• Dominion Template Release Jan10
    Allstarashvili says:
    არ დაგავიწყდეს რომ შეყვარებული გყავს! შენთვის ნაშები ხიხიაა...
  • 6 Preset Styles - 18 Combinations
    Allstarashvili says:  Skype Me დამაSkypდი დოინჯით :))
  • RTL Support
    Allstarashvili says:
    არ დაგავიწყდეს ვისი ნეკნისა ხარ.....

მთავარი » 2010 » დეკემბერი » 11 » რა უფრო ხიბლავს, სექსი თუ ტელევიზორი?
3:57 AM
რა უფრო ხიბლავს, სექსი თუ ტელევიზორი?


 

  როდესაც ჩემს საყვარელ ადამიანთან ტელევიზორის წინ საწოლში ვნებივრობდი, სპორტული გადაცემა დაიწყო. ძალიან მოკლე ხანში ისე გამოვედი წყობილებიდან, რომ ტელევიზორის დამტვრევა მინდოდა, ეგღა მაკლდა, მე თითქმის შიშველი მის მკლავებში ვდნებოდი და ის ცალი თვალით და მთელი გონებით ფეხბურთის ანგარიშებზე და საჯარიმოზე ფიქრობდა.
  ვუსაყვედურე, მან კი პატარა, 5 წლის ბავშვივით მიპასუხა, რომ სექსით 10 წუთის შემდეგაც დავკავდებოდით, გადაცემა კი სწორედ ეხლა გადიოდა და თანაც ისეთ მნიშვნელოვან თამაშზე, რომელსაც ვერაფრით გამოტოვებდა.

  ადრე ერთოთახიან ბინაში ვცხოვრობდით და ვწუწუნებდი, თურმე ბედნიერი ქალი სწორედ მაშნ ვყოფილვარ. ჩემი „მაჩო" ტელევიზორს მხოლოდ სამზარეულოში უყურებდა. გამოსახულება ცისფერი ეკრანიდან მას ისე ართობდა, რომ დამწვარ ტოსტებსაც კი კმაყოფილი სახით, თითქმის დაუღეჭავად ყლაპავდა. საძინებელი ოთახი მხოლოდ ძილისთვის და სექსისთვის იყო განკუთვნილი, ერთი განიერი საწოლი და პატარა კომოდი იდგა. მის გონებას ვერანაირი სპორტული გადაცემა ვერ გაფანტავდა, ის მთლიანად ჩემი იყო თავიდან და ბოლომდე.
  რამდენიმე წელიწადში გავფართოვდით, დიდი არაფერი, სულ რაღაც სამი ოთახი. ჩემმა საყვარელმა პარტნიორმა საძინებელ ოთახში უზარმაზარი პლაზმური ეკრანი დაკიდა. სწორედ მაშინ მივხვდი, რომ მას ტელევიზორის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია. იმ დღის მერე გაღვიძებისთანავე „წკაპ" და ჩართავს ტელევიზორს, თანაც პულტს ხელიდან არ აგდებს. სამსახურიდან დაბრუნებული, იმის ნაცვლად რომ მე მეამბოროს პირველ რიგში ისევ პულტს კიდებს ხელს. ჩვენ თითქოს ვკონტაქტობთ მაგრამ ჩვენს შორის მუდამ ჩართულია დიდი პლაზმური ეკრანი სადაც „ყოველთვის ბევრად საინტერესო თემებზე საუბრობენ".
   ნანატრი განიერი საწოლის  ახლოს კი ახალი თაობის (ნავაროტებით) კომპიუტერია, ჩემი ქმარი თურმე გენიოსი ყოფილა, მას ერთდროულად შეუძლია ტელევიზორსაც უყუროს და კომპიუტერში გონკები ან ომობანაც ითამაშოს.
  ნუ გეცინებათ, კარგად დაფიქრდით როგორია, როდესაც თქვენ მას ეალერსებით და ის მონიტორზე ამ დროს მონიკა ბელუჩის ან პამელა ანდერსონის ღრმა დეკოლტეს უყურებს. ბოლოს ვერ ვხვდები წარმოსახვაში ვისთან აქვს სექსი, ჩემთან თუ პამელა ანდერსონთან?.
  ხელს გულზე დავიდებ (უფრო სწორად მარცხენა ძუძზე) და გამოგიტყდებით ერთხელ მონიტორმა ჩემი ყურადღებაც მიიპყრო, ეს იყო გამეორება ფილმისა „სექსი დიდ ქალაქში". თუმცა ჩემს სიყვარულს უკვე ხვრინვაც კი ქონდა ამოშვებული ჩემს გვერდით საწოლზე და მე კი განერვიულებული ვერაფრით ვიძინებდი.

  რაც დრო გადის, იქმნება სერიოზული სექსუალური პრობლემები. ნელ–ნელა იქით მივდივართ, რომ სექსიც აღარ გვინდა, გადავეჩვიეთ. ვხდებით აგრესიულები და ჩვენი ცხოვრებაც რუტინად გვეჩვენება. ამ რუტინის ნიადაგზე რამდენიმე ხანში ისე ვგიჟდებით, რომ „საყვარელ" პარტნიორს საძინებლიდან ვაძევებთ ტელევიზორის საყურებლად არა იმიტომ, რომ სექსით არ დავკავდით საღამოს, არამედ იმიტომ, რომ დავიძინოთ, მისი გადაცემების ხმა ძილს გვიფრთხობს.

  ეს პრობლემა მსოფლიოს ძალიან ბევრ წყვილს აწუხებს. ფრანგმა სექსოლოგებმა ოჯახური წყვილის ორი ჯგუფი შეისწავლეს. ერთი მათგანი ტელევიზორს დღის განმავლობაშ მხოლოდ ორი საათი უყურებდა, მეორე ოთხი საათი. გამოკვლევამ აჩვენა, რომ პირველი ჯგუფის წყვილები  ორჯერ უფრო ხშირად იყვნენ დაკავებული სექსით, ვიდრე მეორე.
  ანალოგიური კვლევა ჩაატარეს იტალიელმა მეცნიერებმაც, კვლევის ერთ ჯგუფს საძინებელში ქონდა დამონტაჟებული ტელევიზორი, მეორეს კი არა. შედეგი ასეთი იყო, ჯგუფს, რომელსაც საძინებელში ტელევიზორი არ ქონდა სექსი ქონდათ კვირაში ორჯერზე მეტად, ხოლო ჯგუფს, რომელსაც ტელევიზორი ქონდათ, თვეში ოთხჯერ მაქსიმუმ.
  დიდ ბრიტანეთში საქმე კიდევ უარესად არის, გამოკითხულთა მესამედი დათანხმდა, რომ  ახალი 50 დიუმიანი, პლაზმური ტელევიზორის სანაცვლოთ სექსი არ ექნებოდათ ნახევარი წელი. ბრიტანელმა მეცნიერებმა ასევე დაადგინეს, რომ „ბოევიკები" და „რეალითი შოუ" ყველაზე მეტად კლავენ ვნებას.
  რით ვუშველოთ?
• გავიტანოთ საძინებლიდან ცისფერი ეკრანი
• მოვსპოთ საძინებლიდან კომპიუტერი
• ჩავრთოთ მუსიკა
P. S.  სექსი მუსიკის ფონზე ბევრად ძველი ჩვევაა, ვიდრე სექსი ტელევიზორის ფონზე. პირველყოფილ ეპოქაში ახლად დაწყვილებულებს სარეცელისკენ ტამტამებით აცილებდნენ.  აქედან დასკვნა, ჩვენი ლიბიდო იზრდება ცეცხლოვანი მუსიკის ფონზე. მეცნიერულად დადგენილია, რომ მუსიკა ასტიმულირებს ტვინის უჯრედებს, რომლებიც მოქმედებენ სექსუალურ აღგზნებაზე.

კატეგორია: პორნო 18+ | ნანახია: 1076 | დაამატა: oONETTWOo | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

ონლაინ რადიო

თუ ვიდეოს უყურებთ და ხელს გიშლით ამ რადიოს ხმა,შეგიძლიათ გამოყენოთ დაპაუზების რეჟიმი.

ძებნა

შესვლის ფორმა

მინი-ჩეთი

200

ჩვენი გამოკითხვა

მოგწონს საიტი?
სულ უპასუხა: 105

სტატისტიკა

რეკლამის ადგილი

რეკლამის ადგილი

რეკლამის ადგილი