• Dominion Template Release Jan10
    Allstarashvili says:
    არ დაგავიწყდეს რომ შეყვარებული გყავს! შენთვის ნაშები ხიხიაა...
  • 6 Preset Styles - 18 Combinations
    Allstarashvili says:  Skype Me დამაSkypდი დოინჯით :))
  • RTL Support
    Allstarashvili says:
    არ დაგავიწყდეს ვისი ნეკნისა ხარ.....

მთავარი » 2011 » იანვარი » 5 » BMW-ს ახალი "ექვსიანი"
2:50 AM
BMW-ს ახალი "ექვსიანი"


ლოს-ანჯელესის ავტოსალონის გახსნამდე კომპანია BMW-ემ მე-6 სერიის ახალი თაობის კაბრიოლეტის ოფიციალური ფოტოსურათები წარადგინა – ეს ავტომობილი 2011 წლის გაზაფხულზე გამოვა გაყიდვაში.



ახალი მოდელი მისი წინამორბედი "ექვსიანის" სტილშია გადაწყვეტილი, მაგრამ გერმანულ კომპანიაში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ძარის ელემენტების გარდა აქ ყველაფერი სრულიად ახალია. ამასთან აღსანიშნავია, რომ ახალი თაობის 6-Series Convertible-ს თვლების ბაზა წინამორბედთან შედარებით შესამჩნევად დიდია (+74 მმ.). გარდა ამის, კაბრიოლეტის ძარა 50%-ით ხისტია, რაც დადებითად უნდა აისახოს მის მართვადობაზე.



ახალი კაბრიოლეტი კვლავაც აღიჭურვება დასაკეცი რბილი სახურავით, რომლის გადახდა სულ რაღაც 19 წამშია შესაძლებელი (დახურვაზე კი 24 წამი დაგჭირდებათ), ამასთან ამ ოპერაციების შესრულება შესაძლებელია მოძრაობის დროსაც, ოღონდ სიჩქარე 40 კმ/სთ-ს არ უნდა აღემატებოდეს. და კიდევ, თვითონ სახურავის დაკეცვის მექანიზმი ორჯერ უფრო მსუბუქია ვიდრე ახლანდელი "ექვსიანის". ამაში საკვირველი არაფერია – ბავარიელები შეეცადნენ გაეკეთებინათ ისე, რომ მანქანის ყველა ელემენტი უფრო მსუბუქი ყოფილიყო.

2011 წელს კაბრიოლეტი უნდა გამოუშვან 650i და 640i ვერსიებით. პირველი მოდელის კაპოტის ქვეშ მოთავსდება 4,4-ლიტრიანი ბენზინის ძრავა, რომელიც 407 ცხ/ძ-ს და 600 ნ.მ-ს ავითარებს (მოტორი იმუშავებს 8-საფეხურიან "ავტომატთან" ან 6-საფეხურიან "მექანიკასთან" ერთად). BMW 650i Convertible-ს მაქსიმალური სიჩქარე შეიზღუდება ნიშნულზე 250 კმ/სთ. ნულიდან 100 კმ/სთ-მდე სიჩქარეს კი 4,9 წამში მიაღწევს.



BMW 640i მიიღებს 320 ცხენის ძალას (მბრუნავი მომენტი 450 ნ.მ. იქნება). ამ უკანასკნელს ექნება სისტემა "სტოპ-სტარტი" და 100 კმ-ზე საშუალოდ მხოლოდ 7,9 ლ. საწვავს მოიხმარს.
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 951 | დაამატა: oONETTWOo | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

ონლაინ რადიო

თუ ვიდეოს უყურებთ და ხელს გიშლით ამ რადიოს ხმა,შეგიძლიათ გამოყენოთ დაპაუზების რეჟიმი.

ძებნა

შესვლის ფორმა

მინი-ჩეთი

200

ჩვენი გამოკითხვა

მოგწონს საიტი?
სულ უპასუხა: 105

სტატისტიკა

რეკლამის ადგილი

რეკლამის ადგილი

რეკლამის ადგილი