• Dominion Template Release Jan10
    Allstarashvili says:
    არ დაგავიწყდეს რომ შეყვარებული გყავს! შენთვის ნაშები ხიხიაა...
  • 6 Preset Styles - 18 Combinations
    Allstarashvili says:  Skype Me დამაSkypდი დოინჯით :))
  • RTL Support
    Allstarashvili says:
    არ დაგავიწყდეს ვისი ნეკნისა ხარ.....

მთავარი » 2010 » დეკემბერი » 12 » ხელოვანები ხუმრობენ 2
4:53 PM
ხელოვანები ხუმრობენ 2

ხელოვანები ხუმრობენ 2


  ერთხელ გრიგოლ ჩარკვიანი პიესა ”ლეკის ქალ გულჯავარში” ასრულებდა დემურ ჩოღლის როლს. ამავე დროს სცენარიუსობდა კიდეც... გრიგოლი მსახიობებს რიგ-რიგობით იძახებდა სცენაზე. დადგა დემურ ჩოღლის გასვლის დროც და სცენარიუსმა დაიძახა:

  -- აბა, დემურ ჩოღლი, მოემზადე შენი გამოსვლაა! - მაგრამ ხმა არავინ გასცა. შემდეგ ისევ ხმამაღლა დაიძახა:
  -- ბიჭო, სადა ხარ, დემურ ჩოღლი, გასვლის დროა! - ხმას არავინ სცემდა.

  სცენაზე მოქმედება შეწყდა. მსახიობები ელოდნენ დემურ ჩოღლის გამოსვლას. კულისებში ჩოჩქოლი შეიქნა. ბოლოს ერთი მოვიდა გონს და შეეკითხა სცენარიუსს:

  -- ბიჭო, გრიგოლ, შენ რა როლს თამაშობ?
  -- ჰო, მართლა, აგერ არ ვყოფილვარ! - ტავისი ბოხი ხმით ჩაილაპარაკა გრიგოლმა და გავარდა სცენაზე.... მაგრამ აქ მეორე უბედურება დაემართა: მას ხელში ეჭირა ქაღალდი, სადაც რეპლიკები ეწერა და რომელიც კულისებში უნდა დაეტოვებინა.


  ვერც ერთი მსახიობი უძრავ სცენებში იმდენ გამძლეობას ვერ იჩენდა, როგორც გრიგოლ ჩარკვიანი. განსაკუთრებით შესანიშნავი იყო ქანდაკებაში. მის ქანდაკებას ყველა განცვიფრებაში და აღტაცებაში მოჰყავდა.

  ერთხელ ქუთაისში დადგეს მონტის ცნობილი პიესა ”კაიუს გრახკი”. გრიგოლი აქ ქანდაკებას ”ასრულებდა”. იგი უძრავად იდგა სცენაზე, ამ დროს ცხვირზე ბუზი დააჯდა და არ ეშვებოდა. გრიგოლმა ვეღარ მოითმინა და თავი გააქნია, მაგრამ აბა, ქანდარას რა გამოეპარებოდა?! გაისმა სიცილი... გრიგოლმა იხტიბარი არ გაიტეხა და განაგრძო თავის პოზაში დგომა. ბუზი არ ეშვებოდა და ცხვირიდან აფრენილი ისევ ნესტოებთან დააფრინდა. გრიგოლმა ვეღარ მოითმინა, უფრო მძლავრად გაიქნია თავი და ხელიც შეაშველა. ბუზი კი გაფრინდა, მაგრამ დარბაზში სიცილ-ხარხარი ატყდა. თან ისმოდა რეპლიკები: ვაშა, გრიგოლ, რეპეტე ...

  მოთმინებიდან გამოსულმა გრიგოლმა მრისხანედ ასძახა ზევით:
  -- რა გაცინებთ, თქვე მამაძაღლებო ?! ვერ გაჩუმდებით ?!
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 933 | დაამატა: oONETTWOo | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

ონლაინ რადიო

თუ ვიდეოს უყურებთ და ხელს გიშლით ამ რადიოს ხმა,შეგიძლიათ გამოყენოთ დაპაუზების რეჟიმი.

ძებნა

შესვლის ფორმა

მინი-ჩეთი

200

ჩვენი გამოკითხვა

მოგწონს საიტი?
სულ უპასუხა: 105

სტატისტიკა

რეკლამის ადგილი

რეკლამის ადგილი

რეკლამის ადგილი