• Dominion Template Release Jan10
    Allstarashvili says:
    არ დაგავიწყდეს რომ შეყვარებული გყავს! შენთვის ნაშები ხიხიაა...
  • 6 Preset Styles - 18 Combinations
    Allstarashvili says:  Skype Me დამაSkypდი დოინჯით :))
  • RTL Support
    Allstarashvili says:
    არ დაგავიწყდეს ვისი ნეკნისა ხარ.....

მთავარი » 2010 » დეკემბერი » 24 » 7 საინტერესო ფაქტი სიზმრებზე
8:02 PM
7 საინტერესო ფაქტი სიზმრებზე

http://www.pdwhite.com/images/Midsummer_s_Night_Dream.jpg
7 საინტერესო ფაქტი სიზმრებზე



1.) ძილის მეშვეობით შეგიძლიათ აითვისოთ სასწავლი მასალა

იმის ნაცვლად, რომ ტესტირების (საკონტროლოს ან მოხსენებს წაკითხვის) წინა ღამე მეცადინეობაში გაატაროთ, გირჩევნიათ ჩვეულებრივზე ერთი საათით ადრე დაიძინოთ. ჰარვარდის სამედიცინო სკოლის წარმომადგენლებმა დაადგინეს, რომ როდესაც ჩვენს ტვინი სიზმრებს ნახულობს, ეს გვეხმარება ახალი მასალის უკეთ ათვისებასა და რთული პრობლემების გადაწყვეტაში. ეს ხდება იმიტომ რომ ძილის დროს ადამიანის ტვინი არჩევს, ამუშავებს და ითვისებს ახალ ინფორმაციას.იმისთვის რომ თქვენი ძილი იყოს ღრმა და მშვიდი და, შესაბამისად, ახალი ინფორმაციის ათვისების ხარისხი გაუმჯობესდეს, გამორიცხეთ ნებისმიერი ხმაური საძილე ოთახში. იგივე ტელევიზორი უარყოფითად მოქმედებს სიზმრების ნახვის სიხშირესა და ხარისხზე.

2.) ყველაზე გავრცელებული სიზმარი

როგორც აცხადებს სიზმრების ექსპერტი და მედიუმი ლორი ლოენბერგი, ყველაზე გვარცელებული სიზმარია მეუღლის ან საყვარელი ადამიანის ღალატი (ხშირად თქვენს საუკეთესო მეგობართან).მან გამოკითხა 5 000 ადამიანზე მეტი და აღმოაჩინა, რომ სწორედ პარტნერის ღალატი არის ყველაზე გავრცელებული სიზმარი ყველა სქესისა და ასაკის ადამიანებს შორის. ხანდახან ამ სიზმრებს რეალური საფუძველი აქვთ, მაგრამ უფრო მეტად რეალობასთან არანაირი კავშირი არ გააჩნიათ.

3.) ერთი ღამის განმავლობაში რამდენიმე (თორმეტამდე) სიზმარს ნახულობთ.

ექსპერტების თქმით, ერთი ღამის განმავლობაში რამდენიმე სიზმარს ვნახულობთ, თუმცა ყველას რა თქმა უნდა ვერ ვიმახსოვრებთ. ღამის განმავლობაში ყოველ 90 წუთში ერთხელ ვნახულობთ სიზმრებს, და ყოველი მომდევნო ციკლი წინაზე უფრო ხანგრძლივია. თქვენი პირველი სიზმარი გრძელდება დაახლოებით 5 წუთს, ხოლო ბოლო – 45 წუთიანია. ეს ნიშნავს იმას, რომ მთელი სიცოცხლის განმავლობაში ადამიანი დაახლოებით 100 000 სიზმარს ნახულობს.

4.) გაღვიძებისას შეგიძლიათ იოცნებოთ

ოდესმე გაღვიძებულხართ საოცრად ლამაზი სიზმრისაგან, ისე, რომ გაღვიძება აღარ გინდოდათ? თქვენ წარმოიდგინეთ, შეგიძლიათ გაღვიძების მერეც გააგრძელოთ ეს სიამოვნება. არ გაინძრიოთ, დარჩით ლოგინში იგივე მდგომრეობაში და რამოდენიმე წუთში ისევ დაუბრუნედებით თქვენს ოცნებას.

5.) ყველაზე არარეალური სიზმარიც კი შეგვიძლია ავხსნათ

ფსიქოტერაპევტი ჯეფრი სტამბერი ჰარვარდიდან ამბობს, რომ ყველა სიზმარს, არარეალურსაც კი, შეიძლება ჰქონდეს სიმბოლური მნიშვნელობა და შეიძლება ახსნილ იქნას. იგი დამოკიდებულია იმაზე, რაც უნდა ვიცოდეთ საკუთარ თავსა და გარშემო სამყაროზე. თუ დაგესიმზრათ ძალზე უცნაური რამ, დაფიქრდით, როგორი რეაქცია გქონდათ. ხანდახან უჩვეულო მოვლენები გვესიზმრება იმისთვის, რომ განვიცადოთ ემოციების საჭირო სპექტრი, რომელიც გვაკლია ყოველდღიურ ცხოვრებაში.

6.) სიზმრები, რომლებიც ხშირად მეორდება, აუცილებლად რაღაცის მანიშნებელია

გქონიათ შემთხვევა, როცა ერთი და იგივე სიზმარი რამდენიმეჯერ მეორდება? ლოენბერგი გვაფრთხილებს, რომ განმეორებითი სიზმარი არის მესიჯი საკუთარ თავს, იგი რაღაცის მანიშნებელია. ასე მაგალითად, საკმაოდ გავრცელებულია განმეორებითი სიზმარი, რომელშიც ადამიანს კბილი სტკივა. გასათვალისწინებელია, რომ კბილები და პირი ადამიანის სიტყვებს აღნიშნავს. ასე რომ სიზმარი, რომელიც კბილებს უკავშირდება, გვაფრთხილებს: საკუთარ სიტყვებს უნდა დავუკვირდეთ.

7.) თქვენ შეგიძლიათ საკუთარი სიზმრების მართვა

მრავალრიცხოვანი კვლევის შედეგები გვიჩვენებს, რომ ადამიანის უმეტესობას შეუძლია მართოს თავის სიზმარი. მეცნიერები ამბობენ, რომ სიზმრის მართვა – ესაა უნარი, რომლის განვითარება შეუძლია ყველას. განსაკუთრებით სასარგებლო ეს იქნება იმათთვის, ვისაც საშინელი სიზმრები ტანჯავს.

ტკბილ ძილს გისურვებთ!
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 969 | დაამატა: oONETTWOo | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
nikushka
 2010-12-25
0  
  აუუ მე მეც შემეძლო 3 წლის წინ სიზმრები მემართა.ოღონდ მართლა ეხლაც რო მესიზმრება სადღაც შემიძლია ვიფიქრო რომ ამ სიზმრის მართვა შემიძლია მაგრამ არ გამმდის უკვე და ბევრჯერ მეწყინდა რატო ეს ასე არ გავაკეთე და ასე შემდეგ..გინდ დაიჯერეთ გინდ არა
უპასუხე      ციტატა

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

ონლაინ რადიო

თუ ვიდეოს უყურებთ და ხელს გიშლით ამ რადიოს ხმა,შეგიძლიათ გამოყენოთ დაპაუზების რეჟიმი.

ძებნა

შესვლის ფორმა

მინი-ჩეთი

200

ჩვენი გამოკითხვა

მოგწონს საიტი?
სულ უპასუხა: 105

სტატისტიკა

რეკლამის ადგილი

რეკლამის ადგილი

რეკლამის ადგილი