• Dominion Template Release Jan10
    Allstarashvili says:
    არ დაგავიწყდეს რომ შეყვარებული გყავს! შენთვის ნაშები ხიხიაა...
  • 6 Preset Styles - 18 Combinations
    Allstarashvili says:  Skype Me დამაSkypდი დოინჯით :))
  • RTL Support
    Allstarashvili says:
    არ დაგავიწყდეს ვისი ნეკნისა ხარ.....

მთავარი » 2011 » იანვარი » 10 » 3D-ფოტო და ვიდეო საიტი Nvidia_სგან
9:27 PM
3D-ფოტო და ვიდეო საიტი Nvidia_სგან

გრაფიკული ამაჩქარებლების მწარმოებელმა კომპანიამ NVIDIA, რომელიც მუდმივად აჩქარებს გრაფიკული სტერეოსკოპული ერის დადგომასა და 3D-აღჭურვილობაზე მოთხოვნის გაზრდას, ამ დღეებში სპეციალური საიტი 3DVisionLive წარმოადგინა 3D-კონტენტისთვის.

                   

რესურსზე ადამიანებს საკუთარი 3D-ფოტოების დადება და პროფესიონალების ნამუშევრების, აგრეთვე მოკლემეტრაჟიანი ვიდეორგოლების, ტრეილერებისა და სპორტული გადაცემების ხილვა შეუძლიათ. რესურსი მხარს უჭერს ტექნოლოგიას NVIDIA 3D Vision ძველ, უხარისხო და თითქმის უფასო ანაგლიფურ მეთოდთან ერთად, რომელსაც მხოლოდ წითელ-მწვანე სათვალეების არსებობა სჭირდება.

სტერეოსკოპული ტექნოლოგიები ერთ-ერთი მთავარი თემაა გამოფენაზე CES, ამასთან ეს არ არის პირველად. ამ მიმართულებით ინდუსტრიის მოძრაობა არა მარტო სტერეოსკოპული მოწყობილობების გამოჩენას საჭიროებს, არამედ კონტენტის შესაქმნელ და გასავრცელებელ ინსტრუმენტებსაც.

                    

NVIDIA-ს 3D Vision განყოფილების ხელმძღვანელმა ფილ ეისლერმა (Phil Eisler) განაცხადა, რომ 3DVisionLive ამოცანაა ონლაინ-საზოგადოების შექმნაა, სადაც მომხმარებლებს საუკეთესო პროგრამების და 3D-კომპიუტერებისთვის კონტენტის მიღება შეეძლებათ; ხოლო სფეროში ახალი ფოტო და ვიდეო პროფესიონალები და ენთუზიასტები — საკუთარი 3D პროფესიის ან გატაცების მომავალს დაინახავენ მარტივი და მოსახერხებელი რესურსის წყალობით.

ამჟამად ფოტოების განყოფილებაში ადამიანების, ღირსშესანიშნაობების და პეიზაჟების ჩვეულებრივ ფოტოებთან ერთად შეგიძლიათ ნახოთ სკრინშოტები თამაშებიდან და სხვადასხვა კოლაჟები. ვიდეორგოლები ძირითადად, სერფინგის, მთის მოტოციკლებზე მგზავრობას, ფრენასა და რალის მსგავს სპორტს ეხება. აგრეთვე აქ შეგხვდებათ ტრეილერები ან სტერეოსკოპული ვიდეოთამაშების ჩანაწერები, ბუნების დოკუმენტური ვიდეოჩანაწერები და სხვა ვიდეოები.

კომპანიამ რესურსი სამომხმარებლო ელექტრონიკის გამოფენის CES 2011 გახსნამდე დააანონსა, რომელზეც იგი, თავისთავად ახალ კომპიუტერებს და მონიტორებს წარმოადგენს NVIDIA 3D Vision-ის მხარდაჭერით.

                        

ერთ-ერთი მათგანია პერსონალური კომპიუტერი მონობლოკი ASUS Eee Top PC ET2400XVT-B011E 3D Touchscreen, რომელიც უკვე გაყიდვაშია კომპანიის საიტზე. იგი აღჭურვილია სტერეოსკოპული 23,6-დიუმიანი მულტისენსორული ეკრანით გარჩევადობით 1920×1080 წერტილი, ოპტიკური Blu-ray და ვიდეოკარტით NVIDIA GeForce GTX 460M.

კატეგორია: გამოგონება | ნანახია: 1101 | დაამატა: oONETTWOo | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

ონლაინ რადიო

თუ ვიდეოს უყურებთ და ხელს გიშლით ამ რადიოს ხმა,შეგიძლიათ გამოყენოთ დაპაუზების რეჟიმი.

ძებნა

შესვლის ფორმა

მინი-ჩეთი

200

ჩვენი გამოკითხვა

მოგწონს საიტი?
სულ უპასუხა: 105

სტატისტიკა

რეკლამის ადგილი

რეკლამის ადგილი

რეკლამის ადგილი