სალვადორ ფელიპ ჯასტინ დალი დომენიკი - 10 იანვარს 2011 - მოგესალმებათ
  • Dominion Template Release Jan10
    Allstarashvili says:
    არ დაგავიწყდეს რომ შეყვარებული გყავს! შენთვის ნაშები ხიხიაა...
  • 6 Preset Styles - 18 Combinations
    Allstarashvili says:  Skype Me დამაSkypდი დოინჯით :))
  • RTL Support
    Allstarashvili says:
    არ დაგავიწყდეს ვისი ნეკნისა ხარ.....

მთავარი » 2011 » იანვარი » 10 » სალვადორ ფელიპ ჯასტინ დალი დომენიკი
6:09 PM
სალვადორ ფელიპ ჯასტინ დალი დომენიკი
ბიოგრაფია

სალვადორ დალი დაიბადა 1904 წლის 11 მაისს ესპანეთში, კერძოდ კატალონიურ ქალაქ ფიგერასში, ნოტარიუსის ოჯახში. სახვითი ხელოვნების შესწავლა დაიწყო მუნიციპალურ სამხატვრო სკოლაში. 1914 წლიადან 1918 წლამდე აღზრდას გადიოდა მშობლიურ ქალაქში მარისტების ორდენის აკადემიაში.


1916 წელს არდადეგებზე გაემგზავრა ქალაქ კადაკესში სადაც ეზიარა მოდერნისტულ ხელოვნებას. დალის პირველი პერსონალური გამოფენა 1919 წელს მოეწყო. 1921 წელს მამამ გადაწყვიტა ჭაბუკი სალვადორი მადრიდში გაეგზავნა, რათა მას სწავლა სან–ფერნანდოს აკადემიაში გაეგრძელებინა. დედაქალაქში დალიმ გაიცნო ესპანური ხელოვნების ისეთი წარმომადგენლები, როგორიცაა ლუის ბუნიუელი, ფედერიკო გარსია ლორკა და პედრო გარფიასი.


მადრიდში დალი საკუთარ ნახატებში კუბიზმისა და დადაიმზის შერწყმას ცდილობს. 1926 წელს სალვადორს აკადემიიდან რიცხავენ ქედმაღლობისა და პედაგოგებისადმი დაუდევრობის ბრალდებით. იმავე წელს დალი პირველად მიემგზავრება პარიზში, სადაც პაბლო პიკასოს ეცნობა. საკუთარი სტილის ძიებაში დალი 1920–იანი წლების ბოლოს პიკასოსა და ხუან მიროს შემოქმედების ზეგავლენით ქმნის საკუთარ ნამუშევრებს. 1929 წელს ლუის ბუნიუელთან ერთად მონაწილებას იღებს სიურეალისტური ფილმის "ანდალუსიური ძაღლის" შექმნაში. სწორედ მაშინ ხვდება პირველად იგი თავის მომავალ მეუღლე გალას (ელენე დიაკონოვა), რომელიც იმ დროისთვის ფრანგი პოეტის პოლ ელუარის მეუღლე გახლდათ.


დალის ნახატები სხვადასხვა გამოფენებზე მონაწილეობენ, იგი პოპულარობას იხვეჭს. 1929 წელს დალი ანდრე ბრეტონის მიერ შემქნილ სიურელისტების ჯგუფში ერთიანდება.


1934 წელს დალი ოფიციალურად ქორწინდება გალასთან. იმავე წელს ის პირველად ეწვია აშშ–ს.


ესპანეთში სამოქალაქო ომისა და ფრანკოს მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდების მერე დალი უთანხმოებაში მოვიდა "სიურეალისტების ჯგუფთან", რომლებიც მემარცხენე აზრებს იზიარებდნენ. დალი გაირცხეს ჯგუფიდან. სწორედ მაშინ წარმოთქვა მან: "სიურეალიზმი – ეს მე ვარ". ამასტან დაკავშირებით ანდრე ბრეტონმა დალის უწოდა "Avida Dollars", შექმნა რა მისი სახელისა და გვარისგან ანაგრამა.


მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე დალი მეუღლესთან ერთად აშშ–ში გადაბარგდა, სადაც მან ცხოვრების 9 წლიანი პერიოდი დაჰყო 1940 წლიდან 1948 წლის ჩათვლით. 1942 იგი გამოსცემს ავტობიოგრაფიულ რომანს "სალვადორ დალის საიდუმლო ცხოვრება". მისი ლიტერატურული ცდები ისეთივე წარმატებული აღმოჩნდა, როგორც მხატვრული – წიგნი ბესტსელერად იქცა.


ესპანეთში დაბრუნების შემდეგ დალი მშობლიურ ფიგერასში დასახლდა. 1981 პარკინსონის დაავადებით სნეულდება. 1982 წელს გარდაიცვალა გალა.


სალვადორ დალი გარდაიცვალა 1989 წლის 23 იანვარს. იგი ფიგერასში, საკუთარი სახლის ეზოშია დასაფლავებული.


საინტერესო ფაქტები


სალვადორ დალის ეკუთვნის გამოთქმა: "ყველაზე საინტერესო მსოფლიოში – ეს მე და გალა ვართ, მეორე ადგილზე მე ვარ, მესამეზე კი – სხვა ყველაფერი, რა თქმა უნდა ჩემი და გალას ჩათვლით".


სალვადორ დალიმ 1969 წელს შექმნა "ჩუპა ჩუპსის" ლოგოტიპი და სლოგანი.


სალვადორ დალი ასე ედრებოდა პაბლო პიკასოსო: "პიკასო ესპანელია. მეც ესპანელი ვარ. პიკასო გენიოსია. მეც გენიოსი ვარ. პიკასოს ყველა ქვეყანაში იცნობენ. მეც მიცნობენ. პიკასო კომუნისტია. მე კი – არა. "


ცნობილი ქმნილებები 

აპარატი და ხელი
გამჭვირვალე ძროხა
მობანავე ქალი
ქალისა და ცხოველის სიმბიოზი
სიურეალისტური კომპოზიცია
დაუკმაყოფილებული სურვილები
პოლ ელუარის პორტრეტი
უჩინმაჩინი კაცი
ფანტასმაგორა
დიდი მასტურბატორი
ვილჰელმ ტელის გამოცანა
რბილი საათები
ვერმერ დელფტელის მოჩვენება
მედიტაცია საყრდენით
უხილავი საყრდენი
ბინდის ატავიზმი
ათროპომორფული სეკრეტერი
ტელეფონი – ომარი
დივანი "მეი უესტის ტუჩები"
ვენერა მილოსელი ყუთებით
დიდი პარანოიკი
ქალის თავი ბრძოლის სახით
უცნაურობები
გოგონა ფანჯარასთან * მხატვარის მამა 

 
Salvador Dali

Salvador Dali

Salvador Dali


Salvador Dali

Salvador Dali

Salvador Dali

Salvador Dali

Salvador Dali

Salvador Dali

Salvador Dali

Salvador Dali

Salvador Dali


Salvador Dali

Salvador Dali


Salvador Dali

Salvador Dali


Salvador Dali


Salvador Dali

Salvador Dali

Salvador Dali

Salvador Dali

Salvador Dali

Salvador Dali

Salvador Dali

Salvador Dali


Salvador Dali

Salvador Dali

Salvador Dali

Salvador Dali

Salvador Dali




Salvador Dali

Salvador Dali

Salvador Dali

Salvador Dali

Salvador Dali

Salvador Dali

Salvador Dali

Salvador Dali

Salvador Dali


Salvador Dali

Salvador Dali

Salvador Dali


Salvador Dali

Salvador Dali

Salvador Dali

Salvador Dali

Salvador Dali

Salvador Dali

კატეგორია: ბიოგრაფია | ნანახია: 717 | დაამატა: oONETTWOo | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

ონლაინ რადიო

თუ ვიდეოს უყურებთ და ხელს გიშლით ამ რადიოს ხმა,შეგიძლიათ გამოყენოთ დაპაუზების რეჟიმი.

ძებნა

შესვლის ფორმა

მინი-ჩეთი

200

ჩვენი გამოკითხვა

მოგწონს საიტი?
სულ უპასუხა: 101

სტატისტიკა

რეკლამის ადგილი

რეკლამის ადგილი

რეკლამის ადგილი