• Dominion Template Release Jan10
    Allstarashvili says:
    არ დაგავიწყდეს რომ შეყვარებული გყავს! შენთვის ნაშები ხიხიაა...
  • 6 Preset Styles - 18 Combinations
    Allstarashvili says:  Skype Me დამაSkypდი დოინჯით :))
  • RTL Support
    Allstarashvili says:
    არ დაგავიწყდეს ვისი ნეკნისა ხარ.....

მთავარი » 2011 » იანვარი » 20 » რა არის კლიმაქსი?
10:59 PM
რა არის კლიმაქსი?
საკობრივი გრდატეხა ქალის ორგანიზმში, სქესობრივი ფუნქციების დაქვეითება, მენსტრუაციის თანდათანობითი შეჩერება, შობადობის პერიოდის დასრულება. ეხლა კი ქართულად: სექსოლოგი რუთ დიქსონი ამტკიცებს, რომ უნებლიე კლიმაქსის სინდრომი შეიძლება მხოლოდ „მაღალ სექსუალურ, ფანტასტიურად ვნებიან ქალებს" დაემართოს. ლათინურის თარჯიმანმა არც კი იცოდა, როცა თარგმნიდა, რა დონის ზუსტი კალამბური გამოვიდა, რადგან ინგლისურად სიტყვა კულმინაცია(ორგაზმი) და ლათინური „გარდატეხის პერიოდი" ერთნაირად იწერება - „climax". მაგრამ მაინც კლიმაქსის ძირითადი მნიშვნელობა გულისხმობს გარდატეხის პერიოდს ქალის ცხოვრებაში, რომელიც უკავშირდება ქალის ორგანიზმის მიერ ესტროგენის გამომუშავების შემცირებას. ამ მოვლენის თანმდები სიმპტომებია: სხვადასხვა არასასიამოვნო შეგრძნებები; თავის ტკივილები; სიცხიანობა; აჩქარებული გულისცემა; ხასიათის სწრაფი და უმიზეზო ცვალებადობა და საერთო დისკომფორტი. ამასთან ერთად, ამ პერიოდში მატულობს ოსტეოჰონდროზისა და გულ-სისხლ-ძარღვთა დაავადებების განვითარების საშიშროება. ასევე შაქრის დიაბეტისა და ავადმყოფურად გადამეტებული სიმსუქნის რისკი. ჩვენს ქვეყანაში სულ ცოტა ხნის წინ კლიმაქსის გამოვლინების წინააღმდეგ მკურნალობის მცდელობები მეტად უმნიშვნელო იყო. ქალები მიმართავდნენ თერაპევტებს ჰიპერტონიის და კარდიალგიის, ნერვოპათოლოგებს დეპრესიის და ნერვული სისტემის სხვა დარღვევებთან დაკავშირებით, გინეკოლოგებს კი გინეკოლოგებს კი გინეკოლოგიურ პრობლემებთან დაკავშირებით. მაგრამ ამასთან ერთად ექიმები არ ითვალისწინებდნენ იმ ფაკტს, რომ ამ ყველა სიმპტომის მექანიზმის საფუძველში ქალის ჰორმონის ნაკლებობა უდევს: მენოპაუზის მოახლოებასთან ერთად ქალებს აღენიშნებათ ესტროგენების გამოყოფის შემცირება და ლუტეინიზირებადი ჰორმონის რაოდენობა. რეპროდუქციის სისტემა არის ერთად-ერთი სისტემა ქალის ორგანიზმში, რომელიც იწყებს ფუნქციონირებას უკვე 7-8 წლის ასაკში და წყვეტს სიცოცხლეშივე 60-65 ცლის ასაკში. უკუ ცვლილებებმა, რომლებიც ხდება ქალის რეპროდუქციის სისტემაში კლიმაქსის მიიღეს კლიმაქსის სახელწოდება. ამის შემდეგ ჯერ წყდება შობადობის, შემდეგ კი მენსტრუაციის ფუნქცია. დროის პერიოდით ეს შემოიფარგლება 10 წლამდე და მეტი. მენოპაუზა - ეს არის ბოლო მენსტრუაცია რომელიც ხდება საშუალოდ 50-51 წლის ასაკში. მენოპაუზის წინამორბედი პერიოდი იწყება 45 წლიდან. ხოლო მენოპაუზის შემდგომი პერიოდი დგება უშჲალოდ მენოპაუზის მერე და გრძელდება მთელი ცხოვრება. მიმდინარეობს საკვერცხეების ფუნქციის ეტაპობრივი შეწყვეტა. ისინი თანდათან წყვეტენ ქალის ჰორმონის(ესტროგენის და პრომესტერონის) გამომუშავებას. ამგვარად იწყება უკუკავშირი ჰიპიტოლამუსის ჰორმონთან. და თუ ქალის სიცოცხლის 100% ად მივიჩნევთ 75 წელიწადს(რადგან სწორედ ეს ციფრია აღნიშნული თანამედროვე საზოგადოებაში როგორც საზომი ერთეული), მენოპაუზის შემდგომი პერიოდი მოიცავს 33% ს. გამოდის, რომ სიციცხლის მესამედს ქალი ატარებს უშუალოდ ამ პერიოდში, რომლის დადგომისათვის ხშირად ბევრი ჩვენთაგანი არარის მზად. როგორ გავიგოთ მენოპაუზის მოახლოება? სამწუხაროდ იმის ცოდნა დაზუსტებით, თუ როდის გვეწვევა მენოპაუზა პრაქტიკულად შეუძლებელია. მაგრამ არსებობს მისი ზოგადად ამოცნობის ალბათობა. როდესაც ექიმი გინეკოლოგი-ენდოკრინოლოგი ადგენს ანამნეზს(იმ ქალის ანამნეზს რომელმაც მას მენოპაუზის პრობლემით მიმართა) იგი აუცილებლად არკვევს თუ რა ასაკში ეწვია მენოპაუზა პაციენტის დედას, დებს და მდედრობითი სქესის უახლოეს ნათესავებს, რადგან დიდი მნიშვნელობა ენიჭება მემკვიდრეობით ფაკტორებს. ამრიგად, თუ ქალის მენსტრუალური ციკლი აირია, ამით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ კლიმაქსური მომენტი უკვე დადგა. ცვლილებები ორგანიზმში კლიმაქსის დროს. ხშირად მენოპაუზა არ ახდენს არანაირ უარყოფით ქმედებას ქალის ორგანიზმის ცხოვრების უნარიანობასა და ფუნქციებზე. დაბერების პროცესის დროს აღნიშნება შემდეგი მოვლენები: მცირდება უჯრედების რაოდენობა,ღბიძლსა და თირქმელებში, ენდოკრინოლჯირკბლებში, სჰეულის კუნთებშბც საერთო ასაკობრივ ცვლილებთა დონეზე აღნიშნება კლიმაქსური ცვლილებები რეპროდუქციურ სისტემაში. სასკესო ჰორმონები რომლესაც საკვერცხეები გამოიმუშავებენ ასევე ახდენენ გავლენას ორგანიზმის სხვადასხვა ორგანოებისა და სისტემების ფუქციაზე. ესტეროგენი უკმარესობის დროს ვითარდება ოსტეოპრობი, ჰორმონალური კარდიოპატია,დეპრესიული მდგომარეობა და ასაკობრივი ფსიქოზი, მატ შორის კლიმაკსური სინდრომიც. მეორე ქალის სასქესო ჰორმონის პროგესტერონის უკმარისობისას აღინიშნება ჰიპერპლასტიკური პროცესები როგორცა საშვილოსნოს მიომა, სარძევე ჯირკვლების სიმსივნეები და სხვა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ძალზედ მნიშვნელოვანია მენსტრუალური ციკლის რეგულირების ყველა ელემენტის სწორი ურთიერთ კავშირი, დაწყებული ჰიპოტოლამუსიდან და დამთავრებული საკვერცხეებითა და ე.წ. სამიზნე ორგანოებით(საშვილოსნო და სარძევე ჯირკვლები). კომპლექსური სინდრომის გამოვლინება. პირველ ჯგუფს შეიძლება მივაკუთვნოთ ემოციური და ფსიქიკური დარღვევები. რაში გამოიხატება ეს სიმპტომები: სიცხის მომატება, ოფლიანობა, თავის ტკივილები, ჰიპერტონია ან ჰიპოტონია, ციებ-ცხელება, აჩქარებული გულისცემა, ადვილად გაღიზიანება, მოთენთილობა, სისუსტე, მოუსვენრობა, დეპრესია, უყურადღებობა, გულმავიწყობა მეორეს - უროგენიტალური ცვლილებები(საშოს სიმშრალე, სასქესო აქტის დროს ტკივილები, ქავილის და წვის შეგრძნება, ხშირი შარდვა) და კანის სიბერე(ფრჩხილების სიმშრალე და მტვრევადობა, თმების სიმშრალე და მათი ცვენა, ნაოჟების გაჩენა). და მესამე ჯგუფი - დაგვიანებული გაცვლითი პროცესები როგორიცაა ოსტეოპოროზი და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები.
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 3010 | დაამატა: oONETTWOo | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

ონლაინ რადიო

თუ ვიდეოს უყურებთ და ხელს გიშლით ამ რადიოს ხმა,შეგიძლიათ გამოყენოთ დაპაუზების რეჟიმი.

ძებნა

შესვლის ფორმა

მინი-ჩეთი

200

ჩვენი გამოკითხვა

მოგწონს საიტი?
სულ უპასუხა: 105

სტატისტიკა

რეკლამის ადგილი

რეკლამის ადგილი

რეკლამის ადგილი