• Dominion Template Release Jan10
    Allstarashvili says:
    არ დაგავიწყდეს რომ შეყვარებული გყავს! შენთვის ნაშები ხიხიაა...
  • 6 Preset Styles - 18 Combinations
    Allstarashvili says:  Skype Me დამაSkypდი დოინჯით :))
  • RTL Support
    Allstarashvili says:
    არ დაგავიწყდეს ვისი ნეკნისა ხარ.....

მთავარი » 2010 » დეკემბერი » 12 » ვავარჯიშოთ მეხსიერება
4:41 PM
ვავარჯიშოთ მეხსიერება

ვავარჯიშოთ მეხსიერება


   მეხსიერების წვრთნა სულ უმნიშვნელო ხერხით დაიწყეთ. ვთქვათ, საზოგადოებრივ სასადილოში მიირთვით საკვები, გაიხსენეთ, რა გქონდათ სადილად. თქვენ წუხართ, რომ ამას ხშირად ვერ იხსენებთ, მაგრამ არაფერია, გაიხსენეთ, ვინ იჯდა თქვენს პირისპირ. ხომ არაფერი უთქვამს მას სუფრაზე? მოგეწონათ თუ არა წვნიანი? მთავარია, გაიხსენოთ საერთო სურათი და სადილიც გაგახსენდებათ.

   ეცადეთ, გაიხსენოთ, ვინ შეგხვდათ, როცა საყიდლებზე იმყოფებოდით. შეხედეთ მაგიდას, შემდეგ დახუჭეთ თვალები და ჩამოთვალეთ, რაც მაგიდაზე დგას. ალბათ საგნების ნახევარი მაინც დაგისხლტათ მეხსიერებიდან, მაგრამ ცოტა ხნის ვარჯიშის შემდეგ საქმე კარგად წავა, უფრო დაკვირვებული თვალით შეხედავთ თქვენ გარშემო მყოფ ნივთებს, ყველაფერი ჩაგებეჭდებათ მეხსიერებაში.

   ძალიან ბევრს არასასიამოვნო ამბავი სჭირს, შუა წინადადებაზე გაჩერდება და სათქმელს ვეღარ იხსენებს, ეს იმიტომ ხდება, რომ სათქმელს აზრებით წინ ვუსწრებთ და რასაც ვლაპარაკობთ, იმაზე უკვე აღარ ვფიქრობთ, მეტისმეტად ვჩქარობთ! ცოტა ტემპის შემცირებაა საჭირო. რაც მთავარია, იმაზე უნდა იფიქროთ, რასაც ლაპარაკობთ და საჭირო გამოთქმასაც ადვილად იპოვით.

   ჩვეულებრივი ამბავია – ვერ იხსენებთ იმ ადამიანის სახელსა და გვარს, რომელიც შეგხვდათ. ალბათ ჩქარობდით და ერთდროულად 10 სხვადასხვა რამეზე ფიქრობდით; საკმარისია ერთი წუთი დასვენებისა და სიმშვიდისათვის, რომ სახელიც და გვარიც ამოგიტივტივდებათ მეხსიერებაში.

   როგორც ჩანს, გულმავიწყობა უდისციპლინო აზროვნების შედეგია; აზრი პეპელასავით დაფრინავს, არაფერზე ჩერდება. გულმავიწყობა ხშირად თითქმის ფაციფუცში გატარებული ცხოვრების შედეგია. იშვიათია, რომ გულმავიწყობა აწყობილმა ცხოვრებამ გამოიწვიოს. სწორი არ იქნება, თუ არავითარ ზომას არ მიიღებთ მის წინააღმდეგ და თქვენი მდგომარეობით დაკმაყოფილდებით.

   გახსოვდეთ, ყოველთვის ავარჯიშეთ მეხსიერება!
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 873 | დაამატა: oONETTWOo | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

ონლაინ რადიო

თუ ვიდეოს უყურებთ და ხელს გიშლით ამ რადიოს ხმა,შეგიძლიათ გამოყენოთ დაპაუზების რეჟიმი.

ძებნა

შესვლის ფორმა

მინი-ჩეთი

200

ჩვენი გამოკითხვა

მოგწონს საიტი?
სულ უპასუხა: 105

სტატისტიკა

რეკლამის ადგილი

რეკლამის ადგილი

რეკლამის ადგილი