• Dominion Template Release Jan10
    Allstarashvili says:
    არ დაგავიწყდეს რომ შეყვარებული გყავს! შენთვის ნაშები ხიხიაა...
  • 6 Preset Styles - 18 Combinations
    Allstarashvili says:  Skype Me დამაSkypდი დოინჯით :))
  • RTL Support
    Allstarashvili says:
    არ დაგავიწყდეს ვისი ნეკნისა ხარ.....

მთავარი » 2011 » იანვარი » 13 » ჯექსონის ექიმს მკვლელობისთვის გაასამართლებენ
3:56 AM
ჯექსონის ექიმს მკვლელობისთვის გაასამართლებენ
მაიკლ ჯექსონის პირად ექიმს განზრახ მკვლელობისთვის გაასამართლებენ
მაიკლ ჯექსონის პირად ექიმს, კონრად მიურეის განზრახ მკვლელობისთვის გაასამართლებენ.

უცხოური სააგენტოების ცნობით, მოსამართლე მაიკლ პასტორმა კალიფორნიის სამედიცინო საბჭოსგან მიურეისთვის აშშ-ის ტერიტორიაზე ლიცენზიის შეჩერებაც მოითხოვა.


ბრალდების მტკიცებით, ექიმმა მომღერალს გამაყუჩებლებისა და დამამშვიდებლების სასიკვდილო დოზა მისცა, რის შემდეგაც ჯექსონს შესაბამისი დახმარება არ აღმოუჩინა.


ერთ-ერთ მტკიცებად პროკურორს მომღერლის დაცვის წევრის მონათხრობი მოჰყავს, რომლის თანახმადაც, მიურეიმ ჯექსონის საძინებელ ოთახში მხოლოდ სამედიცინო პრეპარატების შეგროვების შემდეგ მისცა სასწრაფო დახმარებისთვის დარეკვის საშუალება.


თუ ბრალდება დადასტურდება, მიურეის გისოსებს მიღმა ოთხი წლის გატარება მოუწევს.


თავად ექიმი ბრალდებას უარყოფს და ამტკიცებს, რომ მისი მოქმედებები არ შეიძლება ყოფილიყო ჯექსონის სიკვდილის მიზეზი. მანამდე სასამართლომ დაადგინა, რომ მომღერლის გარდაცვალების მიზეზი პროპოფოლისა და სხვა სამედიცინო პრეპარატების ზედმეტი დოზით გამოყენება იყო.
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 237 | დაამატა: oONETTWOo | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

ონლაინ რადიო

თუ ვიდეოს უყურებთ და ხელს გიშლით ამ რადიოს ხმა,შეგიძლიათ გამოყენოთ დაპაუზების რეჟიმი.

ძებნა

შესვლის ფორმა

მინი-ჩეთი

200

ჩვენი გამოკითხვა

მოგწონს საიტი?
სულ უპასუხა: 102

სტატისტიკა

რეკლამის ადგილი

რეკლამის ადგილი

რეკლამის ადგილი