• Dominion Template Release Jan10
    Allstarashvili says:
    არ დაგავიწყდეს რომ შეყვარებული გყავს! შენთვის ნაშები ხიხიაა...
  • 6 Preset Styles - 18 Combinations
    Allstarashvili says:  Skype Me დამაSkypდი დოინჯით :))
  • RTL Support
    Allstarashvili says:
    არ დაგავიწყდეს ვისი ნეკნისა ხარ.....

მთავარი » 2011 » იანვარი » 5 » აშშ-ის მოქალაქეობა
1:56 AM
აშშ-ის მოქალაქეობა
http://teenjurnali.files.wordpress.com/2010/09/img_3461.jpg
    აშშ-ი
ს მოქალაქეობას იღებს ყველა ვინც იბადება შტატების ტერიტორიაზე,ან ტერიტორიაზე რომელიც ეკუთვნის ამერიკას,აშშ-ის კანონმდებლობის მიხედვით არ აქვს მნიშვნელობა მშობლები ლეგალურად იმყოფებიან თუ არა ქვეყანაში, ბავშვი ავტომატურად ხდება მოქალაქე,თუმცა მშობელი ამით მოქალაქეობას ვერ იღებს.
 იმ შემთხვევაში თუ ბავშვი დაიბადა ამერიკის საზღვრებს გარეთ და მისი ერთ ერთი მშობელი ამერიკის მოქალაქეა ისიც ავტომატურად იღებს მოქალაქეობას თუ მშობლები დაარეგისტრირებენ დაბადებას ამერიკის საკონსულოში ბავშვის 18 წლამდე.
       ასევე მოქალაქეობის მიღება შეუძლიათ გრინ კარტის მფლობელებს,თუმცა ეს არარი სავალდებულო,რადგან გრინ კარტის ფლობა შესაძლებელია მთელი ცხოვრების განმავლობაში.მაგრამ მოქალაქეობას აქვს რიგი უპირატესობები,ხმის მიცემის გარდა აშშ-ის მოქალაქეობა საშუალებას იძლევა საზღვარგარეთ ყოფნის შესაძლებლობას ლეგალური სტატუსის დაკარგვის შიშის გარეშე (გრინ კარტის მფლობელს უფლება აქვს საზღვარგარეთ გაჩერდეს მხოლოდ 6 თვე).მოქალაქეები ასევე არ ექვემდებარებიან დეპორტაციას. გრანტების,ფინანსური დახმარების უმეტესობის და სტიპენდიის მიღება შეუძლიათ მხოლოდ მოქალაქეებს.
       მოქალაქეობის მიღების პროცესს ქვია ნატურალიზაცია.
       თვითონ მოქალაქეობის მიღების პროცესი შეიცავს სამ სტადიას:განაცხადის წარდგინებას,ინტერვიუს გავლას და ფიცს.მთელი ამ პროცესის დრო დამოკიდებულია განმცხადებლების რაოდენობაზე და დაახლოებით ერთი წელია.
მოქალაქეობის მიღებამდე გრინ კარტის მფლობელი როგორც წესი ხუთი წლის განმავლონაში მაინც უნდა ცხოვრობდეს ამერიკაში,თუ გრინ კარტა მიღებული იყო ამერიკის მოქალაქეზე ქორწინებით,მაშინ მოქალაქეობაზე განაცხადის წარდგინება შეიძლება სამი წლის შემდეგაც.
       მოქალაქეობაზე განაცხადის წარდგინების და შესაბამისი ანკეტების შევსების შემდეგ ინიშნება ინტერვიუ.ინტერვიუზე  გასაუბრება მიმდინარეობს ინგლისურად რის დროსაც მოწმდება ენის ცოდნა,ასევე შეიძლება მოითხოვონ რამოდენიმე წინადადების დაწერაც.შემდეგ მოწმდება აშშ-ის ისტორიის და სახემწიფო წყობის ცოდნა სულ (5-10) კითხვა კითხვები შეგიძლიათ ნახოთ აქ თუ პასუხის უმეტესობა სწორად იქნა გაცემული გამოცდა ჩაბარებულია.ჩაჭრის შემთხვევაში განცხადების წარდგენა შესაძლებელია მეორეთაც.თუკი ინტერვიუმ წარმატებით ჩაიარა,დაინიშნება ფიცის დადების ცერემონია სხვა განმცხადებლებთან ერთად.
      თქვენ უნდა ცხოვრობდეთ თქვენ შტატში მინიმუმ 3 თვე ნატურალიზაციაზე განცხადების შეტანამდე,თქვენ ასევე უნდა დარჩეთ ამავე შტატში ფიცის მიღებამდე,თუ თქვენ გადახვედით სხვა სტატში განცხადება უნდა შეიტანოთ თავიდან.
      მოქალაქეობის მიღების უფლება ეკარგებათ გარკვეული დროის განმავლობაში პირებს რომლებმაც  აშშ-ის ტერიტორიაზე ჩაიდინეს დანაშაული.



 მოქალაქეობის საკითხებთან დაკავშირებით ქალაქ ნიუ-იორკის ცხელი ხაზი:  (800) 566-7636 ან  (212) 419-3737
სამუშაო საათები დილის 9 საათიდან საღამოს 6 საათამდე,ორშაბათიდან პარასკევამდე (დასვენების დღეების გარდა) ასევე ყავთ რუსულად მოლაპარაკე თანამშრომლები.

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1066 | დაამატა: oONETTWOo | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

ონლაინ რადიო

თუ ვიდეოს უყურებთ და ხელს გიშლით ამ რადიოს ხმა,შეგიძლიათ გამოყენოთ დაპაუზების რეჟიმი.

ძებნა

შესვლის ფორმა

მინი-ჩეთი

200

ჩვენი გამოკითხვა

მოგწონს საიტი?
სულ უპასუხა: 105

სტატისტიკა

რეკლამის ადგილი

რეკლამის ადგილი

რეკლამის ადგილი