• Dominion Template Release Jan10
    Allstarashvili says:
    არ დაგავიწყდეს რომ შეყვარებული გყავს! შენთვის ნაშები ხიხიაა...
  • 6 Preset Styles - 18 Combinations
    Allstarashvili says:  Skype Me დამაSkypდი დოინჯით :))
  • RTL Support
    Allstarashvili says:
    არ დაგავიწყდეს ვისი ნეკნისა ხარ.....

მთავარი » 2011 » იანვარი » 6 » ანდაზები
1:40 PM
ანდაზები

http://i017.radikal.ru/0803/1c/5e0ffdf4a7fd.jpg
ააფრინე ალალიო, რაც არ არი, არ არიო.

აბესალომი და ეთერი ღმერთმა შეჰყარა ერთფერიო.

ადრე ადგომა მეტი სიცოცხლე არისო

ავი კაცი აღდგომასაც ავია

ავი შემნახველი ქურდის ამხანაგია

ავი ძაღლი არც თითონა სჭამს და არც სხვას აჭმევს.

ავსა კაცსა ავი სიტყვა ურჩევნია სულსა, გულსა.

ავს ნუ იქ და ავისაგან ნუ გეშინიანო.

ათასად კაცი დაფასდა, ათი ათასად ზრდილობა, თუ კაცი კაცად არ ვარგა, ცუდია გვარიშვილობა.

ათჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერიო.

ამდენ აღმართს თავდაღმართიც ექნებაო.

არა გყავდეს მოახლეო, თავი მოიახლეო.

არამკითხე მოამბეო მიტყეპე და მიაგდეო.

არასოდეს არ გახმება წყალთა შინა ხეთა ძირი, არასოდეს არ ცხონდება უშვილო და პურა-ძვირი, თუ უშვილო ცხონდებოდეს, სამოთხეში შევა ვირი.

არ ვიცი ერთია და ვიცი ათასიო

არცა ვისი ყმა ვყოფილვარ, არცარავინ ყმათ მყოლია.

ასეთი ხიდი გასდე, შენმა შვილის შვილმა ზედ გაიაროს.

ასი დამკარ, ერთი მათქმევინეო.

აფხაზმა თქვა: მეგრელს თუ თოფი მოხვედრია, ჯირკს მოხვედრიაო.

აქლემი კლდეზე გადავარდა, ვირმა ყვირილი დაიწყო; ვირს ცემა დაუწყეს, რა გაყვირებსო? ის მაყვირებსო რომა იმ აქლემს მე ამაზიდვინებენო.

აქლემის ქურდი და ნემსის ქურდი ერთიდაიგივეაო.

აჩქარებით სოფელი არვის მოუჭამიაო, და ვინც რომ აჩქარებულა, მას მალე დაუნანიაო,

აჭარელს ცხენი გადაეჩეხა კლდეზე და უთხრა: სწორედ დაგებიჯებია ფეხი არ გადაიჩეხებოდიო.

ახალი მეგობარი დაიკავე და ძველს ნუ დაივიწყებო.

ახალ კიტრს და ახალ ამბავს ძვირად ნუ იყიდი, მალე გაიაფდება.

 

 

ბევრის ცემით რკინაც გატყდებაო.
 

 

გამგონი გაიგონებსო.

გამხიარულდი, ბუხარო, გულჩათხრობილი ნუ ხარო.

გაძლევენ – გამოართვი, გცემენ – გაიქეციო.

გაჭირვება მიჩვენე, მე გაქცევას გიჩვენებო.

გლახა გამცემი ღმერთს სძულდა, ეშმაკს უყვარდაო.

       

 

დათვმა თქვა: მე კაცის სიყვარულით ვერა ვძღებოდიო და კაცი ჩემი მტრობითაო.

დათვს თავში სცემდნენ და ამბობდა ეს რა ბრაგა ბრუგი მოდისო.

დაუჩვევარს ნუ დააჩვევ, დაჩვეულსა ნუ მოაკლებო.

დედა ნახე მამა ნახე შვილი ისე გამონახე.

დედის წინ მორბენალ კვიცს მგელი შეშჭამსო.

დიდ კაცს დიდი ჭკუა აქვსო.

დღევანდელი კვერცხი მირჩევნია ხვალინდელ ქათამსა.

დღეს-მოხვალიესო თოვლი მოუვიდაო.                              

 

 

 

ერთგული გული არ გაორგულდება და ორგული არ გაერთგულდება.

ერთი თხილის გული ცხრა ძმამ გაიყვესო.

ერთი კაცი იცინოდეს, თავის თავსა დასცინოდეს, ორი კაცი იცინოდეს, ერთმანეთსა დასცინოდეს, სამი კაცი იცინოდეს, დიაღ მოსაწონიაო.

ერთი ნახვა ცნობაა, ორი ნახვა ძმობაა.

ერთის წიხლის კვრით ციხე ვერ დაიშლებაო.

ერთობა ჩვენთვის ტახტია, მტრებისთვის _ სახრჩობელაო. მტერს ვაი დედა ვაძახებიოთ, ჩვენ კი დელი დელაო!

 

 

ვაის გავეყარე და უის შევეყარეო.

ვეშაპი ასეთს არ ჩაჰყლაპავს, რომ მონელება არ შეძლოსო.

ვინც მოითმენსო, ის მოიგებსო

ვინც რა უნდა თქვასო, წისქვილმა კი ფქვასო.

ვირისგან წიხლი კი არ მეწყინება, მეტკინებაო.

ვისაც გაჭირვება არ უნახავს მან ლხენა არ იცისო.

ვისაც ვინ უყვარს იმისი ლამაზი ის არის.

ვისიც ენა ჭარტალიო, იმის სიტყვა მართალიო.                        

   

 

 

ზარმაც მჭედელს კვირას მოუნდება მჭედლობაო.

ზოგი ჭირი მარგებელიაო.

ზოგჯერ თქმა სჯობს არ თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების.

 
 

 

 

თეთრი ძაღლი და შავი ძაღლი ორივე ძაღლიაო.

თუ გული გულობს ქადა ორის ხელით იჭმევაო.

თუ მაწონი ძაღლმა შეჭამა ქოთანი რაღა იქნაო.

თებერვალი დადგაო, ხეში წყალი ჩადგაო.

 
 

 

ინდოეთში ვირი კიტრად არისო, მაგრამ იქ მისვლა აქლემის ფასზედ ბევრი ჯდებაო.

ის უჯობს მამულსა რომ შვილი სჯობდეს მამასაო. 

                 

 

კარგი ქენი, ქვას დადევი; გაიარე, წინ დაგვხვდება.

კარგი ცხენი მათრახს არ დაირტყამ

კატა ძეხვს ვერ შეწვდა, დღეს ჩემი პარასკევიაო.

კაცი ისე არსად არ იცნობება, როგორც მგზავრობაში.

კაცმა იმისთანა ლუკმა არ უნდა გადაყლაპო რომ ვერ მოინელო.

კვიცი გვარზე ხტისო.

კოკასა შინა რაცა სდგას, იგივე წარმოსდინდება.

კორკოტი ვჭამე ასლისა, დრო არის ჩემი წასვლისა.                 

 

 

ლობიო თქვა მთიულმა და ყბა ამოუვარდა, ყველი თქვა და ისევ გაუსწორდა.

ლუკმა გავარდესო ჯამში ჩავარდესო.

 

 

მელას რაც აგონდებოდაო ის ესიზმრებოდაო.

მეზობელს ხარი უქადნე და ღმერთი შენ მოგცემსო.

მზეს ვინც ტალახს ესვრის, მზეს ვერ მიუწევს, მასვე თავს დაეცემა.

მტერს გობით უბოძე და მოყვარეს კოვზით.

 
 
 

 

ნეტავი ასი დამკრან და ერთი მართალი მათქმევინონ.

ნეტარ არს კაცი ნაშრომის თვისის ნაყოფი სჭამოს.

ნუ დასცინი სხვასაო, გადაგხდება თავსაო. ვინც დასცინებს სხვასა, მოიბრიყვებს თავსა.

ნუ დაჰკარგავ ძველსა რჯულსა, ნურცა ძველსა მეგობარსაო.

ნუ იქ ავსა, ავისაც ნუ გეშინია.

 

 

ობლის მამა ღმერთიაო!

ორი კაცი ერთ კაცზედ ლაშქარია.

ოქრო პატარა არის, მაგრამა ფასი დიდი აქვსო.                                                                     

 
 

 

პატარა ტოროლა დიდ ტოროლას ატყუებდაო.

პატრონმა როგორც გითხრას, ვირი ისე დააბიო.

პირველი ბედი ბედია, მეორე მოგონილია.

პირმა შენმა გამოგაჩინოსო.

პირში მაქებელი, ეშმაკის მოციქულია.

 
 

 

რასაც დასთეს იმას მოიმკიო.

რასაც კაცი თავის თავს უზამს, ვერა მტერი უზამს.

რეგვენს ნაჩუქარი მუქთი ეგონაო.

როგორიც ალხანა, ისეთი ჩალხანაო.

როცა თონე გაგრილდება, პურს ვეღარ აცხობსო.                                                                     

როცა გშია ზაქარია, ცივი ჭადიც შაქარია.

 

 

სადაც არ იყოს ცოტა კმარიყოს.

სადაც არ სჯობს, გაცლა სჯობს კარგისა მამაცისაგან.

სადაც იყოს ბედი შენი, მიგიყვანოს ბედმა შენმაო.

სადაც წახვიდე იქაური ქუდი დაიხურეო.

საიდან სადაო სულხან საბაო.

სამართლით მოჭრილი ხელი არ მეტკინება.

სამი დაკვრით გველი არ მოკვდებაო.

სანამ თონე ცხელია ლავაში მიაკარიო.

სანთელ-საკმეველი თავის გზას არ დაკარგავს.

საშოვარი ნუ გშურს, ამხანაგი ნუ გძულს.

სიცილს ტირილი მოსდევს და ბევრჯერ სიცილი ტირილად გარდაიქცევაო.

სიცოცხლეში რომ იყო ნაძრახად, მას სჯობს სიკვდილი სახელოვანი.

 
 

 

ტირილით ვეღარავის უპოვნია სიცილით დაკარგული.
 
 
 

 

უბედურს ადამიანს ქვა აღმართში მოეწევა.

უგუნურ მეგობარს, გონიერი მტერი სჯობიაო.

უსაქმო კაცისათვის მუდამ უქმეაო.

უღვთოთ ხეს ფურცელი არ გავარდებაო.                            

 

 

ფერი ფერსა მადლი ღმერთსა.
 
 

 

ქათამმა სჩხრიკა, სჩხრიკა და თავის დასაკლავი დანა გამოჩხრიკა.

ქალი იჯდეს, ბედს ელოდეს; ვაჯი იჯდეს, ბერდებოდეს.

ქალი მორცხვი, ვაჯი ხასი, ქვეყნის ფასი.

ქარის მოტანილს ქარი წაიღებსო.

ქვევრს რასც ჩასძახებენ, იმას ამოსძახებსო.

ქუდი დადე და სამართალი ისე ქენიო.

ქურდი ფიცზედ მზა არის.

ქურდი კაცი არ მიიღებს საუკუნო ცხოვრებას.

 

 

ღამის ქურდს დღისით დაიჭერენ.

ღარიბი კაცის პურის ჭამა მადლია.

ღვინომ თქვა: უცეცხლოდ წამოვდუღდები, ჭკვინსა კაცთან ბრძენი ვარ, გიჟ-კაცთან წამოვფრინდებიო.

ღმერთი ვისაც მისცემს, ორის ხელით მისცემს; ვისაც წაართმევს, ორივს კიდევ ხელით წაართმევს.

ღვინო უფროსსა, წყალი უმცროსსა.                             

 
 

 

ყველა საქმე ქვეყანაზე რიგდება, ცოლ-ქმრობა კი ზეცაშიო.

ყველი და პური – კეთილი გულიო.

ყმაწვილის ენა დედას ესმის.

 
 

 

შეჩვეული ჭირი სჯობია, შეუჩვეველ ლხინსაო.

შვილი გაზარდე მტრულადა, გამოგადგება ძმურადა.

შვილს ვინც გიქებს - მტერია, ვინც გიძაგებს – შენია.

შიში ვერ იხსნის სიკვდილსა, ცუდია დაღრეჯილობა.

შორი გზა მოიარე და შინ მშვიდობით მიდიო.

 

 
ჩხუბში ისეთ სიტყვას ნუ იტყვი, რომ შერიგებაში შეგრცხვეს.
 
 

 

ცდა ბედის მონახევრეაო.

ცეცხლი თივაში არ დაიმალება.

ცრუ მოლაპარაკეს მართალსაც აღარ დაუჯერებენო.

ცუდათ ჯდომას ცუდათ მუშაობა ჯობიაო.                                                                                  

 
 

 

 

ძაღლი დაიმახსოვრებს, ვინც აჭმევს.

ძაღლი კოჭლობით არ მოკვდებაო.

 
 

 

წინა კაცი უკანა კაცის ხიდიაო.
 

 

 

ჭორი თუ არ არისო, შორი კი არ არისო.

ჭორი თქვი და მეჭორე ხელში დაიჭირე. 

კატეგორია: გასართობი | ნანახია: 1454 | დაამატა: oONETTWOo | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

ონლაინ რადიო

თუ ვიდეოს უყურებთ და ხელს გიშლით ამ რადიოს ხმა,შეგიძლიათ გამოყენოთ დაპაუზების რეჟიმი.

ძებნა

შესვლის ფორმა

მინი-ჩეთი

200

ჩვენი გამოკითხვა

მოგწონს საიტი?
სულ უპასუხა: 105

სტატისტიკა

რეკლამის ადგილი

რეკლამის ადგილი

რეკლამის ადგილი