• Dominion Template Release Jan10
    Allstarashvili says:
    არ დაგავიწყდეს რომ შეყვარებული გყავს! შენთვის ნაშები ხიხიაა...
  • 6 Preset Styles - 18 Combinations
    Allstarashvili says:  Skype Me დამაSkypდი დოინჯით :))
  • RTL Support
    Allstarashvili says:
    არ დაგავიწყდეს ვისი ნეკნისა ხარ.....

მთავარი » 2010 » დეკემბერი » 12 » ელვა
4:57 PM
ელვა

ელვა


  ელვა უბრალო ელექტრული განმუხტვაა, რომელიც წარმოიშობა ჭექა-ქუხილის დროს. გამთბარი და ტენიანი ჰაერის მძლავრი ვერტიკალური დინებები ჰაერის ნაკადებს ახვედრებს ღრუბლებს. ხახუნის შედეგად ელექტროვდებიან წყლის ორთქლის წვეთები და ყინულის კრისტალები, რომლებიც წარმოშობენ ღრუბელს. როცა ელექტრული მუხტი დიდ სიდიდეს აღწევს და ღრუბელსა და დედამიწას შორის წარმოიშობა პოტენციალთა მაღალი სხვაობა, ჰაერში ჩნდება ელექტრული ნაპრალი - ღრუბლიდან დედამიწისკენ (ან პირიქით), ხდება ელექტრული განმუხტვა, რასაც ჩვენ ვუწოდებთ ელვას.

  ელვის პირველ საფეხურს წარმოადგენს შედარებით ნელა განვითარებადი არხი, რომელსაც ლიდერი ეწოდება. იგი გზას ხსნის შემდგომი განმუხტვისათვის. მას შემდეგ, რაც ლიდერი დაამთავრებს თავის გზას, წარმოქმნილ არხში გაივლის ღრუბლის უახლოეს ნაწილში თავმოყრილი მუხტის მთელი მასა. ახლა როცა არხს უკვე აქვს მაღალი გამტარუნარიანობა, განმუხტვა ხდება რამდენიმე ათასი კილომეტრის სიჩქარის წამში.

  ადამიანის თვალი ხედავს მხოლოდ სინათლის ცეცხლოვან ზოლს. მას არ ძალუძს დაინახოს მთელი ის პროცესი რომელსაც ელვა ეწოდება. თანამედროვე ფოტოგრაფიული ტექნიკა საშუალებას გვაძლევს მთლიანად აღვბეჭდოთ ელვის წარმოშობისა და განვითარების რთული პროცესი.

  დენის გავლისას არხში ჰაერი ხურდება რემდენიმე ათას გრადუსამდე. ასეთი სწრაფი და ძლიერი გახურება იწვევს ჰაერის ჩქარ გაფართოებას რაც მოგვაგონებს აფეთქებას. აფეთქება იწვევს გარემომცველი ჰაერის შერყევას, რასაც თან ახლავს აფეთქების ძლიერი ტალღა. ბგერით მოვლენებს, რომლებიც ამ დროს წარმოიშობა, ეწოდება ქუხილი.
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 929 | დაამატა: oONETTWOo | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

ონლაინ რადიო

თუ ვიდეოს უყურებთ და ხელს გიშლით ამ რადიოს ხმა,შეგიძლიათ გამოყენოთ დაპაუზების რეჟიმი.

ძებნა

შესვლის ფორმა

მინი-ჩეთი

200

ჩვენი გამოკითხვა

მოგწონს საიტი?
სულ უპასუხა: 105

სტატისტიკა

რეკლამის ადგილი

რეკლამის ადგილი

რეკლამის ადგილი