• Dominion Template Release Jan10
    Allstarashvili says:
    არ დაგავიწყდეს რომ შეყვარებული გყავს! შენთვის ნაშები ხიხიაა...
  • 6 Preset Styles - 18 Combinations
    Allstarashvili says:  Skype Me დამაSkypდი დოინჯით :))
  • RTL Support
    Allstarashvili says:
    არ დაგავიწყდეს ვისი ნეკნისა ხარ.....

მთავარი » 2010 » დეკემბერი » 18 » დღესასწაულები და ადათ–წესები
4:43 AM
დღესასწაულები და ადათ–წესები

ალილო

ლანჩხუთში, ტრადიციულად, შობა დღეს ტარდება საეკლესიო დღესასწაული _ ალილო. შუხუთის წმიდა გიორგისა და ქალაქის ივერიის ღვთისმშობლის ეკლესიებიდან ერთმანეთის შესახევედრად გამოდის ხარ–ურემი, რომელსაც მოჰყვება მრევლი, რომელიც მოსახლეობისაგან აგროვებს საახალწლო ნობათს. შემდეგ ორივე ხარ–ურემი ქალაქის ქუჩებს ერთად შემოივლის. ბოლოს კი შეგროვილ ნობათს ეკლესია გაჭირვებულ მოსახლეობაში არიგებს.

დღესასწაულები და ადათ–წესები - Copy of DSC05128.JPG

კალანდა


კალანდა, ანუ იგივე კალანდრა, კალნდობა _ სულხან-საბას ლექსიკონის მიხედვით წლის თავს, ახალწელიწადს ნიშნავს. გურულები განსაკუთრებულად ხვდებოდნენ კალანდას. ოთახს ამშვენებდა კურკანტელას მარცვლებითა და ფოჩიანი კანფეტებით დამშვენებული ჩიჩილაკი, რომელსაც გურული კაცი თხილის ნედლი შტოდან თლიდა. მაგიური ძალა ჰქონდა ჩიჩილაკს, გადამდები სიხარულით აგავსებდა და ისეთი ლამაზი იყო, თვალს ვერ მოაშორებდი თურმე. თოვლის პაპაც გვყავდა გურულებს _ თეთრნაბადიანი, თეთრწვერა, ყაბალახიანი ბაბუა, რომელსაც გუდაში ბავშვებისთვის ჩურჩხელები, ნაზუქები, ჩირები, გოზინაყები და ხის თოჯინები ჩაეწყო.

ერთი კვირით ადრე ემზადებოდნენ გურიაში კალანდის შესახვედრად. საბა იმასაც ამბობს, კალანდა წლის თავია, 'რომელთა იმძნიანო'. მძნა თავის მხრივ 'ბოროტად დათქმაა' და კარგად მოგეხსენებათ, როგორ იცავდნენ გურულები წინაპართაგან გადმოცემულ ადათ-წესებს. ამიტომ კალანდასაც შესაშური სიუხვით ხვდებოდნენ: იკვლებოდა საკალანდოდ საგანგებოდ გასუქებული ღორი, ქათმები, ინდაური, ბატი თუ იხვი; იზილებოდა ღომი, ცხვებოდა კეცის მჭადები და ჭყინტყველიანი ხაჭაპურები, უტკბილესი ნაზუქები; კეთდებოდა თითებჩასატკვერი საცივი. დედები და ბებიები გადანახულ ჩურჩხელებსა და ჩირებს გამოამზეურებდნენ, ადესისა და კამურის მათრობელა სუნი იგრძნობოდა ჰაერში, ჭურიდან დოქში, დოქიდან თლილ ჭიქებში მირაკრაკებდა ბახუსის გურული სითხე. ეწყობოდა ტაბლა. გურული კაცის მრავალწევრიან თბილ კერას ჭრაქის შუქი ანათებდა. მხიარულად გიზგიზებდა ბუხარი. საქეიფოდ ემზადებოდა ოჯახის თავი. მინიმუმ ათი დღე მაინც არ ეკარებოდა ღვინოს, თავს ინახავდა საკალანდოდ. 12 საათის მოსვლამდე ყველანი ახალ-ახალ ტანსაცმელში გამოეწყობოდნენ, მორთულ-მოკაზმულები გაწყობილ სუფრას შემოუსხდებოდნენ და თითებზე ითვლიდნენ ახალ წლამდე დარჩენილ წამებს. დადგებოდა ეს ნანატრი დრო, გავარდებოდა ფიშტო, აყეფდებოდნენ ეზოს ძაღლები, დაიგუგუნებდა ხასანბეგურა, კრიმანჭულს იტყოდა ვიღაცა და აიწეოდა პირველი ჭიქა გურული გლეხის ოჯახში: მშვიდობას გაუმარჯოს ხალხოო, ღმერთმა სიკეთე და სიუხვე ნუ მოგვაკლოსო, დაილოცებოდა და სტუმრებს დაელოდებოდა.
მერე ალილოზე გადადიოდნენ ერთმანეთთან, სიმღერ-სიმღერ, სიმთვრალეშეპარულები ბანცალ-ბანცალ მიუყვებოდნენ კრიმანჭულივით ჩახლართულ შუკებს. იყო გაუთავებელი მილოცვა-დალოცვები, ღვინის სმა და ამდენი სიმღერისგან ქანცგამოცლილ გურულებს სადაც უღამდებოდათ, იქ უთენდებოდათ და ასე გრძელდებოდა შობამდე... ხარობდნენ გურულები, მომავლის იმედითა და ერთმანეთის სიყვარულით ხვდებოდნენ კალანდას, თვრებოდნენ და ისეთი კარგები იყვნენ, მათი შემყურე ქვევრში დამალული ჭინკა გულიანად იცინოდა. გადამდები სიხარულით ავსებდა ადამიანს გურული მაყარივით დიდებულად მორთული ჩიჩილაკი.

დღესასწაულები და ადათ–წესები - Chichilaki.JPG

ლელობურთი

თენდება აღდგომის დილა. ღამენათევი სამწყსო ტაძრიდან გამოდის. ზოგი მართლა მორწმუნეა, ზოგსაც უნდა იყოს მორწმუნე, ზოგიც კიდევ სახელად არის მოსული, ზოგი ბოლომდე უძლებს  ლიტანიას, ზოგიც _ ვერა. სოფელი ასეთია. დილიდან კი სოფელი იცვლება, თუმცა რა მნიშვნელობა აქვს რა ამინდია. სოფელი ივსება ემოციით და ძალით. ლელო უნდა გავარდეს. მოხუცებისთვის ეს ტკბილი მოგონებაა, ბავშვებისთვის დიდობის ოცნება. შუათანა თაობას კი სისხლი ნელნელა უჩქროლდება. მაგას რა მნიშვნელობა აქვს, ვინ თამაშობს და ვინ არა. მთავარია ლელო გავარდეს.
სულის შეხუთვა, ძვლების ჭახაჭუხი, ოფლი და მტვერი, ყველაფერი ერთად აზელილი. მხოლოდ ერთი აზრი გამოძრავებს, წინ უნდა მიაწვე. არა, ისე ხუმრობა იქით იყოს და ხანდახან კბენაც მოდის ლელოში.
ჰასანბეგ თავდგირიძეს აზნაურმა ერასტი ჭყონიამ ხმლის ერთი დაკვრით რომ მოჰკვეთა თავი შუხუთთან ბრძოლაში, მაგის სახელზეა დაწერილი ჰასანბეგურა და მაგის სახელზეა ლელოს თამაშიც შუხუთში. ისტორიას ასე შემოუნახია ეს ბრძოლა. ,,გურულებმა ხელჩართულ ბრძოლაში სულ ხელისკვრით და მიწოლით გადაყარეს თათრები ჩოლოქს გადაღმაო". ჰასანბეგის 9 ათასიან არმიასთან ბრძოლის რიტუალია, იგივე ლელო შუხუთში. ვისაც რამდენი კაციც შეგიძლიათ ომში გამოიყვანეთო, შემოუთვლია ჰასანბეგს. ლელოშიც ასეა. ვისაც  რამდენი შეუძლია, იმდენი მოთამაშე გამოყავს.
ლელო ომია, იგივე თამაშად ქცეული, როგორც ხორუმია, როკვად დარჩენილი ომისწინა საბრძოლო რიტუალი.

დღესასწაულები და ადათ–წესები - PICT0009.JPG

დღესასწაულები და ადათ–წესები - PICT0018.JPG

ღვთისმშობლობა

21 სექტემბერს, ღვთისმშობლობის ბრწყინვალე დღესასწაულს სამება–ჯიხეთის დედათა მონასტერში განსაკუთრებულად აღნიშნავენ. ტაძარი ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობისაა. ამ დღეს ჯიხეთის მონასტერს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან არაერთი სტუმარი ჰყავს.

დღესასწაულები და ადათ–წესები - EVROSABCHO 011.jpg

დღესასწაულები და ადათ–წესები - Rvtismshobeli.jpg

დოღი და ცხენბურთი

ლანჩხუთი განთქმულია ისეთი ტრადიციული თამაშობებით, როგორებიცაა დოღო და ცხენბურთი. წყალწმინდაში დღესაც იმართება დოღი და ის რამდენიმე დღით ასწრებს ბახმაროს ტრადიციულ და სახენგანთქმულ დოღს, რომელიც ფერისცვალება დღეს ტარდება.
რაც შეეხება ცხენბურთს, იგი ბოლო დროს იშვიათობა გახდა, თუმცა გურიის აწ უკვე ყოფილი გუბერნატორის, მიხო სვიმონიშვილის ხელშეწყობით ბოლო წლებში რამდენჯერმე გაიმართა. გურულმა ცხენბურთელებმა ბოლოს აბაშელ ცხენბურთელებს მოუგეს.

დღესასწაულები და ადათ–წესები - DSC02442.JPG

დღესასწაულები და ადათ–წესები - cxenburtis foto.jpg

ჯიხეთობა

4 დეკემბერს ლანჩხუთის სამება-ჯიხეთის დედათა მონასტრის დაარსებასა და ჯიხეთობის დღესაწაულთან დაკავშირებით საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან საეკლესიო პირებსა და მრავალ სტუმარს ელოდებიან. ამ დღეს წირვა–ლოცვას აღავლენს შემოქმედის მიტროპოლიტი იოანე (კიკვაძე).
ჯიხეთის მონასტრის წინამძღვარია არქიმანდრიტი ანდრია (კბილაშვილი).

დღესასწაულები და ადათ–წესები - EVROSABCHO 006.jpg

დღესასწაულები და ადათ–წესები - Picture 017.jpg


კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1626 | დაამატა: oONETTWOo | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

ონლაინ რადიო

თუ ვიდეოს უყურებთ და ხელს გიშლით ამ რადიოს ხმა,შეგიძლიათ გამოყენოთ დაპაუზების რეჟიმი.

ძებნა

შესვლის ფორმა

მინი-ჩეთი

200

ჩვენი გამოკითხვა

მოგწონს საიტი?
სულ უპასუხა: 105

სტატისტიკა

რეკლამის ადგილი

რეკლამის ადგილი

რეკლამის ადგილი