• Dominion Template Release Jan10
    Allstarashvili says:
    არ დაგავიწყდეს რომ შეყვარებული გყავს! შენთვის ნაშები ხიხიაა...
  • 6 Preset Styles - 18 Combinations
    Allstarashvili says:  Skype Me დამაSkypდი დოინჯით :))
  • RTL Support
    Allstarashvili says:
    არ დაგავიწყდეს ვისი ნეკნისა ხარ.....

მთავარი » 2011 » იანვარი » 5 » ctrl+s მელოდრამა თინეიჯერებისთვის
3:18 AM
ctrl+s მელოდრამა თინეიჯერებისთვის
http://lady.ge/150_kkhgfdkk.jpgctrl+s მელოდრამა თინეიჯერებისთვის

საახალწლოდ "ფორმულა კრეატივი” თინეიჯერულ მელოდრამას შემოგვთავაზებს.

ფილმის სახელწოდება "ctrl+s” იქნება და მსახიობები, პირველად ქართულ კინოსივრცეში, facebook-is სოციალური ქსელის მეშვეობით შეირჩევიან.

სიუჟეტი 17 წლის გოგონას – გვანცას და მის თანაკლასელ ბიჭს შორის ვითარდება.

გვანცას ბავშვობიდან უყვარს სანდრო, ხშირად წერს - ძირითადად საკუთარ თავზე, მისი რჩეული კი ფოტოგრაფიით არის გატაცებული.

ფილმში არიან სხვა პერსონაჟებიც, თუმცა მათი ასაკი შედარებით დიდია და შერჩევაც სამსახიობო წრეში გაცილებით იოლი იქნება.

დანარჩენს, სავარაუდოდ, იანვრის ბოლოს, კინოთეატრის ეკრანებზე თავად იხილავთ.


ლევან ლომინაძე (სცენარის ავტორი) :


"ფილმის მთავარი გმირი გოგონა, ხშირად წერს თავის შესახებ (ვორდში). როგორც იცით, კონტროლ ესი, ნიშნავს რამის შენახვას მოცემულ მომენტში და ამას აკეთებ მაშინ, როცა ის ძალიან მოგწონს და გინდა, რომ არ დაგეკარგოს... გოგონას უჩნდება იდეა, რომ ცხოვრებაშიც შეიძლებოდეს რაღაცეების შენახვა; მაგალითად გრძნობები, რომელიც უკვე პიკშია და იმ დროს ყველაზე წმინდაა – შეინახოს ზუსტად ისეთი, როგორიც იმ მომენტშია. გამოუვა თუ არა, ამას ფილმის გამოსვლის შემდეგ გაიგებთ.


”ctrl + s” ზოგადად თინეიჯერების პრობლემას ასახავს, იმას, რაც ძალიან ქართულია, თუმცა ეს არ გამორიცხავს, რომ საზღვარგარეთაც გახდეს პოპულარული. მე განცდა მაქვს, რომ თინეიჯერების საკულტო (ჰიტ) ფილმს ვაკეთებთ.”


სრულყოფილი სცენარის მოსამზადებლად ფორმულა კრეატივის გუნდს დაახლოებით ერთი თვე დასჭირდა. ფილმის პროდუსერი მიშა მშვილდაძეა, რეჟისორი – რატი რამიშვილი.
კასტინგის პირველი ეტაპის შედეგები სულ ცოტა ხანში გახდება ცნობილი, პროექტის საბოლოო შედეგს კი ორიოდე თვეში შევაფასებთ.

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1069 | დაამატა: oONETTWOo | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

ონლაინ რადიო

თუ ვიდეოს უყურებთ და ხელს გიშლით ამ რადიოს ხმა,შეგიძლიათ გამოყენოთ დაპაუზების რეჟიმი.

ძებნა

შესვლის ფორმა

მინი-ჩეთი

200

ჩვენი გამოკითხვა

მოგწონს საიტი?
სულ უპასუხა: 105

სტატისტიკა

რეკლამის ადგილი

რეკლამის ადგილი

რეკლამის ადგილი