• Dominion Template Release Jan10
    Allstarashvili says:
    არ დაგავიწყდეს რომ შეყვარებული გყავს! შენთვის ნაშები ხიხიაა...
  • 6 Preset Styles - 18 Combinations
    Allstarashvili says:  Skype Me დამაSkypდი დოინჯით :))
  • RTL Support
    Allstarashvili says:
    არ დაგავიწყდეს ვისი ნეკნისა ხარ.....

მთავარი » 2011 » იანვარი » 14 » ნაძვის ხის სექსუალური სათამაშოები
4:12 AM
ნაძვის ხის სექსუალური სათამაშოები
ყველამ თუ არა ალბათ, უმრავლესობამ მაინც საშობაო ნაძვის ხე უკვე მორთო კიდეც. ლამაზად მორთული ნაძვის ხე ხომ სასიამოვნო განცდას წარმოშობს არა მხოლოდ ბავშვებში, არამედ დიდებშიც.

მაგრამ საინტერესოა საიდან მოდის ნაძვის ხის მორთვის ტრადიცია?! მაგრამ ერთი რამ დღემდე შემორჩა – ყოველ ახალ წელს სასურველია ნაძვის ხეს ერთი ახალი სათამაშო მაინც შემატო.

ძველი ჰუნები ნაძვს წმინდა ხედ თვლიდნენ და მშობლიური კერის დამცველად მიაჩნდათ. ბავარიაში დასახლებულმა ჰუნებმა ნაძვის ხის თაყვანისცემისა და მორთვის ტრადიცია ჯერ გერმანიაში, ხოლო შემდეგ მთელ ევროპაში გაავრცელეს.

პირველი ნაძვის ხეები 1605 წლიდან ელზასში გამოჩნდა. აქ ყველგან დგამენ ნაძვის ხეს და მის ტოტებზე ჰკიდებენ ფერადი ქაღალდებისაგან გამოჭრილ ვარდებს, ვაშლებს, ნამცხვრებს, შაქრის ნატეხებს და ტკბილეულს. თავდაპირველად ნაძვის ხეებს მხოლოდ მდიდარი ვაჭრებისა და თავადების ოჯახებში ნახავდით. მე-19 საუკუნეში ათასფერად მორთული ნაძვის ხეები გამოჩნდა საფრანგეთის, ინგლისის, გერმანიის, დანიის, ნორვეგიისა და რუსეთის სამეფო სასახლეებში. მოსახლეობამ კი ნაძვის ხის მორთვა მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან დაიწყო.

მოგვიანებით, ყოველ ახალ წელს დიზაინერები ახალ-ახალ სათამაშოებსა და მოსართავ აქსესუარებს იგონებენ მარადმწვანე მზეთუნახავის კიდევ უფრო გასალამაზებლად. ადამიანის ფანტაზიას ხომ საზღვარი არა აქვს და მსოფლოს სხვადასხვა ქვეყანაში ნაძვის ხეებს ათასგვარი სათამაშოებით ამშვენებენ…

გერმანიაში მოდური და პრესტიჟული ყოფილა ნაძვის ხის მორთვა კომპიუტერის დისკებით. აღარაფერს ვამბობთ სხვადასხვა ფერის და ფორმის სათამაშოებზე, წვიმებზე, ბურთებზე… ერთი სიტყვით, არჩევანი თქვენზეა, უამრავი ორიგინალური ხერხი არსებობს საიმისოდ, რომ თქვენი ნაძვის ხე თვალსაც ახარებდეს, გულსაც და თქვენს ბინაში ნამდვილ, სადღესასწაულო განწყობასაც ქმნიდეს.

მაგრამ ასეთ სათამაშოებზე თუ იტყოდით უარს?! პირადად სულაც არ დამაყენა საახალწლო განწყობაზე…  არც სურვილი გამიჩნდა ასეთი სათამაშოები ჩემს ნაძვის ხეზე დამეკიდა… თქვენ?

ესეც ნაძვის ხის სექსუალური სათამაშოები :) ))))


კატეგორია: გამოგონება | ნანახია: 1655 | დაამატა: oONETTWOo | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

ონლაინ რადიო

თუ ვიდეოს უყურებთ და ხელს გიშლით ამ რადიოს ხმა,შეგიძლიათ გამოყენოთ დაპაუზების რეჟიმი.

ძებნა

შესვლის ფორმა

მინი-ჩეთი

200

ჩვენი გამოკითხვა

მოგწონს საიტი?
სულ უპასუხა: 105

სტატისტიკა

რეკლამის ადგილი

რეკლამის ადგილი

რეკლამის ადგილი