• Dominion Template Release Jan10
    Allstarashvili says:
    არ დაგავიწყდეს რომ შეყვარებული გყავს! შენთვის ნაშები ხიხიაა...
  • 6 Preset Styles - 18 Combinations
    Allstarashvili says:  Skype Me დამაSkypდი დოინჯით :))
  • RTL Support
    Allstarashvili says:
    არ დაგავიწყდეს ვისი ნეკნისა ხარ.....

მთავარი » 2010 » დეკემბერი » 31 » wWw.oONETTWOo.TK გილოცავთ ახალ 2011 წელს
9:39 PM
wWw.oONETTWOo.TK გილოცავთ ახალ 2011 წელს

საახალწლო
კიდევ წამიც და...თორმეტი დაჰკრავს,
კარს გაიხურავს ეს წელი ძველი,
მომავალ დღეთა მეკვლედ და მაყრად
შემოაბიჯებს ახალი წელი.

შემობრძანდება კეთილი გულით,
თოვლის ბაბუა აგვივსებს ხონჩას,
ჯიხვის ყანწით და პატარა ჭურით,
პირმომღიმარი დალოცავს ოჯახს!

"მრავალჟამიერ!"–"სუფრულის"ეშხით,
აგალობდება ახალი ჭერი,
და კერიაზე მოილხენს ცეცხლი,
მოლხენის ჩვენიც დადგება ჯერი.

ჩემი გული კი ხალისით სავსე,
ქათქათა თოვლზე მზის სხივებს აკრეფს
და უსასრულოდ მოვისმენ ასე,
ქართულ ლოცვას და ქართულ ჰანგებს.



წელიწადის ზუსტი ხანგრძლივობა უდრის 365+0,2421999376 დღეს ანუ 365 დღეს 5 საათს 48 წუთსა და 46,045წამს.

ლათინური სიტყვაა და ნიშნავს დროის შედარებით ხანგრძლივ პერიოდებად - დღეებად, კვირეებად, თვეებად, წელიწადებად და საუკუნეებად - დანაწილებისა და აღრიცხვის სისტემას. ძირითადია ორი: მთვარისა და მზის კალენდარი. ქრისტიანული დღესასწაულებიდან მოძრავნი პირველთან არიან მისადაგებულნი, უძრავნი - მეორესთან. მზის კალენდრის თანახმად ერთი ტროპიკული ანუ ზუსტი წელიწადი უდრის დედამიწის ერთ გარემოქცევას მზის გარშემო. აქ თავს იჩენს სირთულე: ერთი ტროპიკული წელი შედგება დღე -ღამეთა არა მთელი, არამედ წილადი რიცხვისაგან - 365, 2422 დღე-ღამისაგან ანუ 365 დღე -ღამის, 5 საათის, 48 წუთისა და 46 წამისაგან, ე.ი. ყოველი წლის ბოლოს რჩება, ნაშთის სახით, ზედმეტი დრო - ზედნადები. ყველაზე სრულფასოვნად ითვლება წელთაღრიცხვის ის სისტემა, რაც დღეისათვის საყოველთაოდაა გავრცელებული. მისი ისტორია მოკლედ ასეთია: იულიუს კეისარმა ჩვენს ერამდე 45 წელს ეგვიპტელი ასტრონომის სოზიგენეს რჩევით შემოიღო სისტემა, რომლის მიხედვით ყოველი მომდევნო სამი წლის ხანგრძლივობა უდრის 365 დღეს, ხოლო ყოველი მეოთხისა - 366 (ესაა ნაკიანი წელიწადი, როდესაც თებერვალი 29 დღე-ღამეს ითვლის). ამრიგად, წელიწადის საშუალო ხანგრძლივობაა 365,25 დღე-ღამე, რაც ძალიან ახლოა ტროპიკული წელიწადის ხანგრძლივობასთან (365, 2422). იულიუსის კალენდარი ქრისტიანულმა ეკლესიამ ხმარებაში შემოიღო 325 წელს, მაგრამ ამით პრობლემა ვერ გადაიჭრა. ოთხი წლის მანძილზე დაგროვილი ჩამორჩენა, იულიუსის საშუალო და ტროპიკულ წელიწადთა განსხვავებულობით გამოწვეული, უმნიშვნელოა (44 წთ. და 46 წმ.), მაგრამ საუკუნეთა მანძილზე იგი იმდენად შესამჩნევი ხდება, რომ მისი უგულვებელყოფა შეუძლებელია: ყოველ 400 წელიწადში სხვაობა 3 დღე-ღამეს შეადგენს. მაგ. IV ს-ში გაზაფხულის ბუნიობა 21 მარტს მოდიოდა, XVI ს-ში კი 11 მარტს. ამრიგად, იულიუსის დროთააღრიცხვა XVI ს-ში უკვე 10 დღე-ღამით ,,ჩამორჩებოდა ბუნებას". ამან მოითხოვა იულიუსის სისტემის რეფორმა, რომელიც განახორციელა რომის პაპმა გრიგოლ XIII -მ 1582 წელს. მისი დადგენილების თანახმად, დღეთა ანგარიში წინ წაწეულ იქნა 10 დღით: 4 ოქტომბრის მომდევნო დღე გამოცხადდა 15 ოქტომბრად. ამის შემდეგ გაზაფხულის ბუნიობა კვლავ 21 მარტს დაემთხვა. იმისათვის, რომ კალენდარი კვლავ არ ,,ჩამორჩეს", გრიგორიუსის სისტემის მიხედვით ყოველი საუკუნის ბოლო წელი, რომელიც იულიუსის წესით ნაკიანია, ნაკიანად ცხადდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოცემული საუკუნის რიცხვი 4-ზე უნაშთოდ იყოფა. მაგალითად, 1600 წელი ნაკიანად ჩაითვალა (16 იყოფა 4-ზე), 1700, 1800 და 1900 წლები კი - უნაკოდ (17, 18 და 19 არ იყოფა 4-ზე). ამის შედეგად ნაკიან წელთა რაოდენობა შემცირდა და შემცირდა კალენდარული წელიწადის საშუალო ხანგრძლივობაც - იგი ტროპიკულს სულ 26 წამითღა აღემატება. ამის გამო ერთი დღეღამის ცდომილება მხოლოდ 3200 წელიწადში დაგროვდება. ე.წ. გრიგორიუსის ანუ გრიგორისეულ კალენდარს უწოდებენ წელთაღრიცხვას ახალი სტილით, იულიუსისას - ძველი სტილით.



2011 თეთრი კურდღლის წელია. ჩინური კალენდრის მიხედვით, მომავალი წელი უფრო მშვიდი იქნება, ვიდრე - ვეფხვის. 2011 ხმაურიანი მოვლენებით დატვირთული არ იქნება.
ეს რბილი დიპლომატიის და სიმშვიდის წელია. მიზნის მისაღწევად ბრძოლა არ ღირს, ყველაფერი კარგი ამ წელს თქვენს ცხოვრებაში თავისით მოვა. 
თეთრი კურდღელი მეოჯახე და სიმყუდროვის მოყვარულია. ის განსაკუთრებით მეცნიერებს, ხელოვანებს და შემოქმედ ხალხს წყალობს.


კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1482 | დაამატა: oONETTWOo | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

ონლაინ რადიო

თუ ვიდეოს უყურებთ და ხელს გიშლით ამ რადიოს ხმა,შეგიძლიათ გამოყენოთ დაპაუზების რეჟიმი.

ძებნა

შესვლის ფორმა

მინი-ჩეთი

200

ჩვენი გამოკითხვა

მოგწონს საიტი?
სულ უპასუხა: 105

სტატისტიკა

რეკლამის ადგილი

რეკლამის ადგილი

რეკლამის ადგილი