სხვა და სხვა წელი, ერთი ზოდიაქო-პასუხი ასტროლოგისგან - 5 იანვარს 2011 - მოგესალმებათ
  • Dominion Template Release Jan10
    Allstarashvili says:
    არ დაგავიწყდეს რომ შეყვარებული გყავს! შენთვის ნაშები ხიხიაა...
  • 6 Preset Styles - 18 Combinations
    Allstarashvili says:  Skype Me დამაSkypდი დოინჯით :))
  • RTL Support
    Allstarashvili says:
    არ დაგავიწყდეს ვისი ნეკნისა ხარ.....

მთავარი » 2011 » იანვარი » 5 » სხვა და სხვა წელი, ერთი ზოდიაქო-პასუხი ასტროლოგისგან
3:24 AM
სხვა და სხვა წელი, ერთი ზოდიაქო-პასუხი ასტროლოგისგან
სხვა და სხვა წელი, ერთი ზოდიაქო-პასუხი ასტროლოგისგან

პასუხი ასტროლოგისგან

რატომ განსხვავდებიან სხვადასხვა წელს დაბადებული ერთი და იგივე ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლები ერთმანეთისგან?
მარიამი, 22 წლის

http://lady.ge/300_astrologia.jpg


სწორედ იმიტომ, რომ სხვადასხვა წელს არიან დაბადებულნი (ეს ყველაზე ცოტა, რაც შეიძლება ამ თემასთან დაკავშირებით ამჯერად ითქვას. უფრო ვრცლად, შემდგომში).

ალბათ იცით, რომ აღმოსავლური კალენდრის მიხედვით, არსებობს სამყაროს განვითარების თორმეტწლიანი ციკლი.

თითოეულ წელს თავისი სახელწოდება (მაგ. ძაღლის წელიწადი, ღორის წელიწადი და სხვ.) აქვს და მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი თავისებურებითა და ვიბრაციით გამოირჩევა.

ბუნებრივია, რომ მოცემულ პერიოდში დაბადებული ადამიანიც, ზოდიაქოს ნიშნის (თვის და რიცხვის მიხედვით) თვისებებთან ერთად, დამატებით კიდევ იმ წლის თვისებების მატარებელიც ხდება,

რომელ წელსაც დაიბადა. მაგ. ადამიანი, რომელიც დაიბადა 14.11.1985 წელს საკმაოდ განსხვავდება ადამიანისგან, რომლიც 14.11.1984 წელსაა დაბადებული.

მიუხედავად იმისა, რომ ორივე მორიელის ნიშნის წარმომადგენელია და მათ შორის მსგავსება საკმაოდ დიდია, ისინი მაინც არ იქნებიან იდენტურები,

რადგან 1985 წელს დაბადებულ ადამიანს მორიელთან ერთად ხარისთვის დამახასიათებელი თვისებები აქვს, 1984 წელს დაბადებულს კი - ვირთხის.

ისედაც, რამდენად გვანან ბუნებაში ერთმანეთს ხარი და ვირთხა, მოგეხსენებათ, ასევეა აღმოსავლური ასტროლოგიის მიხედვითაც -

თითოეული წელიწადი თავისი მახასიათებლებით განსხვავდება ერთმანეთისგან. არ არის საკმარისი მარტო ზოდიაქოს ნიშნის ცოდნა,

ადამიანის ფსიქო ტიპის მთლიანი სურათის შესაქმნელად აუცილებელია დაბადების წლის, საათის და ადგილის გათვალისწინებაც.

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 468 | დაამატა: oONETTWOo | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

ონლაინ რადიო

თუ ვიდეოს უყურებთ და ხელს გიშლით ამ რადიოს ხმა,შეგიძლიათ გამოყენოთ დაპაუზების რეჟიმი.

ძებნა

შესვლის ფორმა

მინი-ჩეთი

200

ჩვენი გამოკითხვა

მოგწონს საიტი?
სულ უპასუხა: 101

სტატისტიკა

რეკლამის ადგილი

რეკლამის ადგილი

რეკლამის ადგილი