• Dominion Template Release Jan10
    Allstarashvili says:
    არ დაგავიწყდეს რომ შეყვარებული გყავს! შენთვის ნაშები ხიხიაა...
  • 6 Preset Styles - 18 Combinations
    Allstarashvili says:  Skype Me დამაSkypდი დოინჯით :))
  • RTL Support
    Allstarashvili says:
    არ დაგავიწყდეს ვისი ნეკნისა ხარ.....

მთავარი » 2011 » იანვარი » 5 » Porsche-მ მოდელი Cayman R-ი გამოუშვა
2:57 AM
Porsche-მ მოდელი Cayman R-ი გამოუშვა


Porsche-მ გამოაქვეყნა პირველი ინფორმაცია თავის "ცეცხლოვან" მოდელზე, რომელმაც მიიღო სახელწოდება Cayman R (Porsche-ს ალფავიტში ასო "R" განსაკუთრებული სპორტული მოდელებისთვისაა განკუთვნილი).

Cayman-ის ახალი ვერსია ნამდვილად განსაკუთრებულია. ის არა მხოლოდ 10 ცხ/ძ-ით ძლიერია Cayman S-თან შედარებით, არამედ 55 კგ-ით მსუბუქიცაა. (Cayman R-ის 3,4-ლიტრიანი ძრავა 330 ცხ/ძ-ს ავითარებს). გარდა ამისა, Cayman R-მა მიიღო უფრო ხისტი საკიდარი და გაძლიერებული მუხრუჭები.



ცხენის ძალების ოდენობისა და შემცირებული მასის წყალობით Cayman-ი, რომელიც აღჭურვილია ორმაგი მოჭიდების მქონე PDK გადაცემათა კოლოფით 0-დან 100 კმ/სთ-მდე სიჩქარეს მხოლოდ 4,9 წამში აღწევს (ეს მხოლოდ 0,2 წმ-ით ნაკლებია Cayman S-ის მაჩვენებელთან შედარებით, მაგრამ Porsche-ს მფლობელებისთვის 5 წამიანი ზღვარის ქვემოთ აღმოჩენა ბევრს ნიშნავს). უფრო მეტიც, პაკეტ Sport Chrono-ს შეკვეთის შემთხვევაში 100-მდე სიჩქარის მიღწევა 4,7 წამშია შესაძლებელი. ახალი ცენტრალურძრავიანი კუპეს მაქსიმალური სიჩქარე მექანიკური გადაცემათა კოლოფით – 282 კმ/სთ-ს, PDK-თი კი 280 კმ/სთ-ს შეადგენს. საწვავის მაქსიმალური ხარჯი 100 კმ-ზე "მექანიკით" 9,7 ლიტრია, PDK-თი – 9,3 ლ.



Cayman R-ის კონცეპციის მთავარი იდეა იმაში მდგომარეობას, რომ კონსტრუქციის თანმიმდევრული შემსუბუქების ხარჯზე გაუმჯობესდეს ამ ორადგილიანი ავტომობილის ტექნიკური მახასიათებლები, დინამიკა და მანევრირება. უფრო მეტი ეკონომიურობა უზრუნველყო მსუბუქი კომპოლნენტების გამოყენებამ და უარის თქმამ ზოგიერთ აღჭურვილობაზე, რომლებიც კომფორტისათვისაა განკუთვნილი . ისევე როგორც 911 GT3/GT3 RS-ის და Boxster Spyder-ის შემთხვევაში Cayman R-სთვისაც ოფციის სახით შემოთავაზებულია მსუბუქი ლითიუმ-იონის აკუმულატორი. ახალი ტოპ-მოდელი აღჭურვილია აგრეთვე ყველაზე მსუბუქი (Porsche-ს პროგრამაში არსებული) 19-დუიმიანი დისკებით: მთლიანი კომპლექტი 40 კგ-ით ნაკლებს იწონის.

ახალი Porsche Cayman R-ის გაყიდვები 2011 წელს დაიწყება.


კატეგორია: გამოგონება | ნანახია: 948 | დაამატა: oONETTWOo | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

ონლაინ რადიო

თუ ვიდეოს უყურებთ და ხელს გიშლით ამ რადიოს ხმა,შეგიძლიათ გამოყენოთ დაპაუზების რეჟიმი.

ძებნა

შესვლის ფორმა

მინი-ჩეთი

200

ჩვენი გამოკითხვა

მოგწონს საიტი?
სულ უპასუხა: 105

სტატისტიკა

რეკლამის ადგილი

რეკლამის ადგილი

რეკლამის ადგილი