• Dominion Template Release Jan10
    Allstarashvili says:
    არ დაგავიწყდეს რომ შეყვარებული გყავს! შენთვის ნაშები ხიხიაა...
  • 6 Preset Styles - 18 Combinations
    Allstarashvili says:  Skype Me დამაSkypდი დოინჯით :))
  • RTL Support
    Allstarashvili says:
    არ დაგავიწყდეს ვისი ნეკნისა ხარ.....

მთავარი » მასალის არქივი

demo image

დრო ყველაფრის მკურნალია,
ოღონდ ჩემი არა.
საოცარი უნარია
დარდი წარა-მარა.


რასაც ვფიქრობ, გადმოვისვრი
უმარტივეს ლექსად.
წარსულს ვათრევ ჩემი კისრით,
ვერ ვიშორებ ვერსად
.

როცა მოხუცს ვხედავ ვინმეს,
მახსენდება პაპა.
ცა, ვარსკვლავებს რომ ჩაიბნევს
დედაჩემის კაბა.

ცის ცრემლებზე მახსენდება
მე სიტყვები მამის . . .
ღვინო სანამ გამეხსნება,
მეც ავტირდე ლამის.

ღამე სმაში მათენდება
დამეკარგა ღერძი . . .
კიდევ რა არ მახსენდება,
კიდევ რას არ ვებრძვი.

საოცარი უნარია
დარდი წარა-მარა.
დრო ყველაფრის მკურნალია

-ოღონდ ჩემი არა…

Подробнее...

demo image


მე რომ წავალ ალბათ იტყვის დედა
ეს რა კარგი გამიზრდია შვილი
და ინატრებს ის დღე მისცა ნეტავ.
პირველად რომ დამიკერა ღილი.

როცა წავალ,გაიხსენებს მამაა

პირველად რომ მნახა უკვე დიდი
კარგია რომ არ გამათამამა
კარგია რომ ასე კარგად მსჯიდი

წავალ,მჯერა მერე იტყვის ქალი

შესაძლოა დაიღვაროს ცრემლად
ეცოცხლაო,ყოფილიყო მთვრალი
მთვარია ვიქნებოდით ერთად.

მე არვიცი რას იფიქრებს შვილი

ალბათ ცუდს და ალბათ ცოტა კარგსაც
თვიტონ ვიცი მოვაკელი ხილი

და ვაკლებდი ნაყინსაც და მარწყვსაც

რას იტყვიან ძმები წავალ როცა,
ალბათ იქაც შემფიცებენ ძმობას
ჩემს გარეშე დაიცლება ბოცა

ჩემს გარეშე აყვებიან გრძნობას

იქ, კი ვიცი ვინც დამხვდება იტყვის
მუდამ სცდიდა თავის ბედს და წერას
კარგი არ უკეთებია თითქმის

თუ არ ჩავთვლით რაღაც ლექსის წერას

მე მინდა რომ ვუპასუხო ყველას
ქალებს, შვილებს, ჩემიანებს, მასას
მოერიდონ უსაფუძვლო ღელვას

არ ვაპირებ

მე ჯერ არსად წასვლას …

Подробнее...

demo image

"უნდა ვიარო... სულ ესაა, ოღონდ უნდა ვიარო!"პოეზია კი სიარულში ეხმარება... რბილი ლანჩებია, დახეული ფეხსაცმლით სიარულს რომ უადვილებს...იცის რომ მოკვდება, მალე, და ალაგებს ჩემოდნებს...გამუდმებით ცასაა მიშტერებული...მისია ტკივილი სულ უფრო რომ მძიმდება, წარმოსახვა, სულ უფრო ხელშესახები რომ ხდება, ოცნება, ახდენა რომ არ უწერია... შეკითხვები, გამუდმებით რომ ისმის - მისია ყველაფერი.ვიღაცას ჰგონია შეიშალა..."ნახეთ, ნახეთ, თავის თავს ელაპარაკება, სულ მარტო!..."ცხოველებს ესაუბრება, ხეებს, მნათობებს, საგნებს, არარსებულ არსებებს.საკუთარი თავიც კი ავიწყდება და მიიწევს უცნობი, უჩვეულო, ამოუხსნელი, გაურკვეველი სამყაროსკენ... მისდევს იდუმალებას...თვადაყირა ვინც დადის ფეხქვეშ ცა აქვს უფსკრულად, სიცარიელეზე დგას...ის კი ცას საყრდენად აქცევს, უკან მობრუნდება და ჰორიზონტის ხაზს უფრო შორს გასწევს... უსასრულობა სჭირდება სახეტიალოდ...შეკითხვები კი კარზე აკაკუნებენ და მალე მოთმინებადაკარგულები კარს შემოანგრევენ ალბათ...დადის მიწაზე და თავდაყირა ერთდროულად...კოჭლობს, ირყევა... "ფრთები უშლის გოლიათური"...ისევ ფეხზე გაიაროს ჯობია - ვერასოდეს იქნება ღმერთი და ვერც მთლად ადამიანი იქნება ალბათ...ორ სამყაროს შორის მოხეტიალე დადის ასე, აქეთ-იქით და მით მეტად კოჭლობს რაც მეტად შორდება ღვთიურს...ხელებზეც დადის...ხელებით დაატარებს, აჭრაჭუნებს კალამს ფურცელზე...და რა ხაზებია თეთრ ფურცელზე რომ ავლებს ასე გამალებით? - სიცოცხლის, გულის, სიმღერის ხაზები... ლექსი ხომ ამ ხაზების ნაკვალევია და მეტი არაფერი...კითხვა კი დანახვაა თუ როგორ ირევა ერთმანეთში სიცოცხლის, გულის, გონების, სიმღერის ხაზები... ხაზები მისი და ჩვენი. ხაზები ბედისა, ჩვენ რომ გვერგო წილად და მას რომ ერგო... ბედისწერის გაზიარებაა კითხვა, პოეტის ბედისწერის...ლექსი ხომ ყველასია და ამავე დროს მხოლოდ იმის, ვინც იპოვის, როგორც ზღვაში გადაგდებულ ბოთლს...თვითონაც მპოვნელია... პოულობს სიტყვებს, ფორმებს... პოულობს და ზღვაში აგდებს ვინმემ რომ იპოვოს... ესაა ლექსი - ვინმემ უნდა იპოვოს რომ იარსებოს...მიწაზე, თავდაყირა, ხელებზე... ჯამბაზია?... არა, აკრობატი.წონასწორობაა საჭირო, თორემ დაიღუპება.წონასწორობა - მიწაზე, თავდაყირა, ხელებზე... სვლა, ფიქრი, შექმნა...თოკზე მოსიარულე აკრობატი...თოკზე, თავისივე ხელით ფურცლიდან ფურცელზე გავლებული ხაზებისგან შეკრულ თოკზე... ხაზებისგან, საკუთარი ცხოვრების დაბურდული ხლართიდან რომ აძრობს და ასე თანდათან ხსნის ხლართს...ცეკვავს გირლანდებზე საკუთარი ოთახის ფანჯრიდან ცამდე რომ გააბა...ფრინველი არ არის, ფრენას არ ცდილობს, სიარული უნდა ცაში... მიწიდან უნდა ნაბიჯის ადგმა...რისკავს ყველაფერს მთლიანობისთვის და მთლიანობას - სულ მცირე ნაწილისთვის...მიუღწეველზე ოცნებისთვის დასჯილი,საკუთარი ხელით დაწერილ თოკზე ჩამომხრჩვალი,ღმერთისგან მიტოვებული,ადამიანისგან დაწყევლილი...ლექსს ქსოვს საკუთარი გულიდან, ფიქრებიდან დართული სიტყვებით: სტროფების ჰორიზონტალი რითმების ვერტიკალს კვეთს.სტროფი გზაა, მარტოობა... რიტმი - დაბრუნება. ლექსი ფორმაშიც კი გაქცევის სურვილს ასახავს...ბედისწერა მდინარეა რომელსაც ყველა უნდა გაჰყვეს, სხვანაირად შეუძლებელია... ლექსი კი ხიდად იდება მდინარეზე...დგას ხიდზე თოკზე მოცეკვავე აკრობატი, უყურებს ცას, არეკლილს წყლის დინებაში, უფსკრულივით რომ იშლება ფეხქვეშ... შეჰყურებს მიუწვდომლის ანარეკლს და იცის, რომ ცამდე მისაღწევად უფსკრულში ჩასვლაა საჭირო...და მიდის...

Подробнее...

demo image

- გინდა მძღოლი გავაგიჟოთ? - ჩასჩურჩულა გიომ ანუკის.- როგორ?- ჩშშ.. ოღონდ არ დაიბნე და ამყევი.- კაი.გიომ თვალი ჩაუკრა, მერე სერიოზული სახე მიიღო და ხმამაღლა, მძღოლის გასაგონად თქვა:- ანუკი, მისმინე, რაღაც უნდა გითხრა...- რა იყო?- არ ვიცი როგორ გამიგებ, შეიძლება ცუდად გამიგო, მაგრამ ესე გადავწყვიტე...- მითხარი.- უკვე ერთ წელზე მეტია ერთად ვართ და...- და?- ცოლად უნდა გამომყვე.- რაა?!- უნდა მოგიტაცო.- გაგიჟდი??!- არა, სერიოზულად გეუბნები! ახლავე, ამ ტაქსით!ანუკიმ სიცილი ვეღარ შეიკავა და თავი ჩაღუნა. მძღოლი გაოცებული ისმენდა ამათ ლაპარაკს, თან სარკეში იყურებოდა დაბნეული თვალებით. გიო უცებ გადაიხარა და 50 ლარიანი დაუდო მუხლებზე, ანუკის რომ არ დაენახა, ისე.- კაი, არ გინდა რა, ნერვიულობას აზრი არა აქვს, კარგად იქნება ყველაფერი.- ჩემები რას იტყვიან?! - ანუკიმ თავი ხელში აიყვანა და თამაში განაგრძო.- შენ ტელეფონს გამორთავ, მე ბიჭები მყავს გაფრთხილებული, თუ რამეა დამირეკავენ, არაუშავს, ინერვიულოს მამაშენმა ორი-სამი დღე.- მომკლავს.- ნუ სულელობ.- და სად ვიქნებით ეს ორი-სამი დღე?- საგურამოში, ბიძაჩემის სახლის გასაღები მაქვს.- არავინ არ იქნება?- არა.- მაინც მეშინია, ამას ვერც ვიფიქრებდი...- ნუ გეშინია, - ჩაეხუტა გიო, - ხო ხედავ, ტაქსისტიც კეთილი კაცი შეგვხვდა და გვეხმარება.მძღოლმა გაიღიმა.- მგონი არ გამოგვივიდა, ხო? - გიოს ყურთან მიიწია ანუკი.- გამოგვივიდა, - კმაყოფილი სახით უპასუხა გიომ.ამ დროს, ანუკიმ შენიშნა, რომ უკვე გვარიანად გასცდენოდნენ მის სახლს.- სად მივდივართ? - იკითხა დაეჭვებულმა.მანქანა დიღმის ტრასას გასცდა და საგურამოსკენ გადაუხვია

Подробнее...

demo image

...იცი რა მინდა?იცი რა მინდა ჩემ გვერდით იყო მაგრად გყავდე გულში ჩაკრული და ლამაზ სიტყვებს მეუბნებოდე...შენ ხომ გიყვარდა ჩემი სიცილი,ჩემი კოცნა და ჩემი გაბრაზებაც კი და ხშირად მაბრაზებდი ხოლმე...იცი რა მინდა ისევ გიყვარდე და ბედნიერები ვიყოთ ერთად...გახსოვს ჩვები ჩხუბი სულ რაგაც წუთები რომ გრძელდებოდა რადგან მეტ ხანს ვერ ვახერხებდი შენთან გაბუტვას,უშენოდ გატარებული ყოველი წუთი საუკუნედ მეჩვენებოდა...იცი რა მინდა შენთან ერთად სადღაც გადავიკარგო,ოღონდ შენ იყო ჩემ გვერდით და სხვაზე არაფერზე აგარ ვიფიქრებ, შენ ხარ ჩემი ოცნებაც,ჩემი ტანჯვას და დიდი სიყვარული რომელიც არასოდეს არ ამიხდება ....მაგრამ მე მჯერა რომ შენ ლამაზი ცხოვრებით იცხოვრებ და ბედნიერი იქნები მერე რა მოხდა რომ შენ გვერდით ვერ ვიქნები, მე რომ დავიტანჯო შენ კი ბედნიერი იყო გეფიცები უფრო გამეხარდება....მე ვარ სულელი სიყვარულისგან გაგიჯებული და გონება გამოცლილი...არასოდეს არავინ არ უნდა შეიყვარო ესეთი სიყვარულით, რა იცით რა ხდება,ძლიერ შეყვარებას ყოველთვის მოასწრებ.თავს უნდა გაუფრთხილდე და ეცადო რომ ისეთი ნაბიჯები გადადგა რომ არ ინანო...მაგრამ მე ხომ ის მიყვარს და არ შემიძლია დავიწყება იმის მიუხედავად რომ ვიცი არასოდეს ვიქნებით ერთად....

Подробнее...

demo image

ყველა სიყვარულის ისტორია ერთნაირად არ მთავრდება...ზოგისთვის სიყვარული ყველაფერია, რომლისთვისაც თავს გაწირავს...ზოგისთვის უბრალო თამაშია...ზოგისთვის მწარე გაკვეთილი...ზოგისთვის ბედნიერება, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე გრძელდება და სიკვდილის შემდეგაც ცოცხლობს!....მე ბედნიერი ვარ, რადგან მიყვარს!...რატომღაც ბედმა ასე გადაწყვიტა, რომ ეს გრძნობა სიცოცხლეში მარტოს მეტარებინა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ სიკვდილის შემდეგ ამ სიყვარულთან მარტო აღარ ვიქნები!....იქ მელოდება ის ვინც   სიყვარული მასწავლა!....ლოცვა მასწავლა!....და მეც იგი მეყვარება და მისთვის ვილოცებ!....

Подробнее...

demo image

გახსოვს მთელი დედამიწა დაგვიპირისპირდა ჩვენ ორს, მგრამ შენ მაინც ჩემთან იყავი, არ მიშვებდი ხელს, არ მაძლევდი უფლებას დავნებებოდი ცხოვრებას…შენ მასწავლიდი ოცნებას, ფრენას და საერთოდ ყველაფერს…ჩემ სულელურ აზრებსაც იზიარებდი, ან ყოველ შემთხვევაში არ გაღიზიანებდნენ მაინც ისინი…პატარა ბავშვი როცა სიარულს იწყებს ,ას სჭირდება საყრდენი რო არ წაიქცეს, შენ ჩემი საყრდენი იყავი, სენით ავიდგი ფეხი თუმცა უშენოდ ბევრჯერ წავქცეულვარ, ყოველთვის მოსულხარ და აგიყენებივარ…გახსოვს სუნთქვა მიჭირდა უშენოდ და ყოველი ჩვენი შეხვედრა სუნთქვის მომტანი იყო ჩემთვის შემდეგ შეხვერამდე…გახსოვს ჩვენი ჩხუბი?…მართალი ხარ არც მე მახსოვს. ჩვენ არ ვჩხუბობდით ყოველ შემთხვევაში იმ დაწყევლილ დღემდე!გახსოვს ღამის ცა, მთვარე და ჩვენი ვარსკვლავები? მციოდა ,მაგრამ მაინც გავდიოდი აივანზე შენ გამო, შენ ვარსკვლავს რო დავლაპარაკებოდი…ჩვენი ერთად სიმღერა თუ გახსოვს? მგონი ცვენნაირად მარტო გამორჩეულები მღერიან…შენ მიცავდი უცხოებისგან, ბოროტებისგან, სიკვდილისგან…ნათელი სხივი იყავი ჩემ ცხოვრებაში, სიბნელეში მინათებდი გზას…შენი სული მათბობდა ხოლმე სულგაყინულს…ჩვენი ოქროსფერი ჯაჭვი თუ გახსოვს? რომელიც არ გვაძლევდა ერთმანეთთან დაშორების საშუალებას…იცი, არ მინდა დავიჯერო, რომ ეს ჯაჭვი გაუფერულდა, დათხელდა და ეხლა გაწყვეტას ლამობს, არ მინდა დავიჯერო რო გაიზარდე, შეიცვალე და მე კიდე დავრჩი ისეთივე სულელი ბავშვი!ჰო სულელი, სულელი, სულელი ბავშვი, რომელსაც არაფერი ესმიმს ამ ცხოვრების!მე ხომ პატარა ვარ, გული მტკივა და მჭირდები შენ, ისევ მჭირდები…იცი აღარავინ მყავს, ვინც ხელს ჩამკიდებს და გამარბენინებს სიბნელეში,დამავიწყებს შიშს, დამიბრუნებს ფრენის უნარს და ვისაც ვეყვარები შენნაირად…მახსოვს მთელი დედამიწა დაგვიპირისპირდა ჩვენ ორს და მაინც,…შენ ჩემთან იყავი…

Подробнее...

demo image

ვუყურებ ცარიელ ჭიქას და გამომყავს სიტყვები ფურცელზე ფიქრის უკუნიდან. მერე ვშლი. წაშლილი სიტყვები - დღის ანასხლეტნი, ანდერძივით ხალხი და ყოველდიურობისაგან დაღლილი თვალები. გამოხედვა მსგავსი გახედნილი ცხენის. მეშინია არ დავემსგავსო მათ. მეშინია მომავლის... უფრო ხვალის, ვიდრე თუნდაც ჩემი სიკვდილის დღის. თითქოს დავნებდი ცხოვრებას - სისუსტით გამოწვეულ სიბინძურეში ჩავეფალი. მე ვგრძნობ, რომ თუ არ შევიცვალე და არ შევცვალე მიმდინარეობა დღეთა ჩემთა, აუცილებლად დავიღუპები. ვერაფერს მივაღწევ და ვერ შევქმნი ცხოვრებაში, ეს კი ჩემთვის დაღუპვაზე მეტია. მიზნის არქონა განაპირობებს სამყაროსადმი ინდიფერენტულს დამოკიდებულებას და ჩემი სურვილებიც თითქოს შეფუთეს უნიჭო ეშმაკებმა! მეც იძულებული ვარ, ვიყო ცუდი და დავკმაყოფილდე შენაფუთით...ღამის ანთებას ველოდები და განათდება. ჩემი სიცოცხლე გაიქცევა, როგორც ზანგი.ნათელი ფათურობს ჩემს ოთახში. ღამე ყავასავით დაიღვარა. ცაზე მზე, როგორც ჭიქაში ლიმონი. კარგი ამინდი იდგა, ლამაზი ქალივით, თვალსაც ახარებდა და მოქმედებისკენაც გიბიძგებდა.გადავწყვიტე მეხეტიალა, მარტოს, მთელი დღე. სახლიდან გამოვედი, ჩამოვირბინე კიბეები. მიყვარს ნაწვიმარი ასფალტი, მთვარისა და ნათურების შუქით აბრწყინებული. მაგრამ არც ღამე იყო და არც წვიმა. საიდან მომაგონდა, არც ის ვიცი."მარშუტკამ" გამიჩერა. ავედი. დავჯექი. ეს ყველაფერი ჩვეულებრივად მოხდა და გამიკვირდა. იმიტომ რომ, ჩემს ცხოვრებაში ასე ჩვეულებრივ, არაფერი ხდება.ჩემს წინ ორი გოგო იჯდა. ერთი მათგანის სახემ მიმიპყრო.ყოველი ნაკვთი - ნაკვეთი ასო. თავადაც სიტყვა. სიცილი - წითელი სიკეთე. კბილები - ქვებზე ფიფქები.ამბობდა: " - სახლში ვთქვი, დავიგვიანებო, არ ვიცი რატომ" - ო.ჩემი მზერა იგრძნო, თავის გვერდზე მჯდომს უთხრა:- ნახე, როგორ მიყურებს! - და გაიცინეს ქალიშვილური სიცილით.მერე ჩავიდა. შემომხედა და ჩავიდა. მეწყინა. მისი სახე ხუთიოდე წამი იწვა ჩემს თვალებზე. მეც მოვედი.თბილისში არის პატარა ქუჩა, რომელიც ძალიან მიყვარს, თავის ქვაფენილით, სილამაზითა და გალერეებით. რაღაც აქცია იყო, მგონი უპატრონო ბავშვებისთვის და იქ მივედი. უსმენდნენ მუსიკას და ცეკვავდნენ. ლექსი წაიკითხა გოგომ: "ნისლი გიყვარდეთ, ისიც ცის არისო". გოგო მახინჯი იყო, ამიტომ ლექსმაც ისეთი შთაბეჭდილება არ დატოვა მსმენელზე.ჩაკუზული ვხედავდი ჭუჭყიან მხატვარს, რომლის სურათსაც ეწერა ფასი: 100000000 $. სურათზე კი ქალი ეხატა, თვალებით .... მგონი ვერ გაყიდდა.ვიღაც ამერიკელის ფოტოების გამოფენა - "ცხოვრების ხალისის უარყოფა".მერე შევედი მუზეუმში, დავჯექი ხის კიბეზე და ვუყურებდი განათებულ სიძველეებს.დაჟანგული ჯაჭვის პერანგი, ხმალი, ფარი, ზარის რეკვა და გადავედი XV საუკუნეში.სიონი მსგავსი ღმერთის უბანი თავად - ისტორია. სიონში ხატი, მის წინ ბავშვი სანთლით და მზერა ხატის თვალებში. მწუხრზე ლოცვები. ღამე გალობაში მოფრინდა. მათხოვარი - სევდა და ხელი.პატარა ქუჩა: სამი გოგო ლუდით, ცარიელი სკამები.სურვილი ღამის და აცეცხლილი კოცნის სირბილი.და დავინახე:მიწაზე დაღვრილ სისხლს, ქალის სხეულის ფორმა მიეღო და ცეკვავდა. ეგდო კაცი, როგორც მოჭრილი ხე.და მზერა ამოსვრილი სისხლში, ცად ატანილი და მერე ჩამოღვრილი წვიმად, როგორც ჰაერში დალეწილი კივილი.ვნების დახევა, გახევება და ტირილი.ტირილით შეეგრძნო ტკივილი. ტუჩებზე ცრემლი, როგორც წვეთები წვიმისა ვარდზე. და სული მისი - თეთრი მანდილი ფრიალებდა. შავად ათოვდა და ათოვდა.- მოკლეს, მოკლეს, მოკლეს! - კიოდა ქალი.ქალს საოცარი თვალები ჰქონდა: შავი და ქარვისფერი, ქარში მზერით. ამ ორი ფერით ვერ აღვწერ მის თვალებს. მისი თვალები იყო სამყარო, მქმნელი მშვენიერება, მაგრამ ასეთ მომენტში როცა, გვერდით გდია კაცი სისხლში, არავინ უყურებს ცრემლიან თვალებს, თუნდაც საოცარს. მითუმეტეს რომ, მოგროვდა ხალხი და ვიღაც ფორმიანმა ათრთოლებული, ტირილად ქცეული ქალი მანქანში ჩასვა.და გაზეთის თხელ ფურცელზე, შავ ფონზე თეთრი ასოებით: "საზარელი მკვლელობა თბილისში, ცოლის წინ მოკლეს ქმარი."და არც ერთი სიტყვა არ ეწერა თვალებზე.მას მერე არ შემხვედრია ის ქალი, მაგრამ მისი თვალები მაწერინებს იმ დღეს, როგორც მოთხრობას.ძნელია უყურო ქალს თვალებში, როცა ტანი არანაკლებ მიმზიდველი აქვს.მაგრამ მისი თვალები... ისინი გამოხატავდნენ შიშს, ტკივილს... ამავდროს მისი მზერა იყო საოცრად ძლიერი და მზად მყოფი, ცხოვრებასთან ურთიერთობისათვის. მისი ძლიერება დამეხმარა მე, დამეძლია საკუთარი სისუსტე.დღეები მებნევიან, როგორც ფურცლები. ზოგი ცარიელია კიდეც. და მეც ვცდილობ შევავსო ისინი მშვენიერებით

Подробнее...

demo image

არვიცი...რატომ...მაგრამ...რამდენჯერ მინდოდა მეთქვა მიყვარხარ,მაგრამ ვერ ვბედავ.რაღაც მაბრკოლებს,ალბათ ეს მხოლოდ ღმერთის მიერ.ღმერთის სურვილით მოხდება,მაგრამ იცოდე,რომ ფიქრებში,ოცნებებში ყოველთვის გეუბნები ნაცნობ ფრაზას,რომ:”მე შენ მიყვარხარ.”განა ძნელია რომ ეს სამი სიტყვა ვთქვა?_არა ძნელი არ არის,მაგრამ შენ წარმოიდგინე რომ ძალიან დიდი ნიჭი უნდა ამ სიტყვის თქმას.მთავარია შენ იყო კარგად,ხოლო ოდესმე ალბათ ვისწავლი,თუ როგორ უნდა ამ ფრაზის წარმოთქმა.დავუშვათ ვთქვი ეს სამი სიტყვა,მაგრამ მერე რა?მე არც კი ვიცი შენ თუ გაგახარებს ამ ნაცნობი სიტყვების გაგება,თითქოს ვისწავლე ამ სამი სიტყვის თქმა,მაგრამ ეხლა უკვე შენი სახის გამომეტყველებით თუ ვიმსჯელებთ უკვე გვიანია.შენ სულ სხვა გიყვარს,თურმე რა ხანმოკლეა ადამიანის ბედნიერება: მე მიყვარხარ,შენ კი...უკვე სხვა გიყვარს.ვერც კი მოვასწარი შენთვის მეთქვა:თუ როგორ მიყვარხარ,თუ როგორ მჭირდები და როგორ მინდა შენი სურნელის შეგრძნება.ამ ყველაფრის თქმა მე არ დამცალდა და ისევ აღმოვჩნდი ცალმხრივი სიყვარულის მსხვერპლი.მარტო მე მიყვარხარ ისე,რომ ვერცერთი ასე ვერასდროს ვერ შეგიყვარებს.ალბათ სიცოცხლის ბოლომდე შენი სიყვარულის მსხვერპლი ვიქნები.ალბათ ამაზე მეტი არაფრის ღირსი არ ვარ,უკვე არ ვიცი რა ვთქვა.არა?!_იცი რას ვიზამ?შენი სახლის წინ დავდგები და ვიყვირებ,რომ:”მე შენ მიყვარხარ!!!”დაგვიანებით,მაგრამ ხომ იცი:"სჯობს გვიან,ვიდრე არასდროს!!!

Подробнее...

demo image

თბილისის ერთ-ერთ უბანში ცხოვრობდა ერთი მეოცნებე გოგონა - ნია, რომელიცსამყაროს ჯერ კიდევ ვარდისფერ ფერებში ხედავდა. ნია საოცრად კეთილი, ნაზიდა ჰუმანური ადამიანი იყო, რის გამოც იგი ყველას უყვარდა და არცთაყვანისმცემლები აკლდა მის ნატიფ სულსა და სხეულს, მაგრამ ნიასთვის რეზოსგარდა ამქვეყნად არავინ არსებობდა.რეზო სკოლას ამთავრებდა. იგი ძალიანსიმპათიური ბიჭი იყო, მაგრამ ამაყი. ნიას არ იცნობდა, მაგრამ ხვდებოდა,რომ მას სკოლაში ყველაზე პოპულარული ბიჭი მოსწონდა.ერთხელ, აპრილისპირველ დილას რეზომ ნიას გაკვეთილზე მიაკითხა. კლასიდან გამოსული გოგონადაბნეული იყო, თუმცა ცდილობდა გრძნობა დაემალა. ნია და რეზო გრძელდერეფანს გაუყვნენ და სკოლის ხიდზე გადავიდნენ. ნიას გული გამალებითუცემდა და არ იცოდა როგორ დაარღვევდა უხერხულ სიჩუმეს. ამ დროს ხელზეხელის შეხება იგრძნო, გამოერკვა, რეზოსკენ მიბრუნდა, ძალა მოიკრიბა და...- რა, რა მოხდა რეზო?- ნია იცი?!...თქვა მან და ქურთუკიდან ლურჯი იების თაიგული ამოიღო თეთრი დაკეცილი ბარათით. - დიდი ხანია მინდოდა მეთქვა , რომ...ნიაგამოერკვა, სასწრაფოდ ტუჩზე თითი მიაფარა და თვალებში ჩახედა, თვალებში,რომლებშიც სიამაყე ბატონობდა. ოცნებაახდენილმა გოგონამ კი იქ სითბო დასიყვარული დაინახა. სიყვარულით გაბრუებული მიეყრდნო შეყვარებულის მკერდსდა ჩაიჩურჩულა:- მეც რეზო, მეც დიდი ხანია მიყვარხარ!რეზო შეკრთა ამ სიტყვებზე და საათს დახედა.- მაპატიე, მეჩქარება, წამოიძახა და სწრაფი ნაბიჯით გასცილდა იქაურობას.ნიასმისი სიტყვები აღარ გაუგონია, სიყვარულით გაბრუებული ჩურჩულებდა გულში "გმადლობთ თქვენ უფალო" . რამდენიმე წუთს კიდევ იდგა ასე და უეცრად ზარისხმამ გამოარკვია, მიხვდა, რომ ეს ყველაფერი სინამდვილეში ხდებოდა, რომგული უჩქარდებოდა და მოცელილივით დაეცა...როდესაც გონს მოვიდა ექიმისკაბინეტში იწვა და თავს უამრავი მასწავლებელი და მოსწავლე ეხვია.ავადმყოფმა სწრაფად გაიხსენა რამდენიმე წუთის წინ მომხდარი ამბავი,გაიღიმა, წამოიწია და ნაცნობებში სასურველ ადამიანს დაუწყო ძებნა.რომელიღაც კუთხეში რეზოს ლანდს მოჰკრა თვალი, თავი ძალიან ბედნიერადიგრძნო და ჩაიჩურჩულა: " გმადლობთ ღმერთო, მე ძალიან ბედნიერი ვარ" . მალეწამოდგა და მიუხედავად ექიმის დაჟინებული თხოვნისა ვინმე გაჰყოლოდა სახლშიმაინც მარტო წავიდა. ასეთი მხიარული ნია დიდი ხანია მშობლებს არ ენახათ.ყველაფერს ხალისით აკეთებდა, პატარა გოგოსავით ერთი ოთახიდან მეორეშიდარბოდა და ღიღჲნებდა. მხოლოდ ერთი უცნაურობა შეამჩნია დედამ, თითქმის ორისაათი გავიდა სკოლიდან დაბრუნებიდან და ჯერ არცერთი საგანი არ ჰქონდანასწავლი. ცოტა ხანში ნიას მშობლები წავიდნენ და ნია მარტო დარჩა სახლში.ნიაფიქრობდა თავის თავზე, რეზოზე, მომავალზე, რომელიც ჯერ ვერც კიწარმოედგინა როგორი იქნებოდა. ფიქრებიდან ტელეფონის ზარმა გამოარკვია,სასწრაფოდ აიღო და როცა რეზოს ხმა გაიგო დაიბნა, ხმა ვერ ამოიღო, არცრეზოს უთქვამს რამე, მაგრამ პირველი მაინც ბიჭმა იმარჯვა და ნიასგასაოცრად ლაპარაკი ბოდიშით დაიწყო.- ნია ბოდიში უნდა მოგიხადო, გესმის? ბოდიში. ხომ მაპატიებ? მითხარი რომ მაპატიე!- რას ამბობ რეზო,საპატიებელი არაფერი გაქვს, მე უბრალოდ ეს მეტისმეტი სიხარულით მომივიდა, მე აგაღელვე, მაპატიე კარგი?- რეზო დაიბნა, მაშ ნიამ ჯერ არაფერი იცის? ე.ი ჯერ არ უნახავს იებში ჩადებული თეთრი ბარათი.- ნია!- გისმენ რეზო!- ნია იები შენ გაქვს?-იები? წამოიძახა გოგონამ. მის გონებაში მხოლოდ ეხლა ამოტივტივდა ლურჯიიები თეთრი ბარათით, შერცხვა რეზოსი, რომ ასე დაიცვა მისი პირველისაჩუქარი. " ლურჯი იები" ?! მაპატიე მეჩქარება, მე ვიცი სადაც იქნებაიები, ვიცი!. წამოიძახა უცებ, სასწრაფოდ ჩაიცვა ქურთუკი, კარი გაიხურა დაკიბეზე ფეხისდაუდგმელად ჩარიბინა სამი სართული და რამდენიმე წუთში თავისსაკლასო ოთახში იყო, სადაც დარჩენილი ლურჯი იები ელოდა. ნიას პატარა გულიამოვარდნაზე ჰქონდა, ვეღარ სუნთქავდა. ბოლოს მაგიდაზე ობლად მიგდებულ იებსმოჰკრა თვალი და მოწყვეტით დაეშვა სკამზე, თავი ჩაღუნა და მისი თვალებიდანსიხარულის ცრემლები წამოვიდა.როდესაც ცოტა მოღონიერდა წამოდგა, იებიაიღო და ნელი ნაბიჯით დატოვა სკოლის კედლები. ქუჩაში გამოსულმა ბარათისგახსნა არ მოინდომა, ნიას უნდოდა წაკითხვა, მაგრამ რაღაც ძალა აკავებდა.ბოლოს დასძლია ეს ძალა და ბარათი წაიკითხა: " დგეს პირველი აპრილია,მოტყუება ადვილია" . ნია მაპატიე, მე შენ არასოდეს მყვარხებიხარ, მხოლოდვიხუმრე, დღეს ხომ პირველი აპრილია, იმედია გამიგებ.( რეზო)ნიასთვალთ დაუბნელდა, თავზარი დაეცა, გული გამალებით უცემდა, ეგონა თითქოსყველა გამვლელი მას დასცინოდა. ნია კარგა ხანს იდგა გაქვავებული, არ იცოდასაით წასულიყო. არეული ნაბიჯით გაუყვა ვიწრო ქუჩას, რომელიც მეტროსკენმიდიოდა. იგი ტიროდა, ცრემლები სდიოდა ღაპაღუპით გოგონას პატარათვალებიდან და ისე იხრჩობოდნენ, რომ ვერც გაეგოთ რა ეწერა იმ პატარაბარათში, რამაც ასე შეუცვალა ნიას სიხარული, ცხოვრება. ნია კი ვერხვდებოდა, რომ დიდი სიცოცხლე არ ეწერა მას და მის იებს. იგი ნელამიაბიჯებდა და ვერ ხედავდა საყვარელ ადამიანს, რომელიც სკოლის კარებიდანგამოსულ გოგონას ლანდივით აჰყვა. ტელეფონით საუბრის შემდეგ რეზო მიხვდა,რომ ნიას საფრთხე ემუქრებოდა და გულმა მისკენ გაუწია, მისდევდა დაუყურებდა, აკვირდებოდა და მისი ცრემლების შემყურე თავისი თავი ეზიზღებოდა.სამაგიეროდ ნიას უყვარდა, რომელიც იმ წუთში ანგელოზს ჰგავდა. ოღონდაეპატიებინა დანაშაული და ეპატიებინა ის, რაც რამდენიმე წუთის ფიქრიდანხალხის შემზარავმა ყვირილმა, მანქანის სიგნალმა და ნაცნობმა კვნესამგამორკვია. განწირულმა ჯერ ხალხის შეშინებული სახეები, ხოლო შემდეგმანქანის სისხლიანი ნაწილი და მიწაზე უსულოდ მწოლიარე ნია დაინახა.წაწსრაფოდ მასთან მივარდა და მომაკვდავს თავი წამოუწია, ნიამ თვალიგაახილა, გაიღიმა, რეზოს შეხედა და ჩაიჩურჩულა :- რეზო... მე მაინც... მიყ...ვარ...ხარ...-მეც მიყვარხარ ნია, მარტლა, ხომ გესმის?მითხარი ხომ გესმის? ჩემო სიცოცხლეხმა გამეცი გთხოვ! ბავშვივით ატირდა რეზო, მაგრამ ნიას მისი სიტყვები აღარესმოდა, მაგრამ ნიას სახეს სამუდამოდ შერჩა ღიმილი, რომელიც რეზომდიდხანს, დიდხანს კოცნა თავისი ბაგით, მაგრამ ვეღარ გაათბო.- ნია მაპატიე! ჩაიჩურჩულა რეზომ.-მაპატიე, მაპატიე, მაპატიე... დაიყვირა სამჯერ, მერე წამოდგა, ორიოდეწამში გაირბინა რამდენიმე მეტრი და პირველსავე მანქანას შეუვარდა ქვეშ...ორიოდესაათში ამ ადგილას ყველაფერი მოწესრიგდა, ორივე მიცვალებული მოაშორესიქაურობას და ვერავინ შეამჩნევდა ტრაგედიის კვალს, რომ არა იები, ნიასლურჯი იები, რომლებიც წითლად შეეღება სისხლს...

Подробнее...

« 1 2 ... 100 101 102 103 104 105 »

ონლაინ რადიო

თუ ვიდეოს უყურებთ და ხელს გიშლით ამ რადიოს ხმა,შეგიძლიათ გამოყენოთ დაპაუზების რეჟიმი.

ძებნა

შესვლის ფორმა

მინი-ჩეთი

200

ჩვენი გამოკითხვა

მოგწონს საიტი?
სულ უპასუხა: 105

სტატისტიკა

რეკლამის ადგილი

რეკლამის ადგილი

რეკლამის ადგილი