ყველაზე მსუქან ქალს სიკვდილი ემუქრება - 26 დეკემბერში 2010 - მოგესალმებათ
  • Dominion Template Release Jan10
    Allstarashvili says:
    არ დაგავიწყდეს რომ შეყვარებული გყავს! შენთვის ნაშები ხიხიაა...
  • 6 Preset Styles - 18 Combinations
    Allstarashvili says:  Skype Me დამაSkypდი დოინჯით :))
  • RTL Support
    Allstarashvili says:
    არ დაგავიწყდეს ვისი ნეკნისა ხარ.....

მთავარი » 2010 » დეკემბერი » 26 » ყველაზე მსუქან ქალს სიკვდილი ემუქრება
9:58 AM
ყველაზე მსუქან ქალს სიკვდილი ემუქრება
ოჰაიოელი ტერი სმიტი ექიმებმა გააფრთხილეს, რომ თუ დიეტას არ დაიცავს, მოკვდება.
როცა ტერის წონამ 318 კილოგრამს მიაღწია, გინესის რეკორდების წიგნმა ის მსოფლიოში ყველაზე მსუქან ქალად დაასახელა.

49 წლის აფროამერიკელი ქალი დაახლოებით სამი წელიწადია საწოლს არის მიჯაჭვული. ფეხზე ვერ დგება და საწოლშიც კი დამოუკიდებლად გადაბრუნება უჭირს.
ბოლო ხანს ტერის საშინელი თავის ტკივილები დაეწყო და ექიმები შიშობენ, რომ ტვინში სერიოზული დარღვევები აქვს, შესაძლოა სიმსივნეც კი. სამწუხაროდ, მისი გაშუქებაც შეუძლებელია, რადგან აპარატში ვერ ეტევა.

ტვინი რომ გამოეკვლიათ, ექიმებმა ქალს მკაცრი დიეტა დაუნიშნეს. ტერიმ დაიწყო ჯანსაღი საკვების მიღება და ფიზიკური ვარჯიში (შეძლებისდაგვარად), თუმცა სასურველ შედეგს ჯერ ვერ მიაღწია.

ტერის მეუღლე მაირონი და უფროსი ქალიშვილი უვლიან. ისინი აჭმევენ, ბანენ და საცვლებს უცვლიან. ტერი მეუღლეს წმინდანსა და მფარველ ანგელოზს ეძახის, რადგან ასეთ გასაჭირში არ მიატოვა. თუმცა ტერი ყოველთვის მსუქანი იყო - ჯერ კიდევ 7 წლისა 51 კილოგრამს იწონიდა...
ტერის იმედი აქვს, რომ გახდება. შესაძლოა, ოპერაციაც კი გაუკეთონ.

ექიმებმა გადაწყვიტეს, ის კლივლენდის ზოოპარკში გაეშუქებინათ, აპარატით, რომელსაც სპილოებისა და მარტორქების გამოსაკვლევად იყენებენ, მაგრამ აპარატს ადამიანებისთვის გამოყენების ლიცენზია არ აღმოაჩნდა(!). ასე რომ, ტერის გახდომა მოუწევს.
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 217 | დაამატა: nikushka | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
oONETTWOo
 2010-12-26
+1  
  gind ese gicxovrian gind aparatze ra azri aq iset sicocxles loginshi wve da isic uimedod... texavs magari
უპასუხე      ციტატა

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

ონლაინ რადიო

თუ ვიდეოს უყურებთ და ხელს გიშლით ამ რადიოს ხმა,შეგიძლიათ გამოყენოთ დაპაუზების რეჟიმი.

ძებნა

შესვლის ფორმა

მინი-ჩეთი

200

ჩვენი გამოკითხვა

მოგწონს საიტი?
სულ უპასუხა: 102

სტატისტიკა

რეკლამის ადგილი

რეკლამის ადგილი

რეკლამის ადგილი