• Dominion Template Release Jan10
    Allstarashvili says:
    არ დაგავიწყდეს რომ შეყვარებული გყავს! შენთვის ნაშები ხიხიაა...
  • 6 Preset Styles - 18 Combinations
    Allstarashvili says:  Skype Me დამაSkypდი დოინჯით :))
  • RTL Support
    Allstarashvili says:
    არ დაგავიწყდეს ვისი ნეკნისა ხარ.....

მთავარი » 2010 » დეკემბერი » 12 » ტკბილეული მარგებელია
4:42 PM
ტკბილეული მარგებელია

ტკბილეული მარგებელია


შოკოლადი – იგი საუკეთესო ანტიოქსიდანტია. არასდროს დაკვირვებიხართ? შოკოლადი განსაკუთრებით დეპრესიის, ცუდ გუნებაზე ყოფნის დროს გინდებათ. ამ ფაქტს მეცნიერებმაც მიაქციეს ყურადღება და დაამტკიცეს, რომ შოკოლადი აუმჯობესებს გონების მუშაობას, ამაგრებს სისხლძარღვთა კედლებს და რაც მთავარია, კარიესის წარმოქმნას უშლის ხელს. ის მოსაზრება, თითქოს შოკოლადი კანზე გამონაყარს აჩენს, მცდარია.

ნაყინი – მას მაღალკალორიულ პროდუქტად მიიჩნევენ, მაგრამ იმას როდი აღნიშნავენ, რომ ნაყინი 30 მინერალურ მარილს, 20 სახეობის ვიტამინსა და ცილის 20 ამინომჟავს შეიცავს. გარდა ამისა, ნაყინს შეუძლია განწყობა აგვიმაღლოს და გაგვახალისოს. სხვათა შორის, ეს მეცნიერულადაა დამტკიცებული.

თაფლი – კალორიულობით შაქარს უტოლდება, მაგრამ კონკურენტისგან განსხვავებით, ადამიანისთვის აუცილებელ უამრავ ვიტამინსა და მინერალს შეიცავს. ამავდროულად, ორგანიზმს გაციების დაძლევაშიც ეხმარება.  

მურაბა – შაქარში მოხარშული ხილი ბევრისთვის საყვარელი დესერტია. მათ, ვინც მურაბას სკეპტიკურად უყურებს, შევახსენებთ, რომ ჟოლოს (იგი დიდი რაოდენობით შეიცავსვიტამინს) მურაბა გაციებას, ხოლო კომშის ყელის ტკივილს შველის.

ჰალვა – არაბულად ეს სიტყვა ტკბილეულს ნიშნავს. ყველა იმ დადებით კომპონენტთან ერთად, რასაც ჰალვა – შეიცავს, იგი ძალიან კალორიული პროდუქტიცაა. ეს ტკბილეული განსაკუთრებით უყვართ ქალებს, რადგან იგი მათ გაახალგაზრდავებაში ეხმარება. აგრეთვე სასარგებლოა კუჭის მოქმედებისა და ნერვული სისტემისათვის. ჰალვა მდიდარია პროტეინით, ნატრიუმით, რკინითა და მაგნიუმით

და ბოლოს, გახსოვდეთ, რომ ტკბილეულის მირთმევის შემდეგ აუცილებლად უნდა გაიხეხოთ კბილები :)
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 889 | დაამატა: oONETTWOo | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

ონლაინ რადიო

თუ ვიდეოს უყურებთ და ხელს გიშლით ამ რადიოს ხმა,შეგიძლიათ გამოყენოთ დაპაუზების რეჟიმი.

ძებნა

შესვლის ფორმა

მინი-ჩეთი

200

ჩვენი გამოკითხვა

მოგწონს საიტი?
სულ უპასუხა: 105

სტატისტიკა

რეკლამის ადგილი

რეკლამის ადგილი

რეკლამის ადგილი