• Dominion Template Release Jan10
    Allstarashvili says:
    არ დაგავიწყდეს რომ შეყვარებული გყავს! შენთვის ნაშები ხიხიაა...
  • 6 Preset Styles - 18 Combinations
    Allstarashvili says:  Skype Me დამაSkypდი დოინჯით :))
  • RTL Support
    Allstarashvili says:
    არ დაგავიწყდეს ვისი ნეკნისა ხარ.....

მთავარი » 2011 » იანვარი » 13 » გეიშა
1:07 AM
გეიშა
გეიშა
   გეიშა – სიტყვა აერთიანებს ორ იეროგლიფს გეი – ტალანტი და შია – ადამიანი. ამრიგად , გეიშა – ტალანტის მქონე ქალს აღნიშნავს. მკვლევარები იაპონურ ენაში სიტყვა გეიშას გაჩენას ვარაუდობენ მე-18 საუკუნიდან , თუმცა 11 -12 საუკუნეებში იაპონურ ქრონიკებშიც იხსენიებენ ყმაწვილ გამრთობ ქალებს , რომლებიც იმ ფუნქციებს ასრულებდნენ, რაც შემდგომ დაკავშირებული იყო გეიშასთან. გეიშას უცხოეთში როსკიპის ასოციაცია აქვს , არადა ეს არ შედის მის მოვალეობაში. იგი მსახიობია, რომელსაც იწვევენ გარკვეულ ფასად , გასართობად და მხატვრული სიამოვნებისთვის. გეიშას უნდა შეეძლოს ცეკვა, სიმღერა, სხვადასხვა ისტრუმენტზე დაკვრა, უნდა იყოს ჭკვიანი, გონებამახვილი და კეკლუცი. მან არ უნდა დაკარგოს ქალური ღირსება...
                                                  
გეიშა

გეიშად გახდომა არც ისე ადვილია, რადგანაც ეს ხელოვნება დიდ ცოდნასა და მრავალმხრივ უნარს მოითხოვს. სწავლება იწყება ადრეული ასაკიდან,ზოგჯერ 7 წლიდან. ძალიან ხშირად გეიშას საქმიანობა მემკვიდრეობით გადადის დედიდან ქალიშვილზე. მოწაფე გეიშა სწავლობს სიმღერას, ცეკვას, სამსახიობო ხელოვნებას, დაკვრას სხვადასხვა ისტრუმენტებზე, ყოველმხრივ აფართოებს თავის ცოდნას.  დიდი ყურადღება ეთმობა საუბრის წარმართვას, ჩვევების შესწავლას. მომავალი გეიშები ცხოვრობენ და თავიანთ პროფესიას ეუფლებიან გეიშების კვარტლებში, რომლებსაც – ნისუ ეწოდება.  იაპონიაში გეიშა-მოწაფეს უწოდებენ – მაიკოს. მოწაფეები ატარებენ კიმონოს, ფართო ქამარს- ობი და თმის ძალიან მაღალ ვარცხნილობას , რაც განსხვავებულია იმ გეიშების ვარცხნილობებისაგან, ვინც ამთავრებს სწავლას.
                                                              
გეიშა

გეიშას ქირაობენ სტუმრების გასართობად. ვიდრე სტუმრებს გაუმასპინძლდებოდნენ , გეიშები ხუმრობენ , უკრავენ , მღერიან , ცეკვავენ. ყველაფერი ეს უშუალობის გარემოს ქმნის და ამაღლებს განწყობილებას.უცხოელებს არ შეუძლიათ შეიგრძნონ მთელი ეს ნიუანსები , რადგან მათ არ ესმით იაპონური ენის სინატიფე და გამონათქვამთა ფარული აზრი. როცა გეიშა თავის მოვალეობას შეასრულებს, იგი თავისუფალია და შეუძლია ისე მოიქცეს , როგორც სურს. ნამდვილი გეიშა ჩვეულებრივ ინტიმურად არ უკავშირდება მათ , ვისაც ართობს. თუმც იაპონიაში არის გეიშების ინსტიტუტის ქვედა საფეხურზე მდგომი ე.წ ”ხელოსნები” გოგონები რომლებიც გეიშას ტალანტს მოკლებულნი არიან, მათ- ”გეიშა სარეცელისთვის”უწოდებენ. გეიშა თავის ჰონორარს არ იღებდა, რადგანაც მის საქმიანობას ხელმძღვანელობდა სპეციალური ორგანიზაცია.  საღამოს წინასწარი მოთხოვნის მიხედვით გეიშები მიემართებოდნენ დანიშნულების ადგილებისაკენ. საღამოს წვეულების დამთავრების შემდეგ გეიშა წერდა ”მიმართვას” , სადაც უთითებდა სტუმართა გასართობად დახარჯულ დროს. იგი ჩვეულებრივ თვის ბოლოს იღებდა გასამრჯელოს, რაც დამოკიდებული იყო მის ასაკზე , ოსტატობაზე , პოპულარობაზე და სხვა ფაქტორებზე. დღს გეიშა თავისუფალ ქალად ითვლება. მას შეუძლია გაერთოს დღის საათებში , ითამაშოს გოლფი , მართოს ავტომობილი. დღესდღეობით ტოკიოში ხუთი ათასამდე გეიშა , მთელ იაპონიაში კი 35.000 -მდე გეიშა მუშაობს. თანდათან კლებულობს პროფესიონალი გეიშების რიცხვი. ძნელია ირწმუნო რომ გეიშა შეიქმნა გართობის სპეციფიკური კულტურისთვის, რომელსაც იაპონიაში მამაკაცები საგულდაგულოდ უვლიან.
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1383 | დაამატა: oONETTWOo | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

ონლაინ რადიო

თუ ვიდეოს უყურებთ და ხელს გიშლით ამ რადიოს ხმა,შეგიძლიათ გამოყენოთ დაპაუზების რეჟიმი.

ძებნა

შესვლის ფორმა

მინი-ჩეთი

200

ჩვენი გამოკითხვა

მოგწონს საიტი?
სულ უპასუხა: 105

სტატისტიკა

რეკლამის ადგილი

რეკლამის ადგილი

რეკლამის ადგილი