სასაცილო ანდაზები - 25 ნოემბერში 2010 - მოგესალმებათ
  • Dominion Template Release Jan10
    Allstarashvili says:
    არ დაგავიწყდეს რომ შეყვარებული გყავს! შენთვის ნაშები ხიხიაა...
  • 6 Preset Styles - 18 Combinations
    Allstarashvili says:  Skype Me დამაSkypდი დოინჯით :))
  • RTL Support
    Allstarashvili says:
    არ დაგავიწყდეს ვისი ნეკნისა ხარ.....

მთავარი » 2010 » ნოემბერი » 25 » სასაცილო ანდაზები
6:16 PM
სასაცილო ანდაზები
  • თუ ორმოს გითხრიან, ხელს ნუ შეუშლი, დააცადე… ამოთხარონ… და მალე იქ აუზი გააკეთე
  • თუ თვლით რომ უცოდველი ხართ, მაშინ ექიმს მიმართეთ სკლეროზის თაობაზე.
  • ”ხალხი რომლებიც დილაობით დარბიან, 1000-ჯერ უფრო ცოტა იხოცება, იმიტომ რომ ისინი 1000-ჯერ ცოტანი არიან.”
  • მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე: ყველაზე მეტი ვიტამინები აფთიაქშია.
  • თუ მტერი არ გნებდებათ, მაშინ სხვა მტერი უნდა იპოვოთ
  • ჯობია სიყვარულმა გაგაგიჟოთ, ვიდრე ბუნებრივად იყოთ გიჟი.
  • ნელია ფული იპოვნო ბნელ ოთახში, განსაკუთრებით მაშინ, თუ ამ ოთახში პირველად შეხვედით.
  • თუ გეუბნებიან: ”ხელს არ შეგიშლით”. ესე იგი, დახმარებას არ აპირებენ.
  • განცხადება: ვიყიდი სპილოს.
    ტელ.: (000) 12 34 56
    კითხვებით: ”სპილო რა ჩემს ფეხებად გინდა?” ნუ გამომეხმაურებით.
  • ადვოკატები იყოფიან ორ კატეგორიად: ზოგი კარგად იცნობს კანონებს, ზოგი _ მოსამართლეებს.
  • ადამიანს რაც უფრო მეტი პრობლემები აქვს, მით უფრო ცოტა უნდა ბედნიერებისათვის.
  • იმისთვის რომ მომავალში არ იფიქროთ წარსულზე, წარსულშივე უნდა იფიქროთ მომავალზე.
  • დამიანი რომელსაც აქვს 99 მილიონი დოლარი, სრულიად შესაძლებელია, უფრო ბედნიერი იყოს იმ ადამიანზე რომელსაც აქვს 100 მილიონი დოლარი.
  • ქალები ორ კატეგორიად იყოფიან:
    1. მათ უყვართ კაცები, რომლებსაც შეუძლიათ მაცივარი აიტანონ მეხუთე სართულზე.
    2. მათ უყვართ კაცები, რომლებსაც შეუძლიათ გადაუხადონ ფული სხვა კაცებს, მაცივარის მეხუთე სართულზე ატანისათვის.
  • ისეთი მთვრალები იყვნენ, რომ ერთის მაიკა მეორეს ჰქონდა შარვალში ჩატანილი.
  • მთვრალი ვერ დაარწმუნებს ფხიზელს, ისევე როგორც, ფხიზელი _ მთვრალს.
  • ისე არაფერი ამშვენებს ქალს, როგორც სულელი დაქალი.
  • კაცისთვის იდეალური ცოლი ტარაკანივითაა, ან ღამე ხედავს, ან სამზარეულოში.
  • ფრაზები _ რომლებსაც საკუთარ ჩვენებებში ეჭვმიტანილები წერენ:
    1. "ჩემი ცოლი, გარეთ შიშველი არ გამიგდია, უბრალოდ, მინდოდა მოვხვეოდი და მეკოცნა. მან კი ეს ვერ გაიგო და ყვირილი ატეხა. ნაჯახით კი კოღოებს დავდევდი. ჩვენ ძალიან კარგი ოჯახი გვაქ"
    2. "პოლიციას კი არ გავექეცი, არამედ__ჩქარი ნაბიჯით გავასწარი"
    3. "ავტომობილს ნასვამ მდგომარეობაში არ ვმართავდი, ის თავისთვის მიდიოდა. ამიტომ ჩემი დასჯა მართებული არ არის"
    4. "არ ვიგინებოდი, სულელი ხომ არა ვარ, რომ კონსერვატორიის შენობაში შევიგინო? გთხოვთ ჩემს მიერ დასახელებული მიზეზი სერიოზულად მიიღოთ"
    5. "ჩვენ მივედით მოქალაქესთან და ვთხოვეთ ასანთი მოეცა. მან გვიპასუხა, რომ 3 წელი კარატეზე დადიოდა.შეგვეშინდა და ტირილი დავიწყეთ. ცრემლის მოწმენდის დროს შემთხვევით მის თვალზე მომიხვდა ხელი და მიტო გაუსივდა თვალი. მოქალაქემ კი ფული თავად მომცა, რომ ცრემლი შემეშრო"
    6. "გვიან ღამით ჩემი სახლიდან მუსიკის ხმა კიარ ისმოდა არამედ სასიამოვნოდ იღვრებოდა"
    7. "სამსახურში ნასვამი იმიტომ გამოვცხადდი, რომ გამოუცხადებლობის შემთხვევაში დამაჯარიმებდნენ"
    8. "გუშინ სამსახურში სულის საზეიმო მდგომარეობის გამო არ გამოვცხადდი. დილით სიდედრი გავაცილე, რომ გამგზავრება არ გადაეფიქრებინა"
    9. "პლიაჟზე ქალებს საცურაო ტრუსს იმიტომ ვხდიდი, რომ მათ სხეულებს თავისუფლად ესუნთქა"
    10. "მეზობლის ქათამი ტალახიანი იყო და გადავწყვიტე, მებანავებინა. საამისოდ ქვაბით წყალი შევათბე და შიგ ქათამი ჩავსვი, მაგრამ საქმეს შევყევი და ქათამი ქვაბში ჩამრჩა.მოვითხოვ !! რომ მეზობელმა თვითონ აბანაოს ქათმები!"
    11. "მოხუც მეზობელს ცარიელი ბოთლი მცირე ძალით ჩავარტყი და ძალიან გამიკვირდა, რომ ტვინის შერყევა მიიღო, რადგან არ მეგონა, მას საერთოდ ტვინი თუ ქონდა"
    12. "დაშავებულს რომ მივუახლოვდი, ფეხი ქვას წამოვკარი და თავის დაჭერის მიზნით მის ჩანთას მოვკიდე ხელი, ინერციით 150 მეტრი გავირბინე, რამაც გააჩინა
  • ქურდობის მცდელობის ილუზია”
  • ნუ იდავებთ სულელთან, ხალხმა შეიძლება განსხვავება ვერ შეამჩნიოს.
  • უფრო მაგარი სისულელეა ეძებოთ შავი გველი ბნელ ოთახში, მით უფრო, თუ ის იქ არის.
  • ეს იმ კაცს გაუმარჯოს, თავისი ცოლის საყვარელს რომ ეტყვის ძალა ერთობაშიაო.
  • დიდიხანია ცნობილია, რომ ადამიანების 20% ასრულებს მთელი სამუშაობის 80%. ახლახან აღმოაჩინეს: ადამიანების 80% თვლის, რომ ისინი ამ 20% შედიან.
  • ჩემი სიდედრის დედამთილი – ჩემი მეგობარია.
  • როცა არავინ უყვართ, ესეი იგი, უყვართ მარტოობა.
  • როცა სალაპარაკო არაფერზე აქვთ, ლაპარაკობენ ამინდზე.
  • ზოგიერთ ადამიანს ურჩევნია სხვისი ტვინის "ხმარების” ნაცვლად საკუთარი ტვინის ხმარება ისწავლოს.
  • თუ გინდათ რომ პოლიტიკოსი გახდეთ უნდა შეგეძლოთ:
    1. მიიზიდოთ ღარიბების ხმები.
    2. მიიზიდოთ მდიდრების ფული.
    3. დაარწმუნოთ ერთნიც და მეორენიც, რომ მათ ერთმანეთისგან დაიცავთ.
  • თუ გეშინიათ გასუქების, მაშინ, ჭამის წინ დალიეთ 200 გრამი კონიაკი და გასუქების შიშის გრძნობა ნაკლებად შეგაწუხებთ.
  • როგორც წესი გოგონებს თოჯინები უყვართ, ბიჭებს ლამაზი მანქანები. მაგრამ ეს 17 წლამდე, მერე კი ყველაფერი პირიქითაა.
  • ეს იმ კაცს გაუმარჯოს, რომელიც საკუთარ დას ბეჭედს მოპარავს იმ იმედით — შინაურია და არ მიჩივლებსო.
  • ლუდის სმა არყის სმას ჯობია, იმიტომ რომ ღვიძლი ერთი გვაქვს, თირკმელი კი ორი.
  • სიბერე იწყება მაშინ როცა ხვდები — ბევრი რამე რაც გინდოდა, უკვე აღარ მოხდება და ბევრი რამე რაც უნდა მოხდეს — არასოდეს არ გნდომებია.
  • საკვირველია, მაგრამ ფაქტია, თავში, გულში და უკანალში ერთიდაიგივე სისხლი მოძრაობს.
  • წარწერა კატაფალკზე: ნუ ჩქარობ თორემ მოესწრები
კატეგორია: გასართობი | ნანახია: 250 | დაამატა: oONETTWOo | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

ონლაინ რადიო

თუ ვიდეოს უყურებთ და ხელს გიშლით ამ რადიოს ხმა,შეგიძლიათ გამოყენოთ დაპაუზების რეჟიმი.

ძებნა

შესვლის ფორმა

მინი-ჩეთი

200

ჩვენი გამოკითხვა

მოგწონს საიტი?
სულ უპასუხა: 102

სტატისტიკა

რეკლამის ადგილი

რეკლამის ადგილი

რეკლამის ადგილი