• Dominion Template Release Jan10
    Allstarashvili says:
    არ დაგავიწყდეს რომ შეყვარებული გყავს! შენთვის ნაშები ხიხიაა...
  • 6 Preset Styles - 18 Combinations
    Allstarashvili says:  Skype Me დამაSkypდი დოინჯით :))
  • RTL Support
    Allstarashvili says:
    არ დაგავიწყდეს ვისი ნეკნისა ხარ.....

მთავარი » 2011 » იანვარი » 10 » ექსპრომტები
6:10 PM
ექსპრომტები

მონადირე აღესრულება და ღრუბლებში, ღმერთთან მოხვდება. ღმერთი მოკლული, უდანაშაულო ცხოველების და ფრინველების სისხლისთვის დასჯის, კურდღელად გადააქცევს და უკან დააბრუნებს.

ცოტა ხნის შემდეგ გამოუცდელი კურდღელი ხაფანგში გაებმება. კიდევ ცოტა ხნის შემდეგ ხაფანგის პატრონიც გამოჩნდება. კურდღელი თხოვს მონადირეს:

– გამიშვი ძალიან გთხოვ, შეიძლებ არ დამიჯერო, მაგრამ წინა ცხოვრებაში მეც მონადირე ვიყავი ...

– მით უარესი მეგობარო, მე წინა ცხოვრებაში კურდღელი ვიყავი ....
....

ოჯახური გასვლა სათევზაოდ:

– ქალო თევზი შეწვი,

– ჯერ ხომ არ დაგიჭერია?

– შენ დაიწყე, თევზი იქნება ...
....

სამი მეგობარი შეხვდა ერთმანეთს და საკუთარი ძაღლების ღირსებებზე საუბრობენ.

ერთი ამბობს:

– ერთხელ სანადიროდ წასულს თოფის ტყვიები სახლში დამრჩა, დავაყნოსინე ჩემს ძაღლს თოფზე და გავუშვი, ცოტა ხანში ჩემმა მურიამ ტყვიები მომირბენინა;

მეორე ამბობს:

– ერთხელ მე ტყვიები წავიღე სანადიროდ თოფი კი დამრჩა, დავაყნოსვინე ჩემს ძაღლს ტყვიებზე და სახლისკენ ..., ცოტა ხანში ჩემმა თოფი წამომაწია;

მესამე ამბობს:

– მე ერთხელ ცოლთან ერთად საბანაოდ მივდიოდი, საცურაო კოსტუმი კი სახლში დარჩენია, ჰოდა ჩემს ძაღლს ცოლის ფეხებს შუა ვაყნოსინე, წარმოგიდგენიათ ჩემი მეზობელი პენისით მომითრია ...


....
მამა-შვილი მდინარის პირას სხედან და თევზაობენ. თევზი არ მოდის, ერთი ცალიც ვერ დაიჭირეს. მიუტრიალდა მამა შვილს და სთხოვა:

– შვილო, დედამ რომ ბუტერბროდები გამოგვატანა, ამოალაგე და ვჭამოთ ...

– მამი მე უკვე ყველა შევჭამე.

გადის ორი საათი, თევზი ისევ არ მოდის, დამშეული კაცი ისევ სთხოვს თავის ვაჟკაცს:

– შვილო, ყველი და პური რომ გამოვიყოლეთ ის მაინც ვჭამოთ ...

– მამი მე უკვე ყველა შევჭამე.

ბოლოს მოსაღამოვდა, წასვლის დროა, თევზი ისევ არ მოდის, მიუტრიალდა მამა შვილს და ეუბნება:

– მიდი შვილო, ეს თევზის ჭიაყელებიც მიაყოლე ბარემ და სახლში წავიდეთ .


....
ახალბედა მონადირე ახლობლებს უყვებოდა დათვზე ნადირობის შესახებ:

– დავინახე დათვი, მოვუშვი ახლოს, თოფმა კი არ გაისროლა; გამომეკიდა, გავიქეცი, მაგრამ რას გაასწრებ, ავძვერი ხეზე; უცებ ფეხი დაუცურდა და დაიმტვრა ... ჩამოვედი და სულ კონდახი ვურტყი თავში ...

– ვაა, შენ რა მამაცი ყოფილხარ, შენს ადგილზე მე ჩავისვრიდი, წამოიძახა ერთ-ერთმა.

– აბა შენ რა გგონია რაზე დაცურდა?

კატეგორია: გასართობი | ნანახია: 1088 | დაამატა: oONETTWOo | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

ონლაინ რადიო

თუ ვიდეოს უყურებთ და ხელს გიშლით ამ რადიოს ხმა,შეგიძლიათ გამოყენოთ დაპაუზების რეჟიმი.

ძებნა

შესვლის ფორმა

მინი-ჩეთი

200

ჩვენი გამოკითხვა

მოგწონს საიტი?
სულ უპასუხა: 105

სტატისტიკა

რეკლამის ადგილი

რეკლამის ადგილი

რეკლამის ადგილი