რა არის იმპოტენცია ? - 20 იანვარს 2011 - მოგესალმებათ
  • Dominion Template Release Jan10
    Allstarashvili says:
    არ დაგავიწყდეს რომ შეყვარებული გყავს! შენთვის ნაშები ხიხიაა...
  • 6 Preset Styles - 18 Combinations
    Allstarashvili says:  Skype Me დამაSkypდი დოინჯით :))
  • RTL Support
    Allstarashvili says:
    არ დაგავიწყდეს ვისი ნეკნისა ხარ.....

მთავარი » 2011 » იანვარი » 20 » რა არის იმპოტენცია ?
11:09 PM
რა არის იმპოტენცია ?
ექიმები ერიდებიან ამ სიტყვის გამოყენებას (იმპოტენცია, მამაკაცებთან მიმართებაში, ფრიგიდულობა - ქალებთან მიმართებაში). ამის მიზეზი ისაა, რომ სიტყვა „იმპოტენცია" ფართოდ დამკვიდრდა ყოველდღიურ ლექსიკონში, უკვე ძნელი გახდა მისი ნამდვილი მნიშვნელობისა და სიმპტომების ახსნა პაციენტისთვის და, ასევე, იმ სირთულეების წარმოქმნის შესაძლებლობის გადმოცემა, რომელიც ამ სერიოზულ დაავადებას უკავშირდება. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ამ სიტყვას მეტად ნეგატიური ელფერი ენიჭება. ეს მაშინ, როცა სინამდვილეში იმპოტენცია არის სექსუალური ფუნქციების მძიმე დარღვევა, თუმცა ჩვენს დროში ეს დაავადება კარგად ექვემდებარება მკურნალობას. ამიტომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გახდეს საზოგადოებისგან განცალკევების, ან განდევნის მიზეზი. ხშირად ის, რაც ყოფაცხოვრებაში იმპოტენციად ითვლება, ექიმების ენით ხასიათდება, როგორც ერე ქციისა და სექსუალური გაღიზიანების ნაკლოვანება. ამიტომ ამ სიტყვის „იმპოტენცია" გამოყენებისას ჩვენ ვიგულისხმებთ მის სამედიცინო განმარტებას. სამედიცინო ენციკლოპედიის თანახმად, იმპოტენცია - ეს არის სქესობრივი უძლურება, რომლის დროსაც მამაკაცს არ შესწევს უნარი, შეასრულოს სქესობრივი აქტი. იმპოტენცია შეიძლება იყოს ფიზიოლოგიური, სუბიექტური ან სოციალური ფაქტორების შედეგი.ამრიგად, როცა ვსაუბრობთ იმპოტენციაზე, უნდა ვიგულისხმოთ კომპლექსური მოვლენა, რომელიც გამოიხატება სასქესო ორგანოებისა და ენდოკრინული სისტემის ფუნქციების დარღვევაში და, პათოლოგიურ-ფსიქიური მდგომარეობის გარღვევაში. ძირითადად, სქესობრივი იმპოტენცია არ გვხვდება დამოუკიდებელი დაავადების სახით, იგი სხვა დაავადებების თანმხლები პროცესია. ომპოტენცია შეიძლება განვიტარდეს ენდოკრინული დარღვევების შედეგად, რასაც თავის მხრივ იწვევს თგავის ტვინის ღრმა სტრუქტურების დარღვევა.. ასევე, იმპოტენცია შეიძლება გამოიწვიოს ზურგის ტვინის მოქმედების დარღვევამ, ნერვული ქსოვილებისა და დაბოლოებების დაზიანებამ. მოცემულ შემთხვევაში, იმპოტენცია გამოიხატება, პირველ რიგში, ნორმალური ერექციის უნარის უქონლობაში. იმპოტენციის გამოვლინება ასევე ხდება ეოკულაციის დარღვევაშიც. ეს სიმპტომი სხვა სიმპტომებზე ადრე ვლინდება და უკავშირდება სხვადასხვა უროლოგიურ დაავადებებს, ასევე, თავის ტვინის ქერქში განლაგებული იმ ცენტრების დაზიანებას, რომლებიც განაგებენ სქესობრივ ფუნქციის რეგულირებას. იმპოტენციის ყველაზე გავრცელებული მახასიათებლის - ეოკულაციის აბსოლუტური აჩქარებაც (მაგ.: სქესობრივი აქტის დასაწყისშივე, ან ქალის ორგაზმის მომენტამდე) სქესობრივი ფუნქციის დაღღვევას ნიშნავს. იმპოტენციის სხვა გამოვლინებაა სქესობრივი აქტის არაბუნებრივი ხანგრძლივობა. მრავალი სექსოპათოლოგის აზრით, იმპოტენციის უმეტესი შემთხვევის მიზეზი არის უმაღლესი ნერვული სისტემის მოქმედების დარღვევები, მათ შორის, თანდაყოლილი, თუ შეძენილი ნეირო-ფსიქიკური (ნევროზი, სხვადასხვა დაავადების თანმხლები ნევროლოგიური მდგომარეობა, დეპრესიები და სხვა). ფსიქიკური ტრავმის შემთხვევაში ადამიანის სექსუალური სფერო მეტად დაუცველია. ამრიგად, გარე ფაქტორების ხანგრძლივი მოქმედების შედაგად(მაგ.: გადაღლა, უძილობა, მძიმე მორალური გარემო) სხვა ნევროლოგიური დარღვევების თანხლებით (როგორიცაა: გაღიზიანებადობა, ძილის დარღვევა, ზედმეტი გადაღლა) შეიძლება გამოვლინდეს იმპოტენცია. იმპოტენცია, ანუ სექსუალური გაღიზიანების უკმარისობა, შეიძლება იყოს პირველადი ან მეორადი, სრული ან ნაწილობრივი. იგი შეიძლება გამოვლინდეს სექსუალური აქტის დასაწყისშივე, ან ნორმალური ფუნქციონირების პერიოდის შემდეგ განვითარდეს. ამასთან, იმპოტენციის სიმპტომები შეიძლება მხოლიდ გარკვეულ შემთხვევებში გამომჟღავნდეს, მაგ.: რომელიმე კონკრეტულ პარტნიორთან. სექსუალური გაღიზიანების ნაკლებობის, ანუ იმპოტენციის გავრცელებული მიზეზია პარტნიორისადმი უინტერესობა. მამაკაცი განიცდის დისკომფორტს იმ შემთხვევაშიც, როცა ეჭვი ეპარება თავის შესაძლებლობებსა და კომპეტენტურობაში. მამაკაცის წუხილი ამის თაობაზე შეიძლება გახდეს პირველადი იმპოტენციის მიზეზი, მეორადი იმპოტენციის მიზეზიც გახდეს (იმ შემთხვევაში, როცა პირველადი იმპოტენციის მიზეზი სხვა რამეა). სრული პირველადი იმპოტენცია ძალზე იშვიათად გვხვდება და იგი უკავშირდება ორგანული წარმოშობის ფიზიოლოგიურ პრობლემებს.მსგავსი პრობლემები თითქმის სრულად გამოწვეულია გენიტალიების არასრულფასოვანი და არასწორი განვითარებით, ან გენიტალების განმგებელი ნერვული სისტების განვითარებით. სრული იმპოტენციის გამომწვევი მიზეზია შინაგანი ფსიქოლოგიური პრობლემები. მოცემულ შემთხვევაში უნდა ჩატარდეს პაციენტის სრული სამედიცინო გამოკვლევა და გამოირიცხოს პოტენციის უკმარისობის სხვა მიზეზი, ამის შემდეგ უნდა ჩატარდეს სრული ფსიქოთერაპევტული კურსი, რათა შესაძლებელი გახდეს პაციენტის სრულყოფილი გამოჯანმრთელება. მსგავ სი გაურკვეველი დისფუნქციისათვის დამახასიათებელია სექსუალური ორიენტაციის დარღვევაც. ამრიგად, სქესობრივი კავშირის დამყარებისას მამაკაცი განიცდის შეშფოთებას რაც იწვევს სექსუალური ფუნქციის დარღვევას, რასაც ეძლევა იმპოტენციის ელფერი. ნაწილობრივი იმპოტენცია შესაძლოა შიშის შედეგიც იყოს, როცა მამაკაცს ეშინია , რომ ვერ შეძლებს ქალის დაკმაყოფილებას. ხშირად, მსგვსი ხასიათის შეშფოთებას ისიც ემატება, რომ მამაკაცი არ არის დარწმუნებული სექსუალური ურთიერთობების საკუთარ გამოცდილებაში და ეშინია, რომ სათანადოდ ვერ აღაგზნებს ქალს. მართლაც, ხშირ შემთხვევაში, როცა ქალი ვერ აღწევს სრულ აღგზნებას, სქესობრივი აქტის დასაწყისი მისთვის მტკივნეული და არასასიამოვნო ხდება. ეს ფაქტიც მეტად ნეგატიურ გავლენას ახდენს მამაკაცის პოტენციაზე, რის შემდეგაც მამაკაცმა შესაძლოა ვეღარ შეძლოს სქესობრივი აქტის გაგრძელება. თუ იმპოტენცია ნაწილობრივი, ან არასტაბილურია, მაშინ მისი ძირითადი მიზეზი ფსიქოლოგიურიი პრობლემებია. ნორმალური სქესობრივი თანაცხოვრების შემდეგ წარმოქმნილი იმპოტენცია უკავშირდება პარტნიორებიას ურთიერთობის დარღვევას. საშუალო ასაკში კი შეიძლება ორგანული ხასიათის რაიმე დარღვევის შედეგიც იყოს.ამ ორგანულ მიზეზებს განეკუთვნება ჰორმონული დარღვევა, რაიმე ფიზიოლოგიური დაავადების განვითარება, რომელიც ვეგეტატიურ ნერვულ სისტემაზე მოქმედებს, სევე, ფსიქიური დარღვევები, როგორიცაა დეპრესია, ფართოდ გავრცელებული პრეპარატების მიღების უკუეფექტი (იგულისხმება სხვა დაავადების სამკურნალოდ გამოწერილი წამლები). ამ წამლებს განეკუთვნება: ჰიპერტონიის სამკურნალო მედიკამენტთა ფართო კომპლექსი, ფსიქოტროპული, ან ჰორმონული პრეპარატები. მსგავსი პრეპარატების მიღების შემთხვევაში, პაციენტს ყოველთვის აფრთხილებენ შესაძლო დარღვევებისა და შედეგების შესახებ (სექსუალური ფუნქციის, მათ შორის , ნაწილობრივი მეორადი იმპოტენციის შესახებ).
კატეგორია: პორნო 18+ | ნანახია: 584 | დაამატა: oONETTWOo | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

ონლაინ რადიო

თუ ვიდეოს უყურებთ და ხელს გიშლით ამ რადიოს ხმა,შეგიძლიათ გამოყენოთ დაპაუზების რეჟიმი.

ძებნა

შესვლის ფორმა

მინი-ჩეთი

200

ჩვენი გამოკითხვა

მოგწონს საიტი?
სულ უპასუხა: 101

სტატისტიკა

რეკლამის ადგილი

რეკლამის ადგილი

რეკლამის ადგილი