• Dominion Template Release Jan10
    Allstarashvili says:
    არ დაგავიწყდეს რომ შეყვარებული გყავს! შენთვის ნაშები ხიხიაა...
  • 6 Preset Styles - 18 Combinations
    Allstarashvili says:  Skype Me დამაSkypდი დოინჯით :))
  • RTL Support
    Allstarashvili says:
    არ დაგავიწყდეს ვისი ნეკნისა ხარ.....

მთავარი » 2010 » დეკემბერი » 18 » 12 რამ, რაც არ იცოდი ”მარტო სახლში” - ის შესახებ.
5:22 AM
12 რამ, რაც არ იცოდი ”მარტო სახლში” - ის შესახებ.
ახალი წელი სწრაფად გვიახლოვდება, ხოლო ფილმი ”მარტო სახლში” ალბათ ყველაზე კარგი საახალწლო განწყობის შემქმნელია. თუმცა ფილმში ბევრი საინტერესო რამ ხდება, ალბათ კიდევ უფრო საინტერესოა ის ფაქტები, რომელიც ბევრმა არ იცის:
  1. სურათი, რომელზეც კევინის ძმის შეყვარებულია, სინამდვილეში ბიჭის სურათია, რომელსაც გოგოდ გამოაწყვეს, რადგან რეჟისორმა იფიქრა, ნამდვილი გოგოს დაცინვა ძალიან ბოროტული იქნებოდა

  2. ბიძია ფრენკის როლი, ცნობილი მსახიობის კელსი გრამერისთვის დაიწერა

  3. არსებობს ლეგენდა, რომ ელვის პრესლი ამ ფილმში გამოჩნდა, (ის ამ დროისთვის უკვე გარდაცვლილი იყო) ელვისის ფანები, რომელთაც ჯერათ, რომ ის ცოცხალია ამტკიცებენ, რომ აეროპორტის სცენაში, დედის უკან მდგარი წვერებიანი ადამიანი სწორედ გადაცმული ელვის პრესლია.

  4. პლეიბოის ჟურნალი, რომელსაც კევინი თავის ძმის ოთახში პოულობს, 1989 წელს არის გამოსული და ზედ მის ივლისი — ერიკა ელენიაკია გამოსახული

  5. ბოროტი ღუმელი, რომელიც კევინს ელანდება, ორმა ადამიანმა დაამზადა, სათევზაო ღობურით და ორი ცალი ფანრით.

  6. თავიდან, მძარცველი ჰარის როლი რობერტ დენიროს შესთავაზეს, მაგრამ მან უარყო.

  7. ფილმი ”ანგელოზები ბინძური სულით”, რომელსაც კევინი ყველა სერიაში ნახულობს, სინამდვილეში არ არსებობს, ის სპეციალურად ამ ფილმისთვის შეიქმნა

  8. მოწყობილობის მოდელი, რომელსაც კევინი ხმის ჩასაწერად იყენებს TALKBOY სინამდვილეში არ არსებობდა და ამ ფილმისთვის დამზადდა, თუმცა მოგვიანებით, უამრავი ფანის მიერ მოწერილი წერილის მერე, სერიულ წარმოებაში ჩაუშვეს.

  9. ჯონ ქენდიმ, თავისი როლი ერთ დღეში ჩაწერა, თუმცა 23 საათი გადაბმულად მუშაობდა, ისტორია, რომ მას თავისი შვილი დარჩა დაკრძალვის ბიუროში — მთლიანად იმპროვიზირებულია, მისი პერსონაჟი აშკარად გავლენას განიცდის იმ როლიდან, რომელიც მან ითამაშა ფილმში ”თვითმფრინავები, მატარებლები და ავტომობილები”

  10. სცენაში, სადაც ჰარი თითზე კბენს კევინს, ჯო პესკიმ მართლა უკბინა თითზე და მაკოლეი კალკინს დღემდე თითზე ნაიარევი აქვს.

  11. ფილმის იდეა მაშინ დაიბადა, როდესაც ფილმში ”ბიძია ბაქი” მაკოლეი კალკინი, მომავალ ძიძას საფოსტო ჭრილიდან ესაუბრებოდა

  12. დანიელ სტერნი დათანხმდა მხოლოდ ერთჯერადად ტარანტულას სახეზე დასმას, მაგრამ მიმიკა უხმოდ მოუხდა, რადგან ყვირილი შეაშინებდა ობობას, ამიტომ ხმა მოგვიანებით დაადეს.
კატეგორია: გასართობი | ნანახია: 276 | დაამატა: oONETTWOo | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

ონლაინ რადიო

თუ ვიდეოს უყურებთ და ხელს გიშლით ამ რადიოს ხმა,შეგიძლიათ გამოყენოთ დაპაუზების რეჟიმი.

ძებნა

შესვლის ფორმა

მინი-ჩეთი

200

ჩვენი გამოკითხვა

მოგწონს საიტი?
სულ უპასუხა: 102

სტატისტიკა

რეკლამის ადგილი

რეკლამის ადგილი

რეკლამის ადგილი