• Dominion Template Release Jan10
    Allstarashvili says:
    არ დაგავიწყდეს რომ შეყვარებული გყავს! შენთვის ნაშები ხიხიაა...
  • 6 Preset Styles - 18 Combinations
    Allstarashvili says:  Skype Me დამაSkypდი დოინჯით :))
  • RTL Support
    Allstarashvili says:
    არ დაგავიწყდეს ვისი ნეკნისა ხარ.....

მთავარი » 2010 » დეკემბერი » 12 » სისხლის ჯგუფი და ხასიათი
4:37 PM
სისხლის ჯგუფი და ხასიათი

სისხლის ჯგუფი და ხასიათი

სისხლის ჯგუფების გამოკვლევასა და ადამიანებზე დაკვირვებას იაპონელმა ექიმმა ტოშიტაკა ნომიმ 25 წელი მოანდომა. მრავალწლიანი დაკვირვების შემდეგ, ნომიმ წიგნიც კი გამოსცა, რომლის მრავალჯერადმა გამოცემამ მილიონნახევრიან ტირაჟს გადააჭარბა. მისი გამოკვლევების თანახმად, სისხლის ჯგუფზე დამოკიდებულია არა მარტო ადამიანის ქცევა, არამედ ხასიათი, მანერები და გრძნობებიც კი...

   პირველი ჯგუფი (0) – მონადირე:
   ამ ჯგუფის სისხლი ადამიანს მიზანსწრაფულს, დამოუკიდებელს და საკუთარ თავში დარწმუნებულს ხდის. ისინი ბავშვობიდან ლიდერის თვისებებს ამჟღავნებენ. ოპტიმისტები არიან და დადებით ემოციებს აფრქვევენ. მდგრადი ხასიათის გამო, ნევროზი თითქმის არ ემართებათ. შეიძლება ცოტა ხნით აპათიამ შეიპყროთ, მაგრამ მხოლოდ დროებით... ეჭვიანებსა და ამბიციურებს საკუთარ თავზე მუდამ დიდი წარმოდგენა აქვთ, ამიტომ კრიტიკასა და შენიშვნას არავისგან იღებენ. უყვართ, როცა აქებენ. ასეთი სისხლის მატარებელი ადამიანი, როგორც წესი, ცხოვრებაში წარმატებებს აღწევენ.

   მეორე ჯგუფი (ა) – მიწათმოქმედი
   ამ ჯგუფის  სისხლის მქონე ადამიანი გონიერი, გამჭრიახი, ერთგული მეგობარი, ბეჯითი და შრომისმოყვარეა. დაწყებული საქმე ყოველთვის ბოლომდე მიჰყავს. სხვათა შორის, იგი ხშირადაა გულჩათხრობილი და თავის გულის ნადებს იშვიათად ამხელს. მათი დადებითი თვისებებისგან აღსანიშნავია გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი, წინდახედულობა, პასუხისმგებლობის აღება და სხვისი აზრის გათვალისწინება.

   მესამე ჯგუფი (ბ) – მომთაბარე
   წინა ორისგან განსხვავებით, ამ ჯგუფი ადამიანი ადვილად პოულობს სერთო ენას სხვებთან. გაწონასწორებული და ტაქტიანია. არ უყვარს კონფლიქტი და ხშირად გამოდის შემრიგებლის როლში. შეუძლია გაჭირვებაში ჩავარდნილი ახლობლის დახმარება. მიიჩნევა, რომ თანამედროვე ცხოვრების რიტმს ყველაზე მეტად მესამე ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანი უწყობს ფეხს.

   მეოთხე ჯგუფი (აბ) – გამოცანა
   ეს ჯგუფი მესამე და მეოთხე ჯგუფების შერევით წარმოიშვა. ამიტომ მასში არის როგორც მიწათმოქმედის, ისე მომთაბარის ნიშნები. მეოთხე სისხლის ჯგუფის მქონე ადამიანი ხშირად ვარდება უკიდურესობაში. ამიტომ გადაწყვეტილების მიღება ძალიან უჭირს. ეს ადამიანი ძალიან საინტერესოა. დაჯილდოებულია ნიჭითა და ქარიზმატულობით. ამის ნათელი მაგალითია ამ სისხლის ჯგუფის მატარებელი ორი ადამიანი: აშშ–ს 35–ე პრეზიდენტი – ჯონ კენედი და ჰოლივუდის სექსსიმბოლო – მერილინ მონრო.
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 964 | დაამატა: oONETTWOo | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

ონლაინ რადიო

თუ ვიდეოს უყურებთ და ხელს გიშლით ამ რადიოს ხმა,შეგიძლიათ გამოყენოთ დაპაუზების რეჟიმი.

ძებნა

შესვლის ფორმა

მინი-ჩეთი

200

ჩვენი გამოკითხვა

მოგწონს საიტი?
სულ უპასუხა: 105

სტატისტიკა

რეკლამის ადგილი

რეკლამის ადგილი

რეკლამის ადგილი