• Dominion Template Release Jan10
    Allstarashvili says:
    არ დაგავიწყდეს რომ შეყვარებული გყავს! შენთვის ნაშები ხიხიაა...
  • 6 Preset Styles - 18 Combinations
    Allstarashvili says:  Skype Me დამაSkypდი დოინჯით :))
  • RTL Support
    Allstarashvili says:
    არ დაგავიწყდეს ვისი ნეკნისა ხარ.....

მთავარი » 2010 » ნოემბერი » 21 » უსაყვარლესი ჩანახატი
4:02 PM
უსაყვარლესი ჩანახატი
"უნდა ვიარო... სულ ესაა, ოღონდ უნდა ვიარო!"პოეზია კი სიარულში ეხმარება... რბილი ლანჩებია, დახეული ფეხსაცმლით სიარულს რომ უადვილებს...იცის რომ მოკვდება, მალე, და ალაგებს ჩემოდნებს...გამუდმებით ცასაა მიშტერებული...მისია ტკივილი სულ უფრო რომ მძიმდება, წარმოსახვა, სულ უფრო ხელშესახები რომ ხდება, ოცნება, ახდენა რომ არ უწერია... შეკითხვები, გამუდმებით რომ ისმის - მისია ყველაფერი.ვიღაცას ჰგონია შეიშალა..."ნახეთ, ნახეთ, თავის თავს ელაპარაკება, სულ მარტო!..."ცხოველებს ესაუბრება, ხეებს, მნათობებს, საგნებს, არარსებულ არსებებს.საკუთარი თავიც კი ავიწყდება და მიიწევს უცნობი, უჩვეულო, ამოუხსნელი, გაურკვეველი სამყაროსკენ... მისდევს იდუმალებას...თვადაყირა ვინც დადის ფეხქვეშ ცა აქვს უფსკრულად, სიცარიელეზე დგას...ის კი ცას საყრდენად აქცევს, უკან მობრუნდება და ჰორიზონტის ხაზს უფრო შორს გასწევს... უსასრულობა სჭირდება სახეტიალოდ...შეკითხვები კი კარზე აკაკუნებენ და მალე მოთმინებადაკარგულები კარს შემოანგრევენ ალბათ...დადის მიწაზე და თავდაყირა ერთდროულად...კოჭლობს, ირყევა... "ფრთები უშლის გოლიათური"...ისევ ფეხზე გაიაროს ჯობია - ვერასოდეს იქნება ღმერთი და ვერც მთლად ადამიანი იქნება ალბათ...ორ სამყაროს შორის მოხეტიალე დადის ასე, აქეთ-იქით და მით მეტად კოჭლობს რაც მეტად შორდება ღვთიურს...ხელებზეც დადის...ხელებით დაატარებს, აჭრაჭუნებს კალამს ფურცელზე...და რა ხაზებია თეთრ ფურცელზე რომ ავლებს ასე გამალებით? - სიცოცხლის, გულის, სიმღერის ხაზები... ლექსი ხომ ამ ხაზების ნაკვალევია და მეტი არაფერი...კითხვა კი დანახვაა თუ როგორ ირევა ერთმანეთში სიცოცხლის, გულის, გონების, სიმღერის ხაზები... ხაზები მისი და ჩვენი. ხაზები ბედისა, ჩვენ რომ გვერგო წილად და მას რომ ერგო... ბედისწერის გაზიარებაა კითხვა, პოეტის ბედისწერის...ლექსი ხომ ყველასია და ამავე დროს მხოლოდ იმის, ვინც იპოვის, როგორც ზღვაში გადაგდებულ ბოთლს...თვითონაც მპოვნელია... პოულობს სიტყვებს, ფორმებს... პოულობს და ზღვაში აგდებს ვინმემ რომ იპოვოს... ესაა ლექსი - ვინმემ უნდა იპოვოს რომ იარსებოს...მიწაზე, თავდაყირა, ხელებზე... ჯამბაზია?... არა, აკრობატი.წონასწორობაა საჭირო, თორემ დაიღუპება.წონასწორობა - მიწაზე, თავდაყირა, ხელებზე... სვლა, ფიქრი, შექმნა...თოკზე მოსიარულე აკრობატი...თოკზე, თავისივე ხელით ფურცლიდან ფურცელზე გავლებული ხაზებისგან შეკრულ თოკზე... ხაზებისგან, საკუთარი ცხოვრების დაბურდული ხლართიდან რომ აძრობს და ასე თანდათან ხსნის ხლართს...ცეკვავს გირლანდებზე საკუთარი ოთახის ფანჯრიდან ცამდე რომ გააბა...ფრინველი არ არის, ფრენას არ ცდილობს, სიარული უნდა ცაში... მიწიდან უნდა ნაბიჯის ადგმა...რისკავს ყველაფერს მთლიანობისთვის და მთლიანობას - სულ მცირე ნაწილისთვის...მიუღწეველზე ოცნებისთვის დასჯილი,საკუთარი ხელით დაწერილ თოკზე ჩამომხრჩვალი,ღმერთისგან მიტოვებული,ადამიანისგან დაწყევლილი...ლექსს ქსოვს საკუთარი გულიდან, ფიქრებიდან დართული სიტყვებით: სტროფების ჰორიზონტალი რითმების ვერტიკალს კვეთს.სტროფი გზაა, მარტოობა... რიტმი - დაბრუნება. ლექსი ფორმაშიც კი გაქცევის სურვილს ასახავს...ბედისწერა მდინარეა რომელსაც ყველა უნდა გაჰყვეს, სხვანაირად შეუძლებელია... ლექსი კი ხიდად იდება მდინარეზე...დგას ხიდზე თოკზე მოცეკვავე აკრობატი, უყურებს ცას, არეკლილს წყლის დინებაში, უფსკრულივით რომ იშლება ფეხქვეშ... შეჰყურებს მიუწვდომლის ანარეკლს და იცის, რომ ცამდე მისაღწევად უფსკრულში ჩასვლაა საჭირო...და მიდის...
კატეგორია: სიყვარული | ნანახია: 1026 | დაამატა: oONETTWOo | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

ონლაინ რადიო

თუ ვიდეოს უყურებთ და ხელს გიშლით ამ რადიოს ხმა,შეგიძლიათ გამოყენოთ დაპაუზების რეჟიმი.

ძებნა

შესვლის ფორმა

მინი-ჩეთი

200

ჩვენი გამოკითხვა

მოგწონს საიტი?
სულ უპასუხა: 105

სტატისტიკა

რეკლამის ადგილი

რეკლამის ადგილი

რეკლამის ადგილი