როგორ შეაპარა მარლბორომ რეკლამა დიზაინში - 2 იანვარს 2011 - მოგესალმებათ
  • Dominion Template Release Jan10
    Allstarashvili says:
    არ დაგავიწყდეს რომ შეყვარებული გყავს! შენთვის ნაშები ხიხიაა...
  • 6 Preset Styles - 18 Combinations
    Allstarashvili says:  Skype Me დამაSkypდი დოინჯით :))
  • RTL Support
    Allstarashvili says:
    არ დაგავიწყდეს ვისი ნეკნისა ხარ.....

მთავარი » 2011 » იანვარი » 2 » როგორ შეაპარა მარლბორომ რეკლამა დიზაინში
6:03 AM
როგორ შეაპარა მარლბორომ რეკლამა დიზაინში

წარმოიდგინე, რომ ასპონსორებ "ფორმულა 1″ ის ისტორიაში ყველაზე წარმატებულ გუნდს, მათი ავტომობილი და შეფერილობა – პირდაპირ შენს პროდუქტთან არის ასოცირებული, ამ ყველაფერში 1 მილიარდ დოლარს იხდი, ჰოდა ერთ დღესაც… ევროკავშირი კანონით გიკრძალავს სპორტული ღონისძიებების დასპონსორებას – თუკი თამბაქოს მწარმოებელი ხარ… არადა – ხარ!

რა გინდა, რომ ქნა?

არადა ეს კანონი ძალაში, სპონსორობაზე შუა მოლაპარაკებების პერიოდში შევიდა. ეს ყველაფერი მარლბოროს დაემართა, იცით ალბათ – ეს ბრენდი მილიონობით და მილიონობით დოლარს ხარჯავდა და ხარჯავს იმაზე, რომ "ფორმულა 1″ ის ისტორიაში ყველაზე წარმატებული გუნდი – "ფერარი” დაესპონსორებინათ.

რა გააკეთეს? რადა მაინც დაასპონსორეს, დათანხმდნენ, რომ ევროკავშირის ტერიტორიაზე არცერთ რბოლაში მათი ლოგო არ გამოჩნდებოდა… როგორ აუარეს აკრძალვას გვერდი?

როგორ და…

სამ განზომილებიანი ხედი

წლის დასაწყისში ფერარიმ ახალი სარბოლო ავტომობილის დიზაინი წარმოადგინა, დომინანტი ფერი ისევ წითელი იყო, მასზე სხვადასხვა მცირე სპონსორების ლოგოები იყო დატანილი: შელი, ბრიჯსტოუნი, თავად ფერარიც… ერთი შეხედვით უმანკო დიზაინი, არსად არაფერი განსაკუთრებული, გარდა ერთი "მცირე” დიზაინრული დეტალისა: ავზზე და პილოტების კოსტიუმებზე დატანილი იყო შავ-თეთრი შტრიხკოდის მსგავსი ხაზები, ახლოდან – თითქოს დიზაინერმა სილამაზის გამო მიახატაო, აი შორიდან… განსაკუთრებით კი 300კმ/სთ მოძრავ ავტომობილზე, ერთ-ერთი სიგარეტის მწარმოებელი კომპანიის ლოგოს მოგაგონებდათ… რათქმაუნდა მარლბოროსი.

პილოტების კოსტიუმები

ევროკავშირის წარმომადგენლები ჩემსავით სულაც არ აღტაცებულან მარლბოროს გენიალური გადაწყვეტილებით, სასწრაფოდ განრისხდნენ და გამოაცხადეს "უნდა გამოვიძიოთ ხომ არ ეწევა თამბაქოს ერთ-ერთი დიდი წარმომადგენელი "ქვეცნობიერ რეკლამასო” მე თუ მკითხავ, არანაირი "ქვეცნობიერი რეკლამა” არ არის, უბრალოდ ოპტიკური ილუზიაა, თუმცა ისიც ფაქტია რომ კანონისთვის გვერდის ავლა ცადეს, არადა წინ – ესპანური გრანპრია, მერე კი დიდი ბრიტანეთის გრანპრი.

ოპტიკური ილუზია?

"ფილიპ მორისს” ბევრი არ უფიქრია და განაცხადა: "გვჯერა და დარწმუნებული ვართ, ჩვენი ურთიერთობა ფერარისთან არ არღვევს თამბაქოს რეკლამის შესახებ მიღებულ კანონს, ფერარის ბოლიდი არ ატარებს თამბაქოს ბრენდს, ლოგოს ან რეკლამას, როგორც წერია კიდეც კანონში.”

მაგრამ "ფერარიმ”  მაინც გადაწყვიტა მოეხსნა ეს შტრიხკოდის მსგავსი რეკლამა, რათქმაუნდა "ფილიპ მორისთან” წინასწარი შეთანხმებით და განაცხადეს, რომ ეჭვები უსაფუძვლო იყო.

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 141 | დაამატა: oONETTWOo | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

ონლაინ რადიო

თუ ვიდეოს უყურებთ და ხელს გიშლით ამ რადიოს ხმა,შეგიძლიათ გამოყენოთ დაპაუზების რეჟიმი.

ძებნა

შესვლის ფორმა

მინი-ჩეთი

200

ჩვენი გამოკითხვა

მოგწონს საიტი?
სულ უპასუხა: 101

სტატისტიკა

რეკლამის ადგილი

რეკლამის ადგილი

რეკლამის ადგილი