• Dominion Template Release Jan10
    Allstarashvili says:
    არ დაგავიწყდეს რომ შეყვარებული გყავს! შენთვის ნაშები ხიხიაა...
  • 6 Preset Styles - 18 Combinations
    Allstarashvili says:  Skype Me დამაSkypდი დოინჯით :))
  • RTL Support
    Allstarashvili says:
    არ დაგავიწყდეს ვისი ნეკნისა ხარ.....

მთავარი » მასალის არქივი

demo image

შვედი მხატვარი და ფოტოგრაფი – Anders Krisar-ი, რომელიც რეალისტური ტექტურითა და ადამიანის ფსიქოლოგიითაა დაინტერესებული, ფრიად უცნაურსა და მიმზიდველ ნამუშევრებს ქმნის, რომელთა ფოტოებსაც ამჯერად შემოგთავაზებთ.

Подробнее...

demo image

Slinkachu – ეს ლონდონელი მხატვრის ფსევდონიმი გახლავთ, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით მოგზაურობს და სხვადასხვა ქალაქებში მინიატურულ ინსტალაციებს უღებს ფოტოებს. ავტორმა საკუთარ პირველ პროექტში – „Little People Project"–ი მშობლიური ლონდონის სხვადასხვა ადგილებში ადამიანების ფიგურები განათავსა და იქვე დატოვა, რამეთუ დიდ ქალაქს მიანდო პატარა ადამიანთა ბედი.

Подробнее...

demo image

ბარსელონას მკვიდრი, თანამედროვე მხატვარი – Gino Rubert–ი, რომელიც ფერწერის, ვიდეოსა და ინსტალაციის ჟანრში მოღვაწეობს, მექსიკაში დაიბადა 1969 წელს. მან ნიუიორკის – Parsons–ის დიზაინის სკოლა გაიარა და ესპანეთის სახელმწიფოს მხარდაჭერით რომში არსებულ ესპანურ აკადემიაში იმოღვაწევა 1993–1994 წლებში. Gino Rubert–ის ნამუშევრები მსოფლოს ისეთ გალეებში გამოიფინება, როგორიცაა: Claire Oliver–ი (ნიუიორკში), Mizuama (ტოკიოში), Artrepco (ციურიხში) და სხვაგან. იგი ლექციებს კითხულობს Universidad Nacional–ში (კოლუმბია), Montevideo’s Centro Cultural–ში (ესპანეთი) და ასევე მხატვრობასა და დიზაინს შეასწავლის ესპანეთის სკოლებში – Massana–სა და Eina–ში.

Подробнее...

demo image

იაპონელ მხატვარ – Youtaro Morita–ზე არც თუ ბევრი რამაა ცნობილი. ავტორისეული მიქს–მედიის სტილში შესრულებული ნამუშევრები, კი ფრიად საინტერესოა.

Подробнее...

demo image

Luis Gispert–ი ბრუკლინელი მხატვარი, რეჟისორი, ფოტოგრაფი და მოქანდაკეა. ამჯერად შემოგთავაზებთ ნიჭიერი შემოქმედის მიერ განხორციელებულ ბოლო პროექტს – „My Favorite Kind of American”–ი, რომელიც სკულპტურული კაბინებისა და არარეალური პეიზაჟების ამსახველ ფოტოგრაფიათა ნაზავს წარმოადგენს, რითაც ავტორს სურდა გადმოეცა სინამდვილესა და ჩვენივე მიერ, ჩვენს ირგვლივ არსებულ, გაფორმებულ–შელამაზებულ ფასადებს შორის არსებული ბალანსი.

Подробнее...

demo image

თანდათან სულ უფრო და უფრო მეტ სიახლეებს იძენს, უკვე გალამაზებული ზღვისპირა საკურორტო ქალაქი ბათუმი. სხვა ღირსშესანიშნაობების ფეხდაფეხ, ახლახანს გაიხსნა 7 მეტრიანი ქანდაკება – „Love"–ი. ქანდაკება წარმოადგენს ქალისა და მამაკაცის ფიგურებს, რომლებიც 8–10 წუთში ძალზედ ორიგინალურად გადაადგილდებიან, ისინი ერთმანეთისაკენ ილტვიან და საბოლოოდ ორივე მათგანი ისე ერწყმის ერთმანეთს, რომ 1 მთლიანი ხდება. ავტორი ამ ორიგინალური ქანდაკებებისა გახლავთ ქართველი მხატვარ–მოქანდაკე – Tamara kvesitadze, ვინაც ამჟამად პარიზში ცხოვრობს, თუმცა დროის დიდ ნაწილს საქართველოს, იტალიასა და ბრიტანეთს შორის ატარებს. როგორც ავტორი განმარტავს, ნამუშევრის შთაგონებად – Kurban Said–ის ცნობილი რომანი „Ali and Nino" გამოდგა, სადაც ქართველი გოგონა ნინოსა და მუსულმანი ვაჟი ალის სიყვარულია აღწერილი.

Подробнее...

demo image

თანამედროვეობის სახელმოხვეჭილი მხატვარი – Ron English–ი, რომელიც პოპ–არტის დიდოსტატად მოიხსენიება, 1966 წელს დალასში, კერძოდ ტეხასში დაიბადა. მისი ნამუშევრები, სადაც ავტორი შეფარული ირონიით გამოხატავს თანამედროვე კულტურისადმი საკუთარ დამოკიდებულებას, საკმაო წარმატებით სარგებლობს და არაერთგზის აღიარებულია. ამჯერად, კი შემოგთავაზებთ ნიჭიერი მხატვარ–მოქანდაკის მიერ განხორციელებულ ნამუშევართა ფოტოკოლაჟს, რომელიც კალიფორნიის სამხატვრო პავილიონ – Frank M. Doyle Arts–ში იქნა გამოფენილი. გამოფენა წარმოდგენილია სახელწოდებით – „Status Factory", რომელიც 100–ზე მეტ ექსპონატს მოიცავს.

Подробнее...

demo image

წარმოშობით ფრანგი მხატვარი – Daniel Firman–ი, რომელიც ახლა 44 წლისაა, ამჟამად პარიზში ცხოვრობს და ჰიპერრეალიზმის ჟანრში მოღვაწეობს. მის ნამუშევართა დიდი ნაწილი ადამიანთა უცნაურად ასახულ ფიგურებს წარმოადგენს.

Подробнее...

demo image

Vanessa Beecroft-ი იტალიელი მხატვარია, რომელიც ცნობილია თავისი უცნაური გამოფენებით. არც ისე დიდი ხნის წინ მან წარმოადგინა თავისი მორიგი შემოქმედება, რომელიც ქალაქ ფრანკფურტ-ამ-მაინის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გაიმართა…

Подробнее...

demo image

ბელგიელი მხატვარი – Frederik Heyman–ი, რომელიც ანტვერპენში დაიბადა და – Royal Academy of Fine Arts–ის გრაფიკისა და ფოტოგრაფიის სრული კურსი გაიარა, ძალზედ უჩვეულოსა და ორიგინალურ ნამუშევრებს ქმნის, სადაც არაჩვეულებრივად უთავსებს ერთიმეორეს ფოტოგრაფიასა და გრაფიკულ დიზაინს. თვალი გადაავლეთ და თავად დარწმუნდით!

Подробнее...

« 1 2 ... 4 5 6 7 8 ... 104 105 »

ონლაინ რადიო

თუ ვიდეოს უყურებთ და ხელს გიშლით ამ რადიოს ხმა,შეგიძლიათ გამოყენოთ დაპაუზების რეჟიმი.

ძებნა

შესვლის ფორმა

მინი-ჩეთი

200

ჩვენი გამოკითხვა

მოგწონს საიტი?
სულ უპასუხა: 105

სტატისტიკა

რეკლამის ადგილი

რეკლამის ადგილი

რეკლამის ადგილი