის მკერდის თანხლებით. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ლევან კოღუაშვილის "ქუჩის დღეები” არ იმსახურებს მათთან გათანაბრებას. ფილმის სიუჟეტი მიუყვება მთავარი გმირის ცხოვრებას რამდენიმე დღის განმავლობაში და თითქოს მიმდინარეობს პარალელურ ქუჩაზე, უაღრესად ნაცნობ გარემოში. პირველი წუთებიდანვე ფილმი იტაცებს მაყურებლის გულისყურს თავისი სისადავით და რეალისტურობით, თითქოს სცენარი არ არსებობს და პერსონაჟები ბუნებრივად ეძებენ ერთი "ზახოდის” ფულს.

მთავარი გმირი  ჩეკი (გუგა კოტეტიშვილი) იმგვარი ადამიანია, რომელზეც კლასელი გოგონები იყვნენ შეყვარებულნი და დღეს მათში ღრმა სიბრალულს იწვევს. მას თავმოყვარეობის გრძნობა არ დაჰკარგვია და რცხვენია კიდეც, როდესაც ყოფილი კლასელები არასასურველ გარემოში ხედავენ. მისი ადგილსამყოფელი დიდად არ შეცვლილა, სკოლიდან მის წინ მდებარე ნარკომანთა ბირჟაზე გადაინაცვლა მხოლოდ.

ძაღლური წლები _ გიუნტერ გრასის ამ ნაწარმოების სახელწოდება გამახსენა შელახული ტანსაცმელით და გაქუცული ქუდით გატარებულმა მისმა ქუჩის დღეებმა. მშობლიური სკოლის წინ ძაღლივით ცემას მხოლოდ პატარა შვილის გამოჩენა გადაარჩენს, რომელსაც არწმუნებს, რომ დიდები მხოლოდ თამაშობდნენ. მეტსახელი ჩეკიც (სახელი ჩვენთვის უცნობი რჩება) უფრო შინაური ცხოველის შესაფერისია.  სიმბოლურია, რომ იგი გარკვეული მონაკვეთი სკოლის თეატრალური დასისთვის მოპარული მგლის სამოსით დადის და ამგვარად გამოწყობილი თავს ესხმის ბარიგას, რომლის მამამ ეს–ესაა მოიკლა თავი.

ფილმის მთავარი ღირსება მსახიობთა  გამორჩეულად ძლიერი თამაშია. გაგიჭირდებათ ყალბად წარმოთქმული სიტყვების ან მოძრაობის  პოვნა, მეორეხარისხოვანი გმირების არაფრისმთქმელი რეპლიკებიც კი შინაურული გარემოს წარმომქნელია. რეჟისორი ხშირად ერთმანეთს ადარებს ორ "საგანმანათლებლო” ადგილს (სკოლას და ქუჩას) და ფილმის თანმდევი მუსიკაც ამას ემსახურება. ბავშვების ნამღერი "წკაპ–წკუპ” მეორე სკოლაშიც ისმის და იგი თითქოს ფონად გასდევს 86 წუთს.

ფილმის ფინალში ბირჟა ისევ დგას სკოლის წინაშე, მართალია უკვე ჩეკის გარეშე. სკოლაში კი ალბათ ისევ თავს იწონებენ ცეცხლსასროლი იარაღით. მოქმედება თბილისის ავარიულ ქუჩებში ვითარდება, სამწუხაროა, რომ არამხოლოდ თბილისის ქუჩებია ამგვარ მდგომარეობაში.









თუ ფილმს ვერ უყურებთ გამოიყენეთ სხვა ინტერნეტ ბრაუზერი მე გირჩევთ google chrome _ ს
კატეგორია: ონლაინ ფილმები | ნანახია: 452 | დაამატა: oONETTWOo | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

ონლაინ რადიო

თუ ვიდეოს უყურებთ და ხელს გიშლით ამ რადიოს ხმა,შეგიძლიათ გამოყენოთ დაპაუზების რეჟიმი.

ძებნა

შესვლის ფორმა

მინი-ჩეთი

200

ჩვენი გამოკითხვა

მოგწონს საიტი?
სულ უპასუხა: 101

სტატისტიკა

რეკლამის ადგილი

რეკლამის ადგილი

რეკლამის ადგილი