• Dominion Template Release Jan10
    Allstarashvili says:
    არ დაგავიწყდეს რომ შეყვარებული გყავს! შენთვის ნაშები ხიხიაა...
  • 6 Preset Styles - 18 Combinations
    Allstarashvili says:  Skype Me დამაSkypდი დოინჯით :))
  • RTL Support
    Allstarashvili says:
    არ დაგავიწყდეს ვისი ნეკნისა ხარ.....

მთავარი » 2011 » იანვარი » 16 » ერთი უყვართ, მეორე ცოლად მოჰყავთ... რატომ?
1:13 AM
ერთი უყვართ, მეორე ცოლად მოჰყავთ... რატომ?
http://albums.face.ge/1/c/f/1cf4122202.jpg

სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ, ყველა ქორწინება ზეცაში არ წყდება. თუ სტატისტიკას დავუჯერებთ, 100-დან მხოლოდ 10 ქორწინებაა დიდი და ნათელი გრძნობის შედეგი. ხუმრობენ კიდეც: ქორწინება მომგებიანი ბილეთის გათამაშება არაა, გათამაშებაში შანსი მაინც გაქვს მოგებისო..." დედამიწაზე მცხოვრებთა ნახევარზე მეტი თურმე თავისუფალ ურთიერთობას, ე. წ. სამოქალაქო ქორწინებას არჩევს. ამიტომ ზოგი თვლის, რომ მალე ქორწინება "წითელ წიგნში” შესატანი ურთიერთობის სახე გახდება. გვჯერა თუ არა ამის, თქვენი საქმეა...

მოკლედ, ასეა თუ ისე, მაინც ფაქტია - მამაკაცები ქორწინდებიან. ნეტავ, რა ამოძრავებთ, რა აიძულებს მათ, ასეთი მსხვერპლი შეგნებულად გაიღონ? და ყველაზე საოცარი: რატომ მოჰყავთ ცოლად ერთი, როცა უყვართ მეორე.

მიზეზი 1: დავქორწინდე ლამაზზე, ჭკვიანზე და მდიდარზე...
ერთი ფრთიანი გამოთქმა არსებობს: "გინდათ ჭკვიანი, ლამაზი და მდიდარი ცოლი? - თქვენ 3-ჯერ მოგიწევთ დაქორწინება”.

როცა კაცი საცოლეს ეძებს, წინდაწინ საზღვრავს იმ კრიტერიუმებს, რითაც კანდიდატურა უნდა შეაფასოს, რაც აუცილებლად უნდა ჰქონდეს მის ცოლს, შვილების დედას.

ხშირად ისე ხდება, რომ ვისკენაც გული მიუწევს, იმან სულ არ იცის საყვერელი დედიკოს რეცეპტით გემრიელი ღვეზელების გამოცხობა, ავეჯზე მტვერს ყოველდღე სულაც არ წმენდს და ბავშვის ტირილითაც არაა მაინცდამაინც აღფრთოვანებული, ანუ საერთოდ არ შეესაბამება იდეალური მეუღლის გონებაში თუ ოცნებაში დახატულ სურათს.

გამოსავალი? არსებობს, ცოლად მოიყვანო სხვა, ვინც ცხობასაც, წმენდასაც, რეცხვასაც, დაგვასაც და ბავშვების ტირილის ატანასაც "ფრიადზე” შეძლებს და დედიკოს გერანიებსაც გულისყურით მოუვლის. აი, შეყვარება კი ნებისმიერის შეიძლება, ეგ მოესწრება.

სამწუხაროდ, ასეთ ლოგიკას არც ისე იშვიათად წააწყდებით.

მიზეზი 2: იდეალის ძიებაში
ძალიან ხშირად მამაკაცები (ქალებიც), განსაკუთრებით რომანტიკულ ტრადიციებზე და წიგნებზე გაზრდილები, თავის იდეალს ეძებენ. და მიუხედავად იმისა, რომ იდეალი არ არსებობს (ეს დამტკიცებულია!), პრინციპში ამის ცოდნა მათ ძებნისგან მაინც ვერ ათავისუფლებს. ზოგი მაინც ვერ პოულობს, ბერბიჭად ან შინაბერად რჩება და სძულს ეს "არასრულყოფილი სამყარო”; ზოგი პოულობს, მაგრამ მათ კიდევ უფრო დიდი იმედგაცრუება ელით – იპოვეთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს იდეალი კისერზე ჩამოგეკიდებათ და სიხარულით გეტყვით, რამდენხანს გელოდიო. შეიძლება უკვე სხვისი ცოლი იყოს, ბედნიერი და კმაყოფილი. იქნებ თავისუფალიცაა, მაგრამ თავადაც ძიებაშია, სხვას ეძებს, ის სხვა საერთოდ არ გგავთ თქვენ და ამიტომ "იდეალი” ვერც გამჩნევთ. ასეთ შეუსაბამობებთან შეჯახება სასოწარკვეთილ მამაკაცებს ხშირად უბიძგებთ, იმაზე დაქორწინდნენ, ვინც არ უყვართ. აი, ამ შეთხვევაში, ძვირფასო მამაკაცებო, არასაყვარელი ქალის ცოლად არჩევისას სჯობს პატარძალი კი არა, სიდედრი აარჩიოთ.

მიზეზი 3: მეორედ - ანგარიშით...
პირველ ჯერზე სიყვარულით ქორწინდებიან, მეორედ - ანგარიშით, მესამედ - ჩვევააო... ალბათ ეს ნახევრად ხუმრობაა, მაგრამ მხოლოდ ნახევრად. ჩვენს ფინანსურად არასტაბილურ დროში მამაკაცებს ძალიან სჭირდებათ ხვალინდელი დღის უზრუნველყოფის გარანტია.

როცა ანგარებიან ქორწინებას ვახსენებთ, აქ მარტო ფინანსურ მხარეს არ ვგულისხმობთ. მამაკაცის გათვლა მიმართულია ძალაუფლებისკენ, კარიერული წინსვლისკენ, საზოგადოებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ, პოპულარობის ზრდისკენ და ცოლის სხვა თანმხლები პრივილეგიებისკენ. როცა ამ ჩამონათვალზეა საუბარი, ძალიან იშვიათია მამაკაცი, რომელიც ცდუნებას გაუძლებს და სიყვარულის სასარგებლოდ გააკეთებს არჩევანს. ეს ასე მაშინაც არ მოხდება, თუ ამ პრივილეგიებით აღჭურვილი მომავალი მეუღლე 15 წლით უფროსია, ლამაზიც არაა, კბილები ჩადგმული აქვს და ასე შემდეგ.

მიზეზი 4: დაქორწინებულები უფრო დიდხანს ცოცხლობენ…
ერთ ჩემს მეგობარს არაფრით სჯეროდა, რომ ცოლიანები უფრო დიდხანს ცოცხლობდნენ, სანამ ცოლი თვითონ არ მოიყვანა. და არაფერი არაბუნებრივი იმაში არაა, რომ ნორმალური მამაკაცი ოცნებობს ოჯახზე, მისაღებში შვილთან ერთად ლურსმნების მიჭედებაზე, კვირაობით ოჯახური პელმენების დაგემოვნებაზე. რეალურად ეს ჩუმი ბედნიერება უმრავლესობას მხოლოდ ესიზმრება, მოზარდობაში მოჩვენებებს დავსდევთ, ზრდასრულობაში შეცდომის შიშით ყველას და ყველაფერს გამადიდებელი შუშით ვაკვირდებით, საბოლოოდ ვერაფერს ვწყვეტთ და როცა ჩვენს ირგვლივ ყველა "ბუდეს” გაიკეთებს, საკუთარ თავს ვუბრაზდებით, შემოვუძახებთ, ნათესავები და მეგობრებიც გვეხმარებიან... შედეგად, ლექსიკონში ჩნდება სიტყვა "საჭიროა” და ეს სიტყვა საბოლოოდ ქორწილში გადაიზრდება ხოლმე, თანაც პირველ შემხვედრ მარტოხელა ქალთან, ამ სიტუაციაში სიყვარულის მსგავსიც არაფერია.

ბავშვებმაც კი იციან დღეს, რომ სრულფასოვანი ოჯახის შესაქმნელად მარტო "საჭიროა” კატასტროფულად არ კმარა. გაცილებით მეტია აუცილებელი.

მიზეზი 5: ქორწინება ქორწინებაა..
უსიყვარულოდ ქორწინებისთვის ათასი მიზეზი არსებობს. აპირებ დაშორდე და მეგობარი ქალი მოულოდნელად დაორსულდება, ან უცებ მოგინდება ცხოვრების რიტმი შეცვალო (ყველაფერი უკვე მოგბეზრდა, ყველაფერი ნაცადია და სიახლე გინდა), შეიძლება იმის სურვილმა გძლიოს, რომ უყვარდე ვინმეს, მაშინაც კი თუ შენ თვითონ არ გიყვარს; გეშინია მარტოობის, მოხუცებულობის, უძლურების და კიდევ ბევრი რამის. არადა, ასეთი ქორწინებები მარცხისთვისაა განწირული, იქნებ გაყრის თვალსაზრისით ყოველთვის არა, მაგრამ გრძნობების, გაგების, ურთიერთპატივისცემის და მხარდაჭერის მხრივ – აუცილებლად.. ალალბედზე ქორწინება და შემთხვევითი კავშირია ასეთი ერთად ყოფნა, ერთადერთი რამ, რაც არაა ასეთ დროს შემთხვევითი – ბავშვებია.

ჰო, მიზეზი ბევრნაირია, ბევრნაირია შედეგიც:
ძალიან გულსატკენია, იმის მიხვედრა და დანახვა, რომ დღეს მამაკაცები უფრო ხშირად თანხმდებიან მცირედზე, უფრო ხშირად მორჩილდებიან ბედს და საბოლოოდ, საკუთარ თავს ყველაზე მთავარს - სიყვარულს აკლებენ.
კატეგორია: სიყვარული | ნანახია: 1063 | დაამატა: oONETTWOo | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

ონლაინ რადიო

თუ ვიდეოს უყურებთ და ხელს გიშლით ამ რადიოს ხმა,შეგიძლიათ გამოყენოთ დაპაუზების რეჟიმი.

ძებნა

შესვლის ფორმა

მინი-ჩეთი

200

ჩვენი გამოკითხვა

მოგწონს საიტი?
სულ უპასუხა: 105

სტატისტიკა

რეკლამის ადგილი

რეკლამის ადგილი

რეკლამის ადგილი