• Dominion Template Release Jan10
    Allstarashvili says:
    არ დაგავიწყდეს რომ შეყვარებული გყავს! შენთვის ნაშები ხიხიაა...
  • 6 Preset Styles - 18 Combinations
    Allstarashvili says:  Skype Me დამაSkypდი დოინჯით :))
  • RTL Support
    Allstarashvili says:
    არ დაგავიწყდეს ვისი ნეკნისა ხარ.....

მთავარი » 2011 » იანვარი » 10 » ჩემი იშვიათი აღშფოთებათაგანი
8:49 PM
ჩემი იშვიათი აღშფოთებათაგანი


                         

ორიოდ დღის წინ ფეისბუქზე გამომიგზავნეს მოწვევა: წამოხვალთ თუ არა ირანის საელჩოსთან აქციაზე: გაუქმდეს სიკვდილით დასჯა ირანში.
მოვიყვან მშრალ სტატისტიკას: სათაყვანებელი ვიკიპედიის და «Amnesty International» მიხედვით "в 2008 году наибольшее количество смертных казней имело место в Китае (1 718). В 2008 году в Иране число казнённых составило, как минимум, 346, в Саудовской Аравии — 102, в США − 37, в Пакистане — 36, в Ираке — 34. Всего в 2008 году были казнены 2 тыс. 390 человек в 25 странах.”
მგონი არც ისე ბევრია, ბევრად მეტი იღუპება ბზიკის ნაკბენით :) ცნობისთვის, ყოველ ოცდაშვიდ წუთში იღუპება ერთი ადამიანი ნაღმის აფეთქებისგან. ანუ წელიწადში დაახლოებით 19 500
ჰოდა თუ აქციები აუცილებლად უნდა მოაწყონ, ძალიან მაინტერესებს იგივე აქციებს რატომ არ აწყობენ რუსეთის, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ან თუნდაც ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოებთან, აბა ამერიკაში არ სჯიან სიკვდილით? საიდან ის ოცდაჩვიდმეტი კაცი? თუ სიკვდილით დასჯას არადემოკრატიულად თვლიან, მოდი ჯერ დემოკრატიული სახელმწიფოებიდან დაიწყონ, ან იმ სახელმწიფოებიდან მაინც, ვინც თავის თავს დემოკრატიულად ასაღებენ. კარგი, ისინი გვაყრიან თვალში ნაცარს,  რომ დემოკრატიულები ვართო, გვაყრიან, გვაწყობს და უნდა დავიჯეროთ, მაგრამ რატომ ყვებიან ესენი ვეღარ გავიგე, თუ რეალურად გინდათ რაიმე უკეთესობისკენ შეცვალოთ, მაშინ მაშინ მოვაწყოთ აქცია ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების წინააღმდეგ, რეალურად სასიკვდილო საფრთხეა, უფრო მეტი კი დასახიჩრებული და დახეიბრებულებია. თან ვინც სახიჩრდება არა მგონია რომელიმეს ქონდეს ელემენტარულად პროთეზის ფულიც კი, ტყეში არც ისე
სამხედრო საქმის დიდი სპეციალისტი არა ვარ, მაგრამ ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების მიზეზი არაა მოკლას ჯარისკაცი, მისი მიზანია რომ დაასახიჩროს, ამით უფრი ამძიმებს სიტუაციას, დაჭრილი ჯარისკაცი სასწრაფოდ საჭიროებს ევაკუაციას და ჰოსპიტალიზაციას, ძირითადად ქვედა კიდურების დასახიჩრება ხდება, ზოგჯერ სულაც მოგლეჯა, მიზანიც მიღწეულია, ათეული ან ასეული მოძრაობას ვერ ახერხებს წინ, რადგან ჯერ ერთი საფრთხეა და თვითონაც აფეთქდნენ შეიძლება, უკანაც ნელა ბრუნდებიან, რადგან დასახიჩრებული ჯარისკაცის წაყვანა უხდებათ… ასეთია გეგმა.
ომის დროს გეგმა რა თქმა უნდა ამართლებს, მაგრამ გამარხული ნაღმების გაუვნებელყოფა ძვირი ჯდება, ნაღმები მრავალნაირია, დანაღმვა უმარტივესია, გამნაღმველებისთვის კი თავის ტეხვაა, მით უმეტეს ნაღმების ფართო არჩევნის გამო, ზოგიერთი მარტივია, ლითონის კორპუსით, ზოგიერთი პლასტიკატის კორპუსით, რაც მეტალოდეტექტორით აღმოჩენას ართულებს, ზოგჯერ ერთი მეორეზეა დადგმული, მენაღმე თუ ნახავს ერთს ამოთხრის და მეორე აფეთქდება. ერთი სიტყვით, ნამდვილი თავის ტეხაა.
გადავხედოთ ისევ ვიკიპედიას და ისევ მშრალ ფაქტს: В 1992 году шестью неправительственными организациями было учреждено Международное движение по запрещению противопехотных мин. В дальнейшем к нему присоединились свыше ста организаций из многих стран. Среди тридцати семи неприсоединившихся стран Индия, Израиль, Китай, Пакистан, Россия и США. В 2006 году ООН учредила ежегодный Международный день просвещения по вопросам минной опасности и помощи в деятельности, связанной с разминированием. Это решение было принято с целью привлечения внимания к разминированию неразорвавшихся боеприпасов и запрету установки противопехотных мин.
რა შეგვიძლია დავამატოთ? არც არაფერი, უბრალოდ საქართველო-რუსეთის ომის დროს 2008 წელს და აფხაზეთის ომის დროს 1992-1993 წლებში საქართველოს ტერიტორიაზე ტონობით ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმი ჩაიმარხა რუსების მიერ, რუსეთის მხარეს რა თქმა უნდა დიდად არ შეუწუხებია თავი რომ კონფლიქტის დასრულების შემდეგ საქართველოს სახელმწიფოსთვის გადმოეცა რუკები იმ ტერიტორიის, სადაც ნაღმები იყო დაფლული. ათეულობით საქართველოს მოქალაქე დასახიჩრდა და მით უმეტეს ძირითადად მშვიდობიანი მოქალაქეები, შეშის შესაგროვებლად წასულები ან ბავშვები, თამაშის დროს, სხვათა შორის პირუტყვის დაღუპვაც საკმაოდ დიდი ტრაგედიაა სოფელში მცხოვრები მოსახლეობისთვის, ბევრი ოჯახისთვის პირუტყვი ძირითადი შემოსავლის წყაროა…
ანუ აქციების გამართვა გინდათ? მით უმეტეს გინდათ რომ რაიმე კარგი გააკეთოთ? თავში ქვა უხლიათ ირანში, ჩვენს გვერდით სახიჩრდება ქართველები, არა მგონია თუნდაც ორმოცდაათკაციანი აქცია დარჩეს უყურადღებოდ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, გაიხსენეთ ისიც რომ უამრავი ორგანიზაციაა ისეთი, რომელიც იმას მაინც მოახერხებს, რომ რუკების გადმოცემისკენ მოუწოდოს რუსეთს.
დიდი ალბათობაა რომ ამ პოსტს არ წაიკითხავს ისეთი ადამიანი, ვისაც ოდნავ მაინც ქონია შეხება ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმებთან, ჩემი სიტყვები კი უბრალო წყლის ნაყვაა, ამის გასაკეთებლად კაციშვილი არ შეიწუხებს თავს, მაგრამ თქმით ხომ მაინც უნდა ვთქვა სხვა თუ არაფერი. უბრალოდ გული მტკივა ირანში სიკვდილით დასჯილი ასიოდ ვირიშვილზე რომ უფრო დიდი აურზაურია საქართველოში, ვიდრე ჩვენივე დანაღმულ ტერიტორიებზე. ხანდახან თუ მაინც უყურებთ საინფორმაციო გადაცემებს, აუცილებლად მოკრავდით თვალს სიუჟეტებს თუ როგორ დაშავდა ვიღაც ნაღმზე, არა მარტო საქართველოშია ეს პრობლემა, მაგრამ რატომღაც არ მახსოვს ვინმეს წამოეწიოს ეს საკითხი ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე.

დაინტერესებული ადამიანებისთვის ვდებ ლინკს, რომელიც შემთხვევით ვნახე მაშინ, როცა პოსტი დაწერილი მქონდა უკვე, საკმაოდ დიდი და მოცულობითი ინფორმაციაა.

აი ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმის წინაპარი

ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმის წინაპარი

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1070 | დაამატა: oONETTWOo | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

ონლაინ რადიო

თუ ვიდეოს უყურებთ და ხელს გიშლით ამ რადიოს ხმა,შეგიძლიათ გამოყენოთ დაპაუზების რეჟიმი.

ძებნა

შესვლის ფორმა

მინი-ჩეთი

200

ჩვენი გამოკითხვა

მოგწონს საიტი?
სულ უპასუხა: 105

სტატისტიკა

რეკლამის ადგილი

რეკლამის ადგილი

რეკლამის ადგილი