• Dominion Template Release Jan10
    Allstarashvili says:
    არ დაგავიწყდეს რომ შეყვარებული გყავს! შენთვის ნაშები ხიხიაა...
  • 6 Preset Styles - 18 Combinations
    Allstarashvili says:  Skype Me დამაSkypდი დოინჯით :))
  • RTL Support
    Allstarashvili says:
    არ დაგავიწყდეს ვისი ნეკნისა ხარ.....

მთავარი » 2010 » დეკემბერი » 11 » როგორ ვისაუბროთ სექსუალურ პრობლემებზე
3:59 AM
როგორ ვისაუბროთ სექსუალურ პრობლემებზე

 

   თქვენ კვლავ ერთად ხართ საძინებელში, მარტო, თუმცა ეს თქვენს გულს არ ახარებს?, მიზეზი შეიძლება ბევრი იყოს, თუმცა მთავარი მიზეზი ერთია, შენ არ მოგწონს „რაღაც" შენს ან შენი საყვარელი ადამიანის ქცევაში მაგრამ ჩუმად ითმენ და არ საუბრობ ამ პრობლემის შესახებ.
  პირველ რიგში შეიგნე, რომ შენ მარტო არ დგახარ ამ პრობლემის წინაშე. მსოფლიოში ძალიან ბევრ მამაკაცს და ქალს უჭირს საუბარი საკუთარ სექსუალურ პრობლემებზე. ზოგს ეშინია, თუ როგორ აღიქვავს ამ „პრეტენზიას" პარტნიორი, ზოგი კი თვლის, რომ ეს ასეც უნდა იყოს და ეგუება დისკომფორტს. უთქმელად მიყვებიან დინებას და ვერც კი წარმოუდგენიათ, რომ სექსი შეიძლება იყოს არა მარტო უკეთესი, არამედ ფანტასტიურად კარგი. 
  ამ სიჩუმეს კიდევ უფრო ცუდი შედეგი მოაქვს, დისკომფორტი აციებს გრძნობებს და აფუჭებს ურთიერთობას.  შენ გეშინია აწყენინო საყვარელ ადამიანს, ან საკუთარი თვითკრიტიკის გეშინია და არ გინდა დაფიქრდე ამ პრობლემაზე, მაგრამ აბა დაფიქრდი, როგორ ცივდება ურთიერთობა, როდესაც შენ მასთან ინტიმური ურთიერთობის სურვილი არ გაქვს. თანაც თუ სექსოლოგების სიტყვებს დავუჯერებთ ძალიან იშვიათია ურთიერთობა, რომელსაც დახვეწა არ ესაჭიროვება.

  როგორ ვისაუბროთ სექსზე?
1. დასაწყისისთვის მშვიდი ტონით აცნობე შენს პარტნიორს, რომ შენ გინდა მასთან თქვენს ინტიმურ ურთიერთობებზე საუბარი. მოამზადე საჭირო სიტყვები და ეცადე დელიკატური იყო როგორც მასთან, ასევე საკუთარ თავთან ურთიერთობაში.
2. თქვენს ყურადღებას არავინ და არაფერი არ უნდა იქცევდეს, ბავშვები, ტელევიზორი, ტელეფონი – ეს ყველაფერი სასტიკად აკრძალულია.
3. დროულია საკუთარ „მე"–ზე იზრუნო, ისაუბრე იმაზე, თუ რა გსურს, რა გსიამოვნებს ურთიერთობაში და რა არ გსიამოვნებს. არასოდეს არ დაადანაშაულო პარტნიორი, არ უთხრა, რომ ის რაღაცას არასწორად აკეთებს. შესთავაზე სხვადასხვა პოზები და გამოსავლის ძებნა.
4.  შესთავაზე პარტნიორს მოგიყვეს საკუთარი სურვილების შესახებ. იქნებ მასაც აქვს პრობლემა, რომელზეც ხმას არ იღებდა?. დაფიქრდი რა შეგიძლია შეცვალო შენს ქცევაში ისეთი, რომელიც ორივეს ძალიან მოგეწონებათ. 5. არ განიხილო არაფერი სექსის გარდა, წყენა, გასაუთოვებელი პერანგი, გატეხილი თეფში....
6. რეგულარულად ისაუბრე პარტნიორთან ამ პრობლემებზე, რაც უფრო იშვიათად საუბრობ სექსზე, მით უფრო რთულია ამ თემის დაწყება.


  ეცადეთ იპოვოთ საერთო ენა სექსში, ჰარმონიული ურთიერთობა საწოლში ხანგრძლივი და ბედნიერი ურთიერთბის საწინდარია.

კატეგორია: პორნო 18+ | ნანახია: 1260 | დაამატა: oONETTWOo | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

ონლაინ რადიო

თუ ვიდეოს უყურებთ და ხელს გიშლით ამ რადიოს ხმა,შეგიძლიათ გამოყენოთ დაპაუზების რეჟიმი.

ძებნა

შესვლის ფორმა

მინი-ჩეთი

200

ჩვენი გამოკითხვა

მოგწონს საიტი?
სულ უპასუხა: 105

სტატისტიკა

რეკლამის ადგილი

რეკლამის ადგილი

რეკლამის ადგილი