• Dominion Template Release Jan10
    Allstarashvili says:
    არ დაგავიწყდეს რომ შეყვარებული გყავს! შენთვის ნაშები ხიხიაა...
  • 6 Preset Styles - 18 Combinations
    Allstarashvili says:  Skype Me დამაSkypდი დოინჯით :))
  • RTL Support
    Allstarashvili says:
    არ დაგავიწყდეს ვისი ნეკნისა ხარ.....

მთავარი » 2011 » იანვარი » 5 » ნანინები
2:10 PM
ნანინები
ნანინები
 
"ნანინა" დედაშვილობის ენაა, პირველშესაწირი ლოცვითი სიტყვა ღვთისა და ადამიანისადმი რწმენის, სიყვარულისა და  სიკეთის გზაზე. ამ ენით იწყებს ლაპარაკს მთელს დედამიწაზე  სამყაროს საოცრება _ დედაშვილობის მადლი. დე, არასოდეს მიწყდეს  "ნანინას" ხმა - უფლისთვის სათნო და ადამიანისათვის - სიმშვიდისა და იმედიანი გათენების მაუწყებელი,  საქართველოს დღეგრძელობის ხმა. კრებულში შესულია თორმეტი "ნანა". ტექსტს  თან ახლავს აუდიო დისკი, რომელსაც ძლისპირად სიამოვნებით მოისმენს თქვენი პატარაც.
 
 
მუსიკალური გაფორმება და მასტერინგი –ზურაბ მჟავია
ტექსტს კითხულობს ავტორი, მარიამ წიკლაური.
© გამომცემლობა "პეგასი" 2009
 
 
 
 
 
ნანები                
 
ნანებო, იავ-ნანებო,
ძილი მოართვით ბიჭსაო,
ნუ იგვიანებთ, გენაცვლეთ,
ფეხ-ფეხ მოჰყევით ბინდსაო.
მზეც დაიღალა ლოდინით,
თვალზე მოედო რულიო,
გაგზრდის და დაგავაჟკაცებს
ღვთის მწყალობელი გულიო.
სულ სიყვარულით გადიხდი
მშობლის უწონელ ვალსაო,
არც გულს დაუჭერ, არც – სიტყვას,
არცა – პურსა და წყალსაო.
ნანებო, იავ-ნანებო,
ძილი მოართვით ბიჭსაო,
ასეთი შვილის პატრონთან
რა ესაქმება ჭირსაო.
ნუ იგვიანებთ, ნანებო,
ფეხ-ფეხ მოჰყევით ბინდსაო,
ცა ვარსკვლავებით დაქარგულ
ხირაულებსა შლისაო.

 

                            ***
ნანინებო, ნანინებო,
მოეფერეთ ბალღსაო,
როკაპებო, ნუ აყეფებთ
ეზოს თავში ძაღლსაო.
არ დაუფრთხოთ მშვიდი ძილი
ჩემს პაწია ბარტყსაო,
თორემ ისე კაპასია,
დაიცრემლებს ღაწვსაო.
ზედ ვარდები მოიწყენენ,
არ იამენ წყალსაო,
ფერად სიზმრებს გააყოლებს
ველად ნიავ-ქარსაო.
ნანინებო, ნანინებო,
მიეფერეთ ბალღსაო,
სხვისთვის რა ვი,
ჩემთვინა კი –
სუყველაზე კარგსაო.
ავტორი: მარიამ წიკლაური

კატეგორია: საბავშვო | ნანახია: 1142 | დაამატა: oONETTWOo | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

ონლაინ რადიო

თუ ვიდეოს უყურებთ და ხელს გიშლით ამ რადიოს ხმა,შეგიძლიათ გამოყენოთ დაპაუზების რეჟიმი.

ძებნა

შესვლის ფორმა

მინი-ჩეთი

200

ჩვენი გამოკითხვა

მოგწონს საიტი?
სულ უპასუხა: 105

სტატისტიკა

რეკლამის ადგილი

რეკლამის ადგილი

რეკლამის ადგილი