ახალი წელი აფრიკაში - 5 იანვარს 2011 - მოგესალმებათ
  • Dominion Template Release Jan10
    Allstarashvili says:
    არ დაგავიწყდეს რომ შეყვარებული გყავს! შენთვის ნაშები ხიხიაა...
  • 6 Preset Styles - 18 Combinations
    Allstarashvili says:  Skype Me დამაSkypდი დოინჯით :))
  • RTL Support
    Allstarashvili says:
    არ დაგავიწყდეს ვისი ნეკნისა ხარ.....

მთავარი » 2011 » იანვარი » 5 » ახალი წელი აფრიკაში
3:05 AM
ახალი წელი აფრიკაში
http://www.kvirispalitra.ge/images/stories/2011/1/afrika-copy-2.jpg

აქ არც ნაძვის ხეს დგამენ და არც ახალი წელია განსაკუთრებული დღესასწაული. დიდი-დიდი ჩინურ ფეიერვერკს თუ გაუშვებს ვინმე. უფრო შობის დღესასწაულს ზეიმობენ. მთელი ღამე ეკლესიაში ლოცულობენ. ეთიოპიელები ღრმად მორწმუნე მართლმადიდებლები არიან. აქსუმში (რაც საბანაო ადგილს ნიშნავს) 3000 წლის წინანდელი უზარმაზარი 21-მეტრიანი გრანიტის სტელაა. არადა, 2500 კილომეტრის რადიუსში გრანიტი საერთოდ არ მოიპოვება.

მეორე, 23-მეტრიანი სტელა იტალიელებმა წაიღეს, მაგრამ მთლიანად გატანა ვერ მოახერხეს, გაჭრეს და ისე წაიღეს რომში; მესამე, ყველაზე მაღალი, 470-ტონიანი სტელა დადგმისას წაჰქცევიათ და დღემდე იქვე სამ ნაწილად გახლეჩილი აგდია.  ლეგენდის თანახმად, საბაელთა დედოფლისა და ბიბლიური მეფე სოლომონის შვილი მენელიკ I იმ არემარის პირველი იმპერატორი გახდა.

16 წლის ისრაელში წავიდა მამის სანახავად. სოლომონმა ვაჟს აჩუქა მორწმუნეთა თაღი, რომელზეც ამოკვეთილი იყო ათი მცნება. აქსუმში ამ სტელებთან ახლოს წმინდა მარიამის პატარა მონასტერია. როგორც ამბობენ, თაღი იქ არის დასვენებული, მაგრამ თვალით არავის უნახავს, გარდა იმ ერთადერთი ბერისა, რომელიც იქაურობას უვლის. მონასტერში ამ ბერის გარდა, სხვას არავის აქვს ფეხის შედგმის უფლება. როცა ბერი სიკვდილის მოახლოებას იგრძნობს, თავადვე იწყებს მთელ მსოფლიოში წმინდა მართლმადიდებელი ბერის ძებნას, რათა მარიამის ეკლესია ჩააბაროს.

ეთიოპიელების დღესასწაული ლოცვაა. სადღესასწაულო სუფრა? ვერ ვიხსენებ, ასეთი ტრადიცია თუ აქვთ.
ყველაფერს ჭამენ, ვირთხებსაც კი. ახალჩასული ვიყავი გაბონში, კატა შევნიშნე. მეორე დღეს მოვიკითხე, სად არის-მეთქი. შეჭამესო... სპილო, ნიანგი, მაიმუნი... ყველაფერი იჭმება(!*). 

KvirisPalitra.Geვინც მკვდარი მაიმუნის, ნიანგის ყიდვას ახერხებს, შეძლებულ კაცად ითვლება. გზის პირებზე დაინახავთ გასაყიდად ჩამოკიდებულ მკვდარ მაიმუნს, გაკოჭილ ნიანგს, ჯოხზე გადაკიდებულ გველსა და ერთ-ორ სიმინდის ტაროს. ცოცხალ კაიმანს იყიდიან და მერე შინ კლავენ. პირველად გაკოჭილი და ტაშტში ჩასმული კაიმანი რომ დავინახე, გამიკვირდა, რა არის-მეთქი? უნდა დავკლათ და შევჭამოთო, ამიხსნეს. სხვათა შორის, ნიანგის წვნიანი ძალიან გემრიელია. სადღესასწაულო კერძად ითვლება ლუდში ჩაშუშული ანაკონდა და ბოა, კობრი შოკოლადში.

ისე, მხიარულება არ აკლიათ აფრიკელებს. მაგალითად, ქორწილი ერთკვირიანი იციან (ცოლის შესართავად აუცილებელი პირობაა ჩუკუდუს ყოლა. ჩუკუდუ ხის ველოსიპედია; თუ არ გყავს, ქალს არ მოგათხოვებენ), თავიდან ვფიქრობდი, საჭმელ-სასმელი არა აქვთ და ამდენი ენერგია საიდან-მეთქი. თურმე  დაფხვნილ ებორას ჭამენ. ებორა ხეა, ჰალუცინოგენი. შეჭამენ ერთ კოვზს და ილხენენ. სასმელიც უყვართ ძალიან.

ერთხელ ლუდის ქარხანა გაჩერდა და ისეთი ამბავი ატყდა, კამერუნიდან და კონგო-ბრაზავილიდან ძლივს მოასწრეს ლუდის შემოტანა, თორემ რევოლუცია გარდაუვალი იყო. ხალხს არ ადარდებს სიღარიბე, არ აწუხებს, ჩაუჭრიან თუ არა შუქს. აი, ლუდი და სასმელი რომ შემოაკლდეთ, ქვეყანას ნაცარტუტად აქცევენ. საღამოს გამოთრობა და ცეკვა ჩვეულებრივი ამბავია. თუ ლუდი არა აქვთ, ბანანის ღვინოს სვამენ.


"გურული" აფრიკელები

აფრიკელების სიმღერებით მაინცდამაინც არ ვიყავი აღფრთოვანებული.  
პიგმეების სიმღერები რომ მოვისმინე, მართლაც გავოგნდი. გურიაში მეგონა თავი, კრიმანჭულს ჰგავს. ტელევიზიაც ჩვენებურივით არის - მხოლოდ პრეზიდენტი და მისი პრესსამსახურია: ბონგო აქ ჩავიდა, ბონგომ ეს გააკეთაო...

ზამთარი მაისის ბოლოს დგება აფრიკაში. ზამთარს იქ მშრალ სეზონს ეძახიან. დილით მზე უმოწყალოდ აღარ აცხუნებს, ამიტომ შუადღისას წვიმა ღვარცოფად აღარ ჩამოდის. ზამთარი  2-3 თვე გრძელდება. ხალხი ხომ ძალიან მარტივად აზროვნებს, ამიტომ "ზამთრის" დადგომისთანავე 25-27-გრადუსიან სიცხეში ქურქს, "დუბლიონკას" ან თბილ ქურთუკებს იცვამენ, ქუდებითა და კაშნეებით იმოსებიან, ფეხზე კი შეიძლება ფოსტლები ეცვათ
უმკურნალე მალარიას!

ახალჩასული ვიყავი კონგოში, ერთი მასწავლებელი კაცი მოვიდა. ძალიან მძიმე დიაგნოზი ჰქონდა, თიაქარი სათესლე ჯირკვლების ტუბერკულოზთან ერთად. მითხრა, ექიმო, არც ერთმა ქირურგმა არ მომკიდა ხელი და თუ თქვენც უარს მეტყვით ოპერაციაზე, თქვენ თვალწინ მოვიკლავ თავსო. გავუკეთე ოპერაცია. მეორე დღეს ექთანმა გამიხმო და მითხრა, შენი ნაოპერაციევი პაციენტი კვდება, წნევა 50X20-ზე აქვსო.

გამიკვირდა, ოპერაციამ კარგად ჩაიარა, წესით, არაფერი უნდა მოსვლოდა. დანიშნულებას რომ ჩავხედე, ოთხი თავი წნევის დამგდები წამალი ჰქონდა დანიშნული დღეში რამდენჯერმე. კონსილიუმი მოვიწვიე, ვინ დაუნიშნა ამ კაცს წნევის დასაწევი 4 აბი, ან რა მოსაზრებით-მეთქი. ჩემდა გასაოცრად წამოდგა იქაური ექიმი და მეუბნება, ამ კაცს ოპერაცია არც ფრანგებმა გაუკეთეს, არც ავსტრალიელებმა, თვით ამერიკელმა ქირურგმაც კი უარი თქვა და შენ ვინ ხარ, რომ გაუკეთე, ამიტომ უნდა მოკვდესო! სახტად დავრჩი და მაშინ გამოვაჩინე პირველად ჩემი ქართული ხასიათი!

ჯანდაბამდის გზა გქონიათ ყველას, მე არც ამერიკელი გეგონოთ, არც ფრანგი და არც რუსი. ჩემს ნაოპერაციებ კაცს რომ რამე დაემართოს, იცოდეთ, ზედ დაგაკლავთ-მეთქი! გადარჩა ის კაცი.

მალარია უდიდესი პრობლემაა აფრიკაში შიდსისა და ათაშანგის შემდეგ. მუსრს ავლებს ხალხს. მაშინ მივხვდი, რა ვერაგია, როცა თავად შემეყარა. მეგონა, სპეცრაზმი თავში უმოწყალოდ მიბაგუნებდა. იმდენად ამოუცნობი დაავადებაა, რომ ასეთი ხატოვანი გამონათქვამიც აქვთ: "თუ ვერ იგებ, რა სჭირს ავადმყოფს - უმკურნალე მალარიას". მახსოვს, ტყიდან 25 წლის ბიჭი მოიყვანეს, ვერ აღვიძებდნენ. ბოლოს გამახსენდა ეს გამოთქმა და დავუწყეთ მალარიის მკურნალობა, მეორე დღეს გაახილა თვალი.


აფრიკული "გენდერი"

აფრიკაში პირველად რომ ჩავედი და საავადმყოფოში შევედი, გაოცებისაგან კინაღამ ენა გადავყლაპე. ვიფიქრე, გენდერული თანასწორობა ამათ ჰქონიათ თუ ჰქონიათ-მეთქი. თითო საწოლზე ორ-ორი, ხანდახან სამ-სამი განსხვავებული სქესის, ერთმანეთისთვის სრულიად  უცხო ადამიანები იწვნენ. მერე გავიგე, ამ "გენდერული თანასწორობის" მიზეზი, - საავადმყოფოში საწოლების სიმცირის გამო იძუUლებული ვიყავით, ორი-სამი კაცი ერთად მოგვეთავსებინა.

ქალი იქნებოდა თუ კაცი, სად იყო მაგის გარჩევის დრო და საშუალება და იწვნენ საწყლები ქაშაყებივით ჩაწყობილი საშველის მოლოდინში. ზოგი ბეჰემოთს დაეგლიჯა, ზოგი სპილოს გაეთელა. აფრიკული სპილო უწყინარი ცხოველი არ გეგონოთ, ხშირად სახლში უვარდება მოსახლეობას. ერთხელ სახლს უკნიდან შემოუარა, ერთი კაცი მოკლა, მეორე კი ყბა და ფეხმოტეხილი მოიყვანეს საავადმყოფოში.

აფრიკაში ღამით ქუჩაში დარჩენა სიკვდილს ნიშნავს, ან აფთარი შეგჭამს, ან სხვა რამ. იქაური ჭიანჭველაც კი საშიშია. ჩემი იქ ყოფნისას ერთი აფრიკელი სატვირთო ავტომანქანით გადაბრუნდა ჯუნგლებში. ფეხი მანქანაში გასჭედვია საცოდავს. იმ ღამეს ვერ მოძებნეს, მეორე დილით კი მხოლოდ ტერმიტებისაგან შეჭმული ჩონჩხი იპოვეს მაძებრებმა. აი, ასეთია აფრიკა.

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 168 | დაამატა: oONETTWOo | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

ონლაინ რადიო

თუ ვიდეოს უყურებთ და ხელს გიშლით ამ რადიოს ხმა,შეგიძლიათ გამოყენოთ დაპაუზების რეჟიმი.

ძებნა

შესვლის ფორმა

მინი-ჩეთი

200

ჩვენი გამოკითხვა

მოგწონს საიტი?
სულ უპასუხა: 101

სტატისტიკა

რეკლამის ადგილი

რეკლამის ადგილი

რეკლამის ადგილი